კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო სტალინი სამეფო ოჯახის დახვრეტის წინააღმდეგი და რა უარყოფითი შედეგები მოიტანა ამ გადაწყვეტილებამ

სტალინს, რომელსაც ნამდვილად ვერ ვუწოდებდით ჰუმანისტს, პოლიტიკური პროცესების ხედვის, მათი წვდომის განსაცვიფრებელი უნარი ჰქონდა და თანაც, ამას მრავალი წლით ადრე განჭვრეტდა ხოლმე. სწორედ აქედან გამომდინარე დგამდა ნაბიჯებს. სტალინისთვის არც სიმკაცრე იყო გადაულახავი ბარიერი და საჭიროების შემთხვევაში, დათმობაც შეეძლო. ოღონდ დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს უკანდახევა შემდგომი წინსვლის საწინდარი გახდებოდა. ეს დოკუმენტი 1918 წლის 16 ივლისის, პოლიტბიუროს სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერია. ეს საიდუმლო სერობა მეფის ოჯახის ბედზე სამსჯავროდ შეიკრიბა იმ დღეს კრემლში. ზოგიერთი ჭორის თანახმად, რომელსაც ტროცკისტული ბლოკის დაქირავებული აგენტები ავრცელებდნენ, მეფის ოჯახის ამოწყვეტა სტალინს ბრალდება, რაც მტკნარი სიცრუეა. ამას ეს სტენოგრაფიული ჩანაწერიც აქარწყლებს. 1918 წლის 16 ივლისს, საღამოს 16 საათზე კრემლში პოლიტბიუროს დახურული სხდომა გაიმართა, რომელზეც ყველა წევრი არ ყოფილა მიწვეული. მას ესწრებოდნენ: ლენინი, სტალინი, ტროცკი, ორჯონიკიძე, კიროვი, სვერდლოვი, ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი, ტომსკი და კომისარი გოლოშჩოკინი. კომისარს სპეციალური მოხსენება უნდა წაეკითხა მეფის ოჯახის მდგომარეობის შესახებ და საერთოდ, მის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე. სხდომის სტენოგრამას ლენინის მდივანი, ელენა სტასოვა წერდა. სხდომა ლენინმა გახსნა და ორწუთიან გამოსვლაში აღნიშნა, რომ: „ამხანაგმა გოლოშჩოკინმა კომისარ ბელობოროდოვის საიდუმლო ტელეგრამა წარმოადგინა. იქ წერია, რომ ეკატერინბურგი 3 დღეში დაეცემა და შესაძლებელია, მეფის ოჯახი დაიხსნან, რაც ჩვენ ზედმეტ პრობლემას შეგვიქმნის“. შემდეგ სიტყვა გოლოშჩოკინმა აიღო, რომელმაც ფრონტებზე შექმნილ მდგომარეობაზე ილაპარაკა და დაასკვნა: უახლოეს დროში თეთრგვარდიელები ფრონტს გაარღვევენო და წინადადება შემოიტანა, პოლიტბიუროს მეფის ოჯახის დახვრეტის ბრძანება მიეღო. შემდეგ, ჯერ ტროცკი გამოვიდა, სიტყვით, რომელსაც ორჯონიკიძე და სვერდლოვი მოჰყვნენ და როდესაც დანარჩენებმა თავი შეიკავეს გამოსვლისგან, სიტყვა კვლავ ლენინმა აიღო – ეს საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. უდავო გახლდათ, რომ პოლიტბიურო დახვრეტის ვერდიქტს გამოიტანდა და უეცრად სტალინი წამოდგა ფეხზე. სიტყვა ითხოვა და დასტური მიიღო, დაიწყო: „ამხანაგებო, თავდაპირველად, ფრონტებზე შექმნილი მდგომარეობა მთლიანად სამხედრო საქმეთა კომისრის (ტროცკის) კისერზეა. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ეკატერინბურგში არცთუ ისე საგანგაშო მდგომარეობაა სამხედრო თვალსაზრისით. თუ მაინცდამაინც საჭიროება მოითხოვს, ჩვენ შეგვიძლია, იქ საგანგებო რაზმი გავგზავნოთ და მეფის ოჯახი აქეთ გადმოვიყვანოთ. უკიდურესი ზომების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს ჩვენს პოლიტიკურ კურსს დივიდენტებს არ შემატებს საერთაშორისო წრეებში და არც ისტორია გვაპატიებს ასეთ სისასტიკეს. მე გთხოვთ, ყველა კარგად დაფიქრდეთ, აწონ-დაწონოთ ეს წინადადება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. ვიმეორებ, მე მათი განადგურების სასტიკი წინააღმდეგი ვარ და ეს ნაბიჯი რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც კი, წინ დაუხვდება ჩვენს მემკვიდრეებს“. ტროცკიმ სტალინის ბოლო ფრაზაზე ირონიულად გაიღიმა და შხამიანი რეპლიკა ისროლა: „წლების წინ როგორ გეგმავთ მოვლენებს, როდესაც სიტუაცია ყოველ საათში იცვლება“, სტალინს პასუხი არ გაუცია და ლენინს შესვენება სთხოვა. შესვენება 19.00 საათზე გამოცხადდა და ლენინმა ყველას მოუწოდა, რომ ერთ საათში ისევ შეკრებილიყვნენ. ამასობაში, სტალინი ორჯონიკიძესა და კიროვს შეუერთდა, რომლებიც გაცხარებული საუბრობდნენ და მათთან ერთად გაემართა კრემლის ოვალური სასადილოსკენ. მოგვიანებით, სტალინის მდივანი, ბაჟანოვი ყვებოდა: „მე მოპირდაპირე მაგიდასთან ვიჯექი და თვალს არ ვაშორებდი სტალინის, კიროვისა და ორჯონიკიძის საუბარს. სტალინი მისთვის უჩვეულო ემოციურობით ლაპარაკობდა და რაღაცას უმტკიცებდა მათ. ისინი კი უხმოდ უსმენდნენ“. როგორც ეტყობა, სტალინმა ბოლომდე ვერ დაარწმუნა ისინი, მაგრამ კიროვსა და ორჯონიკიძეს დახვრეტის ვერდიქტზე ხელი არ მოუწერიათ და კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს. სხდომა ლენინის ნაცვლად ტროცკიმ განაახლა და ეტყობოდა, ეს შეთანხმებით მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლენინს არ სურდა, ამ სასტიკ პროექტს მისი სახელი დარქმეოდა. სინამდვილეში, ლენინის იდეა იყო მეფის ოჯახის ამოწყვეტა, რაც მისი შურისძიების პროგრამის ბოლო აკორდს წარმოადგენდა. როგორც ეტყობა, შესვენებაზე ტროცკიმ და ლენინმა მოქმედების ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს. მეორე სხდომაზე, რომელიც 6 საათს გაგრძელდა, ტროცკიმ შვიდჯერ აიღო სიტყვა, ლენინმა – ოთხჯერ, კამენევმა, ზინოვიევმა და ტომსკიმ – ორ-ორჯერ, ხოლო სტალინმა, რომელიც კვლავ ბოლოს გამოვიდა – მხოლოდ ერთხელ. უკვე ღამის პირველ საათზე, სხდომის მონაწილეები რომ დაიშალნენ და 3 საათზე ისევ შეიკრიბნენ, სხდომა კვლავ ტროცკიმ განაახლა. მან თქვა: „კომისარ ბელობოროდოვისგან რამდენიმე წუთის წინ ტელეგრამა მოვიდა, რომელსაც ახლავე წაგიკითხავთ“. მან ქაღალდი გაშალა და ტექსტის კითხვა დაიწყო: „თეთრგვარდიელთა ცალკეული შენაერთი ქალაქის მისადგომებთანაა და წუთი-წუთზე დამხმარე ძალა შეუერთდებათ. ჩვენ სისხლისგან ვიცლებით, უნარი აღარ შეგვწევს, მათი დაწოლა შევაჩეროთ. ნება დაგვრთეთ, საგანგებო ბრძანება შევასრულოთ“. საგანგებო ბრძანება მეფის ოჯახის ლიკვიდაციას ნიშნავდა, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვანილიყო სისრულეში. ყველა დუმდა, მათ შორის ტროცკიც და სტალინიც. ლენინი კი, რომელიც აქეთ-იქით იყურებოდა, წამოდგა და თქვა: „მეფე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაუვარდეს თეთრგვარდიელებს. ეს ჩვენს რევოლუციურ მონაპოვარს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. თქვენ პასუხისმგებლობა გაკისრიათ და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეთ“. ეს, ფაქტობრივად, მეფის ოჯახის წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა, რაც კენჭისყრაზეც აისახა. ათიდან შვიდმა სასიკვდილო განაჩენს მისცა ხმა, ორმა თავი შეიკავა და მხოლოდ სტალინი წავიდა წინააღმდეგი. კენჭისყრა ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო დასრულებული, რომ გოლოშჩოკინი შიფროგრამის ტექსტს გადასცემდა სააპარატოდან, რომელშიც ეწერა: „დაუყოვნებლივ მოიყვანეთ მოქმედებაში საგანგებო ბრძანება, რომელიც პოლიტბიურომ დაამტკიცა 17.07.1918“. სხდომის მონაწილეები რამდენიმე წუთში  დაიშალნენ და თავიანთ კაბინეტებსა და საცხოვრებელ ოთახებში წავიდ-წამოვიდნენ. სტალინის შესახებ კი ასე იხსენებდა ორჯონიკიძე: „სტალინი მძიმე ნაბიჯებით დადიოდა კაბინეტში და განუწყვეტლივ ეწეოდა. ოთახში საშინელი ბუღი დადგა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით, ფანჯრის გაღება არცერთს არ გაგვხსენებია. კობა შეჩერდა, ჩიბუხი პირიდან გამოიღო და თქვა: „ლენინი შეცდა, მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. ახლა ჩვენი შინა და გარე მტრები ერთი-ორად მოიმატებს. ჩვენ კი სასტიკი ბრძოლების გადატანა მოგვიწევს. დიდ მსხვერპლს უნდა ველოდოთ და ეს უშუალოდ, მისი და იმ დანარჩენების კისერზე იქნება, ვინც ეს უაზრობა გააფორმა. მათ ვერ შეუგნიათ, რომ სისხლი საუკუნეების ქარტეხილზე გადადის და სანამ სამაგიეროს არ მიიღებს, არ დაოკდება“. სტალინი მე მომმართავდა. მივხვდი, რომ ის სისხლის აღების დიდ მასშტაბებს გულისხმობდა, რაც სულ რამდენიმე კვირაში ისეთი სისასტიკით გაჩაღდა, რომ კიდით-კიდემდე მოიცვა ეს უზარმაზარი ქვეყანა“.

