კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აჩუქეს მონღოლმა ნოინებმა ცოტნე დადიანს დაპატიმრებული დიდებულების სიცოცხლე

1245 წელს გარდაიცვალა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი, ყველაზე სუსტი მმართველი – რუსუდან მეფე.

მისმა უუნარო მეფობამ სახელმწიფო მოშალა. ჯერ ხვარაზმის ყოფილმა სულთანმა,  ჯალალედინმა რამდენჯერმე დაარბია, მერე კი, 1235 წელს, მონღოლებმა საკმაოდ ადვილად დაიპყრეს იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, საქართველო.

მისი ვაჟი მეფედ დასამტკიცებლად მონღოლთა ყაენთან იყო წასული. რუმის სასულთნოში, ტყვეობაში გარდაცვლილი ეგონათ ბაგრატიონთა გვარის გამგრძელებელი დავით ლაშას ძე. ქვეყანაში დაიწყო უმეფობის ხანა.

დიდებულები, ჯერ კიდევ რუსუდანის მეფობის დროიდან, დაქსაქსულად და უთავოდ მოქმედებდნენ.

მონღოლებმა თითქმის წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს საქართველო. წინააღმდეგობის გარეშე დაადეს სხვადასხვა საოკუპაციო ვალდებულება ქვეყანას, მოსახლეობას და მთავრებს. 

მაგრამ, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ის თაობა, პირადად რომ ახსოვდა დიდების წლები, ან ახსოვდა მათი მამების მიერ მოპოვებული გამარჯვებები.

თუ ჯალალედინთან, ასე თუ ისე, რამდენიმე ბრძოლა მაინც გადაიხადეს უმეთაუროდ, პოლიტიკისა და სახელმწიფოს მართვის არმცოდნე მეფე-ქალის ქვეშევრდომმა დიდებულებმა, მონღოლების თითქმის უბრძოლველად შემოსვლის გამო, თავი მთლად შეურაცხყოფილად, დამცირებულად და აგდებულად იგრძნეს ძველმა გმირებმა, მამებმა და შვილებმა, დიდებულებმა თუ უბრალო ადამიანებმა.

მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველში დაიკავეს ქალაქები, ციხეები და ჩააყენეს გარნიზონები. დასავლეთ საქართველოში არ გადასულან, მაგრამ მათი პოლიტიკა იქაც გავრცელდა. ამოქმედდა მონღოლური კანონები. საქართველოს მოსახლეობას ყოველი მეცხრე კომლიდან ერთი ჯარისკაცი უნდა გამოეყვანა მონღოლური არმიის დასახმარებლად. მონღოლები კი განუწყვეტლივ ომობდნენ, ყველგან და ყველასთან. ქვეყანას დიდი ფული – ყოველწლიურად 50 ათასი ოქროს პერპერა უნდა ეხადა ხარკად. მოსახლეობას უნდა შეენახა თათრების გარნიზონები. საქართველო, მონღოლური წესით, დაიყო რვა დუმნად. გადასახადის გადახდასა და ჯარის გამოყვანაზე პასუხისმგებელი იყვნენ ადგილობრივი ქართველი ხელისუფლები.

დაახლოებით 1246 წელს, მონღოლთა მიერ დაწესებული საოკუპაციო წესებით გამწარებული ქართველი დიდებულები შეიკრიბნენ კოხტასთავს, რათა ემსჯელათ, როგორ ემოქმედათ ქვეყნის გადასარჩენად. კოხტასთავის ციხესიმაგრე მდებარეობს ჯავახეთში. ეს შეხვედრა გასაიდუმლოებული ხასიათის, ანუ შეთქმულება იყო. მას ესწრებოდნენ ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, შოთა კუპრი, თორღვა პანკელი, ჰერეთისა და კახეთის წარმომადგენელნი, თორელ-გამრეკელი, სარგის თმოგველი, მესხეთისა და ტაოს დიდებულები, ანუ მთელი საქართველოს საქვეყნოდ განმრიგე ხელისუფალნი.

კოხტასთავის შეკრებას სარგის თმოგველი ესწრებოდა. ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დავით ლაშას ძის რუმის სასულთნოდან ჩამოყვანამდე მოხდა, რადგან მერე სარგის თმოგველი უფლისწულ დავითს გაჰყვა ყარაყორუმში. ამ შეკრებაზე არ ჩანს ათაბაგ-ამირსპასალარი ავაგ მხარგრძელი, ვინაიდან ის თან ახლდა რუსუდანის ძე დავითს ურდოში. ამიტომ, ეს ამბავი უმეფობის ხანაშია მომხდარი, თან დავით ლაშას ძის ტყვეობიდან გამოხსნამდე.

როგორი დიდი შეცდომა დაუშვეს ქართველებმა, როცა ისნის კარვის იდეაზე უარი თქვეს და პარლამენტის მსგავსი ორგანო არ შეიქმნა საქართველოში (ინგლისზე ადრე). ქართველ დიდებულებს შესაძლებლობა ექნებოდათ, თვით უვარგისი მეფის პირობებშიც კი: თვითონ აერჩიათ მთავარსარდალი; ტაქტიკა თუ სტრატეგია მოცემულ ვითარებაში, თვითონ მოეგვარებინათ სახელმწიფოს ორგანიზების საქმე და მეფის უნიათობის გამო, ქვეყანა არ დაინგრეოდა. ისე, კოხტასთავის ციხეში ჩატარებული თათბირი, ერთგვარი განხორციელება იყო ისნის კარვის იდეისა, როცა ქართველებს კოლექტიურად უნდა გადაეწყვიტათ ქვეყნის ბედი.

 „აღარ გვყავს ქართველი მეფეების შთამომავალი, რათა წინამძღვრად დაგვიდგეს და შევებრძოლოთ მონღოლებს. ჩვენ ერთმანეთისგან განდგომილები ვართ და ვერ წინააღვუდგებით მტრებს. ისინი კი ძალიან გვჩაგრავენ. გვიწევს მათ ომებში მონაწილეობა და მრავალი ჭირის გადატანა. მართალია, უმეფოდ ვართ, მაგრამ შევიკრიბოთ და შევებრძოლოთ თათრებს,“ – გადაწყვიტეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მმართველებმა და დაამტკიცეს მონღოლებთან ომი.

დათქვეს თარიღი და ადგილი, როცა ყველა თავ-თავიანთი კუთხიდან გამოყვანილი მეომრებით უნდა შეკრებილიყვნენ.

სახელოვანი მეომარი, ერისთავთ-ერისთავი ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერისძე ადრე წავიდნენ შეკრებიდან. მათ შორი პროვინციების, დასავლეთ და ჩრდილო დასავლეთ საქართველოს რაზმები უნდა მოემზადებინათ.

დამპყრობელ მონღოლებს არ გამორჩენიათ კოხტას ციხეში დიდებულების შეკრება. შესაძლოა, ვიღაცამ გათქვა კიდეც შეთქმულება. თათართა ნოინებმა – ბიჩუმ და ანგურგმა სასწრაფოდ მიმართეს კოხტასთავს სამხედრო რაზმებით და იპოვეს კიდეც, სამხედრო ნაწილების გარეშე, საიდუმლოდ შეკრებილი ქვეყნის გამრიგე მოხელე-დიდებულები. შებრძოლებას აზრი არ ჰქონდა და მონღოლებმა ქართველები დააპატიმრეს.

ტყვეები შირაკში, ქალაქ ანისთან ახლოს, დაბა შირავაკანში გადაიყვანეს. მაშინ სომხეთის დიდი ნაწილი ისევ საქართველოს შემადგენლობაში იყო. შეთქმულებს წინასწარ ჰქონდათ დათქმული, ჩავარდნის შემთხვევაში, უნდა ეთქვათ, რომ შეიკრიბნენ, რათა დაეხვეწათ ხარკის გადახდისა და სხვა საოკუპაციო ვალდებულებების ორგანიზების საკითხი.

