სიახლე “ისი პარისგან„ - VERSACE-ს ახალი სუნამო, რომელიც მამაკაცებს ატყვევებს
მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებიდან უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, მისი სახელი დღევანდელ დღემდე რჩება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად მოდის სამყაროში. არ არსებობს ადამიანი, ვინც არ ოცნებობს, სწორედ ამ დიზაინერის ბრენდის ერთი სამოსი მაინც ჰქონდეს გარდერობში.
უსაზღვრო ფანტაზიის, შეუდარებელი შარმისა და რა თქმა უნდა, ფორტუნას დამსახურება იყო, რომ უბრალო იტალიელი მკერავი, გახდა გასული საუკუნის მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი.
ვერსაჩეს არასდროს ეშინოდა თავის შემოქმედებაში ექსპერიმენტების და ამიტომაც, ოთხმოციან წლებში ის გახდა მსოფლიო მოდის ლიდერი.
უკიდეგანო ფანტაზია, სამხრეთული ტემპერამენტი, განუმეორებელი შარმი და ღიმილი – ეს ის ფაქტორებია, რამაც ჯანი ვერსაჩე ლეგენდად აქცია.
„VERSACE“ იტალიური ბრენდია. ამ ბრენდს აქვს ქალისა და მამაკაცის სუნამოების დიდი არჩევანი და საკმაოდ ბევრი მომხმარებელიც.
როგორც ხატია შამუგია ამბობს, კომპანია „ისი პარის“ გაყიდვებში, ყველაზე მეტი მოთხოვნა მამაკაცების კუთხით, სწორედ ამ ბრენდზე მოდის. ასევე, ის სასურველი სუნამოა ქალებისთვის და მოთხოვნა სიახლეებზე სულ უფრო იზრდება.
სუნამო „ეროსი“ ქალებისთვის ამ ბრენდის ერთ-ერთი სიახლეა, რომელიც მამაკაცებს ატყვევებს და სუსტი სქესის წარმომადგენლებს დახვეწილს, გაბედულს, თავისუფალს, ეროტიკულსა და ძლიერს ხდის. მისი არომატით ნებისმიერი მამაკაცი იხიბლება, გრძნობს სუსტი სქესის შინაგან სიძლიერეს და მის წინაშე უძლურია.
ასე რომ, „ისი პარი“ ყოველთვის გვანებივრებს სიახლეებით, განსაკუთრებით კი გაზაფხულზე, როცა ჰაერში ბუნებრივ სურნელთან ერთად, სასიამოვნო პარფიუმის სურნელიც ტრიალებს.