ხელოვნების სასახლეში, ფიროსმანის ნახატებთან ერთად, პიკასოს ორიგინალი ჩამოიტანეს
15 მარტს ხელოვნების სასახლეში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა. ეს კოლექცია თბილისში 1978 წლის შემდეგ პირველად იფინება. ფიროსმანის ორიგინალების გარდა, გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის, პაბლო რუის ი პიკასოს მიერ 1972 წელს შექმნილი ფიროსმანის უნიკალური გრაფიკული პორტრეტი.
პიკასოსა და ფიროსმანის ორიგინალების გარდა, ხელოვნების სასახლეში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ფიროსმანის პერსონალური გამოფენების აფიშები.
გამოფენა 7 აპრილამდე გაგრძელდება.