მონღოლებმა არ დაიჯერეს. ეტყობა, უტყუარი ინფორმაცია ჰქონდათ. ისინი საკმაოდ ფრთხილად იქცეოდნენ დაპყრობილ ქვეყნებში, განსაკუთრებით აქ, რადგან სმენოდათ ქართველების სიმამაცის ამბავი. მხრები შეუკრეს ტყვეებს და მზის გულზე დასვეს წელსზევით შიშველნი. თაფლიც წაუსვეს, რათა მწერებს გაემწარებინათ. ასე ტანჯავდნენ მათ და თან, დაჰკითხავდნენ. აფრთხილებდნენ, თუ არ აღიარებთ სიკვდილით დაგსჯითო.

აღიარებაც სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა.  ამიტომ, ქართველები არ გატყდნენ. ამბობდნენ, შევიკრიბეთ, რათა ხარკის ამბავი გადაგვეწყვიტაო. კარგა ხანი გავიდა ასეთ ტანჯვაში.

ამასობაში ცოტნე დადიანი თავისი ლაშქრით მივიდა დანიშნულ ადგილას, რკინის ჯვრის მთასთან, სამცხეში. იქ შეიტყო მისი თანაშეთქმულების შეპყრობის და სატანჯველში ჩაგდების ამბავი.

ძალიან შეწუხდა პატიოსანი ერისთავი, თავის სირცხვილად ჩათვალა ეს ამბავი. შეიძლება, ვინმეს მისთვისაც დაებრალებინა გამცემობა. ლაშქარი უკან გაუშვა, ორი კაცი იახლა და გაემართა ანისისკენ.

განვლო სამცხე, ჯავახეთი და მივიდა ანისში. ნახა ქართველი წარჩინებულები, მოედანზე უპატიოდ მსხდომარენი და სასიკვდილოდ განწირულნი. ჩამოხტა ცხენიდან, შემოიძარცვა ტანსაცმელი, წელსზევით გაშიშვლდა, შეიკრა მხრები და დაუჯდა გვერდით თანამოძმეებს.

თათრებს ძალიან გაუკვირდათ. ისინი კარგად იცნობდნენ ცოტნეს. მიიწვიეს ნოინებმა და ჰკითხეს,  რატომ მოიქცა ასე. 

მეგობრების გადარჩენის სურვილით გაძლიერებულმა გმირმა უპასუხა:

„ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კარგად განვაგოთ ხარკის საქმე და თქვენი ბრძანება აღვასრულოთ. ეს იყო ჩვენი შეკრების მიზანი. თქვენ ჩაგვთვალეთ თქვენს მტრებად. ამის გამო მოვედი, რათა გამოიკითხოთ და ჩემს თანამოძმეებს თუ რაიმე სასიკვდილო აქვთ ჩადენილი, მეც მათთან ერთად ვიქნები, რადგან ჩემს გარეშე მათ არაფერი დაუგეგმავთ“.

მონღოლი სარდლები აღაფრთოვანა ცოტნე დადიანის კეთილშობილებამ და ერთმანეთში თქვეს:

„ქართველები ძალიან კარგი ხალხია. აფხაზეთიდან მოვიდა კაცი, რათა თავისი სიცოცხლე გაწიროს თანამოძმეებისთვის და არ გამტყუნდეს. სასიკვდილოდ გაწირა თავი. ესენი მართალი ხალხია და გავუშვათ“. 

შეიძლება, მთლად არც დარწმუნებულან ცოტნეს სიტყვების სიმართლეში, მაგრამ დადიანის თავგანწირვამ მოხიბლა მეომარი სარდლები. არც ამგვარი მეომრების დახოცვა იქნებოდა გონივრული და მთელი საქართველოს უკიდურესად გამწარება.

ცოტნეს უთარგმნეს:

„გვეგონა ჩვენგან განდგომა და აჯანყება გინდოდათ. რადგან ასეთი სიკეთე გამოგიჩენიათ, ამ ქართველების სიცოცხლეს შენ გაჩუქებთ და შენზე ვართ მონდობილნი“.

და გაათავისუფლეს კოხტასთავის შეკრების მამულიშვილები.

скачать dle 11.3