კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ნანა ნებიერიძეს უსიტყვოდ უგებს და როდის გაივლის ის წითელ ხალიჩაზე ჯონი დეპთან ერთად

ნიჭიერი და მომხიბვლელი ნანა ნებიერიძე, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და ეს ოცნება, გვიან, მაგრამ, მაინც აიხდინა. თუ რა შემოთავაზებები აქვს მას კინოს სამყაროდან, როდის გაივლის წითელ ხალიჩაზე ჯონი დეპთან ერთად და რატომ უყვარს საკუთარი ნატურალური სახის კანი, ამაზე თავად გესაუბრებათ.

– ნანა, საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი იყავი, თუმცა, არ გეწყინოს და,  ცნობადი და პოპულარული, მას შემდეგ გახდი, რაც სატელევიზიო შოუებში გამოჩნდი. ხომ მეთანხმები?

– ოცდახუთი წელი ვიყავი სპორტსმენი და ცურვაში ევროპის ჩემპიონიც კი გავხდი. თუმცა, გული მტკივა რომ, ამ სფეროდან ნაკლებად მიცნობდა ხალხი და ჩემმა ერთმა გამოჩენამ ტელეეკრანზე, ცნობადი გამხადა. ბავშვობიდან, სულ მინდოდა სცენაზე დგომა. მიყვარდა, ცეკვა, სიმღერა... ავიღებდი ყუთს, დავიჭერდი ხელში, გამოვყოფდი თავს და ვიწყებდი ლაპარაკს: გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას, რომლის წამყვანიც მე, ნანა ნებიერიძე გახლავართ- მეთქი (იცინის). ასე რომ, ჩემი მედლის მეორე მხარე, როცა სპორტს მივდევდი, არ ჩანდა. დავდექი სცენაზე და, გამოჩნდა. ამით, ჩემი შინაგანი სამყარო უფრო მეტად წარმოვაჩინე. სცენაზე დგომა ჩემი ოცნება იყო, სულ მინდოდა. ეს ოცნება, მართალია, გვიან, მაგრამ მაინც ავიხდინე. ვხუმრობ ხოლმე, რაც ამდენი ხანი ვერ მოვახერხე, ახლა ვცდილობ იმის კომპენსირებას-მეთქი (იცინის). არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ასაკში აიხდენ ოცნებას. მთავარია, შინაგანად მოინდომო და ყველაფერი გამოვა. ალბათ, ამდენი წელი, ჩემს დროს ველოდი და მოვიდა კიდეც (იცინის). „ცეკვავენ ვარსკვლავებმა” ჩემი შინაგანი სურვილები, უსიტყვოდ, ცეკვით აამეტყველა. მეწყვილე ლევან ახვლედიანი კი ჩემი ოჯახის წევრი და უსაყვარლესი ადამიანი გახდა. ლევანი ჩემი უცვლელი პარტნიორი და მეგობარია. როცა მასთან ვცეკვავ, უსიტყვოდ ხვდება რა მინდა, ლაპარაკის გარეშე ვსაუბრობთ. 

– სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩნდი. შემოთავაზება რომ მიიღე, რა რეაქცია გქონდა? ბევრი იფიქრე თუ მაშინვე დათანხმდი?

