კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა მარხვის პერიოდში ალკოჰოლური სასმლის დალევა და თუ შეიძლება, რა რაოდენობით?

პასუხი: მარხვის პერიოდში, შაბათ-კვირას, შეგიძლიათ მიირთვათ სამი ჭიქა ღვინო.

კითხვა: რა სახის ცოდვას მიეწერება წყევლა და სრულდება თუ არა ის?

პასუხი: წყევლა ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. ის მრისხანების ცოდვაა. როცა ადამიანი იწყევლება, ბოროტი ძალის ნებას ასრულებს. თუ ჩვენს კეთილ სურვილებს უფალი შეისმენს, ბოროტს დემონიც უსმენს და ასრულებს. ამიტომ ხანდახან წყევლაც სრულდება და უნდა დაფიქრდეს ადამიანი, სანამ მოყვასს დაწყევლის. ჩვენთვის ტკივილის მომტან ადამიანზე უნდა ვილოცოთ, რათა მას გონება გაუნათოს ღმერთმა.

კითხვა: რა უნდა მოვიმოქმედოთ გამოუვალ მდგომარეობაში?

პასუხი: უპირველეს ყოვლისა, დადექით ლოცვად და შესთხოვეთ უფალს, რათა გაპოვნინოთ გამოსავალი. იკითხეთ წმინდა წერილი და წმინდა მამათა წიგნები – ისინი ძალიან ხშირად მიგვითითებენ გამოსავალზე. წადით აღსარებაზე და სთხოვეთ მოძღვარს რჩევა.

კითხვა: ჩემი დაბადების დღე ყოველთვის მარხვაში ემთხვევა. აქამდე ვარღვევდი მარხვას და აღვნიშნავდი. ვგრძნობ, რომ ეს არასწორია, შეიძლება თუ არა დაბადების დღე სხვა დღეს გადავიტანო?

პასუხი: მარხვის დროს დაბადების დღის აღნიშვნა სახსნილო კერძებითა და გადაჭარბებული ქეიფით არ შეიძლება. თუ ღვთის მფარველობა გნებავთ, მოემზადეთ ამ დღისთვის, თქვით აღსარება. ეზიარეთ, შემდეგ კი შეიკრიბეთ მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ვიწრო წრეში და სამარხვო კერძებით ზომიერად აღნიშნეთ დაბადების დღე.

скачать dle 11.3