კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრავო, ბრავო და ბრავო სტუდია “გვირილას„!

ულამაზეს საქველმოქმედო პროექტ „დედაშვილობას” სტუდია „გვირილამ” „სითი კლაბში” უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ბავშვები ახალგორიდან და აფხაზეთიდან. საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერი იყო კომპანია „ორიფლეიმი” და კომპანია „კულა”, რომელმაც პატარებს გულები გაუხარა თავისი უგემრიელესი წვენებით. სტუდია „გვირილას” საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კომპანია „გრანტის” მიერ დამზადებულ საიუბილეო ტორტს, ანთებულს ულამაზესი ფოირვერკებით, ნამდვილი ფურორი მოჰყვა პატარების მხრიდან, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, გაესინჯათ უგემრიელესი საიუბილეო ტორტი, ბავშვებს ღიმილით ადევნებდა თვალს ნუგზარ კვაშალი, რომელმაც იხუმრა მათი გულისცემის სიხშირეზე, რაც უშუალო კავშირში იყო ნამცხვრის მოზღვავებულ სიყვარულთან. პატარებს ტკბილეულობით უმასპინძლა კომპანია „ჰარმონია პლუსმა”.   

საქველმოქმედო საღამოს დაესწრნენ საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეები: საღამოს უძღევებოდა მომღერალი ზურაბ კობეშავიძე. მსახიობი გიგო გამთენაძე, პროექტის ავტორი ნინო ჩიხლაძე.

ნინო ჩიხლაძე (პროექტის ავტორი): ანსამბლ „გვირილას” ბაზაზე დაფუძვნდა საბავშვო ჟურნალისტური სპიკერთა სკოლა. საღამოზე ბავშვებს ჰქონდათ კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება, მათი რესპონდენტები იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეები. რეპორტაჟები სპეციალურად მომზადდა საბავშვო თოქ-შოუსთვის „ნინიკოს ამბები”, რომელიც ყოველ შაბათს, 10:30 საათზე გადის პირდაპირი ეთერით ტელეკომპანია „ობიექტივზე”. 

თემურ წიკლაური: წლებია, ქალბატონი ერნა წიფურია ბავშვთა აღზრდისა და ხელოვნებაში ჩართვის საქმეს ემსახურება. ბრავო, ბრავო და ბრავო! ვაშას მეტი არაფერი მეთქმის! მას ბევრი წარმატებული ბავშვი ჰყავს აღზრდილი. ქალბატონი ერნა ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, აძლევს სიყვარულის საფუძველს, ასწავლის მას, რა არის მუსიკა. ამას რომ ბავშვი გაიგებს, ის კარგი გაიზრდება. 

ქალბატონი ერნა წიფურია (სტუდია „გვირილას” ხელმძღვანელი): ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამოდელო სააგენტო „ენსი” და სტუდია „გვირილას” ფილიალი ხაშურში, სტუდია „მულტი პულტი” (ხელმძღვანელი ია კაპანაძე), დიდი მადლობა მათ. ასევე, მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება მათ მიმართ, ვინც ჩვენი პატარების გვერდით იდგა ამ საქველმოქმედო საღამოს ორგანიზებაში!  

скачать dle 11.3