ორჯონიკიძე სამოქალაქო ომს გულისხმობდა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და რამდენჯერმე ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკაც მარცხის პირას დააყენა. იმხელა რკალი შეიქმნა მის გარშემო, რომ მისი დაცვა და გაძლება მხოლოდ და მხოლოდ მტკიცე ნებისყოფის ადამიანს შეეძლო, ისეთს, როგორიც სტალინი იყო. ტროცკი, ბუხარინი, კამენევი და თვით ლენინიც კი, იუდენიჩის შემოტევის წინ, უკან დახევას და პეტროგრადის დატოვებას აპირებდნენ. რომ არა სტალინის ურყევი ნება, პეტროგრადი დაეცემოდა, რასაც მთელი რუსეთის დაცემა, საბჭოთა ხელისუფლების დამარცხება და ბურჟუაზიის აღდგენა მოჰყვებოდა. ერთ-ერთ სამხედრო თათბირზე, რომელზეც ტროცკი სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებს განიხილავდა, მან პეტერბურგის დათმობის იდეა წამოაყენა. მას ლენინიც დაეთანხმა და სხვა წევრებიც მზად იყვნენ ამისთვის. ამ დროს სტალინი წამოიჭრა ფეხზე, რაც მისთვის უჩვეულო იყო და ძალზე უხეშად გააწყვეტინა სიტყვა ტროცკის: „გაიხსენეთ 17 ივლისი. იმდროინდელი ატმოსფერო და ამ გადასახედიდან შეხედეთ დღევანდელ სიტუაციას. მაშინ ეს დამღუპველი გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, შიდა ფრონტზე ბრძოლა მნიშვნელოვნად გაგვიადვილდებოდა. კარგი, რაც იყო, იყო... ამას უკვე ვეღარ ვუშველით, მაგრამ დღესაც რომ იმავეს იმეორებთ და კვლავ ისტორიის სასწორზე აგდებთ რევოლუციის ბედს, ეს უკვე კატასტროფის ტოლფასი შეიძლება, გახდეს. უკვე მეორედ მოგიწოდებთ, რომ მედგრად დავდგეთ და ვიმეორებ, მეორე შეცდომას უკვე ნამდვილად აღარ გვაპატიებს ისტორია. თუკი მაინც არ გაჭრის ჩემი არგუმენტები, რევოლუციური სამხედრო საბჭო მტკიცე პოზიციას დაიკავებს, მე პოლიტბიუროს დავტოვებ, ყველა თანამდებობიდან გადავდგები და რიგით მეომრად წავალ პეტროგრადის დასაცავად. დარწმუნებული ვარ,  მისი დაცემა რევოლუციური დროშის დაცემას გამოიწვევს, რაც ჩვენი კატასტროფით დასრულდება“. სტალინის ამ უჩვეულო, ემოციურმა სიტყვამ მონუსხა ძველი ბოლშევიკები და ყველამ ერთხმად მისცა ხმა პეტროგრადის დაცვას. ზინოვიევმა წინადადება შეიტანა, რომ ეს საქმე უშუალოდ სტალინისთვის ჩაებარებინათ და ტროცკისთვის სადავეები ჩამოერთმიათ. თუმცა, იმავდროულად, ტროცკი სამხედრო საქმეთა კომისრად რჩებოდა. ამ წინადადებას ყველამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი, მათ შორის, ტროცკიმაც და იქვე გადასცა ქალაქის დაცვის უფლებამოსილება. სულ რამდენიმე დღეში, ქალაქზე სასტიკი, მრავალმხრივი იერიში დაიწყო. მაგრამ, სტალინმა წარმატებით დაიცვა ქალაქი და რამდენიმე კვირაში საპასუხო იერიშზეც გადავიდა.

скачать dle 11.3