ბრძნული აზრები
ჰიპოკრატე: როგორც გაჭირვება, ასევე ზედმეტი კეთილდღეობა ცვალებადია და დიდ სულიერ მღელვარებას იწვევს. ზედმეტად სიამოვნებას აყოლილი ადამიანი სულელია, ვერც თავს მოუტანს ბედნიერებას და ვერც სხვას არგებს რას.
ნაპოლეონი: რაც მე ამქვეყნად მაოცებს, ესაა ძალის უძლურება. ორ მძლავრ ფაქტორთა – ძალასა და გონებას შორის, გონება, ბოლოს და ბოლოს, მუდამ გამარჯვებული გამოდის.
მურასაკი: ძნელია იპოვო ის, ვისაც ნამდვილად ესმის შენი. ადამიანები, ძირითადად, საკუთარი საზომით ზომავენ და სხვებს სათვალავშიც არ აგდებენ.
კოლტონი: გაიაზრეთ აუჩქარებლად, მაგრამ გაბედულად იმოქმედეთ. დაუთმეთ სულგრძელად, მაგრამ მყარად შეეწინააღმდეგეთ.
პასკალი: შევიცნოთ საკუთარი თავი. მართალია, ამ დროს ვერ შევიცნობთ ჭეშმარიტებას, სამაგიეროდ, მოვაწესრიგებთ საკუთარ ცხოვრებას.
სოკრატე: არ მეგულება კაცი, რომელიც გადარჩება, თუ ის უსამართლობას აღუდგება წინ. ვისაც სურს, რომ თუნდაც მცირე ხნით გადარჩეს, სამართლიანობის მქადაგებელი კერძო კაცად უნდა დარჩეს. საზოგადოებრივ სარბიელზე კი ფეხიც არ შედგას.
ჰელვეციუსი: ცდომილება მუდამ თავის თავს ეწინააღმდეგება, ჭეშმარიტება – არასოდეს.
მონტენი: ჭეშმარიტ სწავლულ ადამიანებს ისევე მოსდით, როგორც პურის თავთავებს: სანამ თავთავი ცარიელია, ამაყად და მაღლა სწევს თავს. როდესაც მწიფდება და მარცვლებით ივსება, იწყებენ მორცხვად თავის დახრას.
ლაროშფუკო: ძვალ-რბილში გამჯდარი საკუთარი სიამაყე, უფრო მძიმესა და აუტანელს ხდის სხვათა სიამაყეს.
გოლდსმითი: ჩვევად გამოვიმუშავე, არავის ვუთხრა საუბარზე უარი, ვისაც ამის სურვილი გააჩნია, რადგან თუ საუბარი კარგია, მე რაღაცას შევიძენ მისგან, ხოლო თუ ცუდი, შედეგიანი იქნება მსმენელისთვის.
ტოლსტოი: მაშინვე შეწყვიტე საუბარი, როგორც კი იგრძნობ, რომ ღიზიანდები შენ ან ის, ვისთანაც საუბრობ. უთქმელი სიტყვა ოქროა.
გაბრიელ ქიქოძე: ჯობია, კაცი უსწავლელი იყოს, სხვადასხვა მეცნიერება არ იცოდეს და საქმით კარგი იყოს, ვიდრე სწავლული და საქმით ცუდი.
კოლინზი: ბრიყვი იმის გამო განიცდის წარუმატებლობას, რომ რთული მარტივად ეჩვენება, ჭკვიანი კი იმიტომ, რომ მარტივი რთულად ეჩვენება.
რემარკი: ქალი ან უნდა გააღმერთო, ან მიატოვო, სხვა ყველაფერი სიყალბეა.