– ამ სერიალს, რეგულარულად ვერ ვუყურებდი. როცა დრო მქონდა, მაშინ ვადევნებდი თვალს და მომწონდა. მაგრამ, მე თუ აღმოვჩნდებოდი იქ, არ მეგონა (იცინის). რომ შემომთავაზეს მონაწილეობა, გაოცებული დავრჩი. ჯერ ვიფიქრე, ხომ არ ეშლებათ ნომერი, მე მსახიობობასთან რა კავშირი მაქვს-მეთქი. მაგრამ, რომ ამიხსნეს, რა როლს მთავაზობდნენ, ბევრი არ მიფიქრია. თავიდან, ვერ მივხვდი, სად იყო ჩემი ადგილი, მაგრამ სცენარი რომ წავიკითხე, ლალას მეგობრობაზე უარს როგორ ვიტყოდი? მართალია, სერიალი ჩემთვის ახალი ხილია, მაგრამ მომწონს ამ გუნდთან მუშაობა. პირველი ორი სერია, უსახელო მსახიობი ვიყავი. დღეს კი ნინკა მქვია. ნინკა რაღაცით მგავს – მეგობრულია, ერთგული, მოსიყვარულე, იცის გვერდში დგომა. არ მიწევს თამაში, როგორიც ვარ ცხოვრებაში, ზუსტად ისეთ გმირს ვანსახიერებ. მიყვარს სიახლეები და სიურპრიზები. ეს ცხოვრებას მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. 

– სერიალში ერთგული მეგობრის როლი გაქვს. ცხოვრებაში რამდენად გაგიმართლა ამ მხრივ?

– სერიალისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში, მეგობრებმა ძალიან მატკინეს გული. მაგრამ, რას ვიზამთ. ეს ცხოვრებაა და ამას ვერ გავექცევით. მადლობა ღმერთს, არსებობენ ჩემს გვერდით სანდო და გულღია ადამიანებიც. 

– ნანა, ქალური ბედნიერებისთვის საჭიროა  გვერდით გყავდეთ საყვარელი მეორე ნახევარი...

– ქალისთვის მეორე ნახევარი აუცილებელია. შემდგარი ქალი სამი კომპონენტისგან შედგება –  მეორე ნახევარი, შვილი და საყვარელი საქმე. აი, ამაშია ქალის მთავარი ბედნიერების გასაღები. წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებ საყვარელი კაცის გვერდით, მიდიხარ და აკეთებ საქმეს, რაც შენ გსიამოვნებს. სახლში დაბრუნებულს კი კარს საყვარელი შვილი გიღებს. ამაზე დიდი ბედნეირება არ არსებობს. ეს არის, ქალისთვის შემდგარი ბედნიერება.

– ასეთი შემდგარი ბედნირება შენ გაქვს?

– დიახ, რადგან მყავს საყვარელი მამაკაცი, მაქვს საყვარელი საქმე და მყავს შვილი. ამასთან ერთად, მშობლები, უსაყვარლესი შვილიშვილი და ჩემი ცუგა მაილო. მე ბედნიერი ვარ და ამ ბედნიერებისთვის, ბევრ რამეზე თვალი დავხუჭე, ბევრი ვითმინე და ვიშრომე. ყოველწუთიერი მუშაობა თუ შეგიძლია ადამიანს საკუთარ თავზე, ყველა სურვილს აიხდენ. რასაკვირველია, წარუმატებელი დღეებიც მქონდა ცხოვრებაში, როცა დეპრესიული ვხდებოდი. სულ კარგად და წარმატებული ვერ იქნები. თუმცა, ვისწავლე ჩემს თავზე მუშაობა და საკუთარი თავის კარგი ფსიქოლოგიც გავხდი. სხვათა შორის, დავაკვირდი და, ბოლო დროს, ცოტა სენტიმენტალური გავხდი. თუ არაადამიანურობას ვაწყდები, ვტირი. ასე გამოვხატავ შინაგან პროტესტს. 

– ამბობენ, ადამიანი ასაკში რომ შედის, ცხოვრებისეული გამოცდილება თავად კარნახობს გზას, რომელიც მისთვის წარმატების მომტანია და მთავარია, ის სწორად დაინახოო. ეთანხმები ამას?

– ძალიან ვბრაზდები, როცა ასაკზე საუბრობენ (იცინის). მეკითხებიან, რა შეიცვალა შენში ბებია რომ გახდიო. რა უნდა შეცვლილიყო, ქსოვა უნდა მესწავლა, „კაჩალკაზე” დავმჯდარიყავი და პლედი გადამეფარებინა? უბრალოდ, გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი უსაყვარლესი ადამიანი. მისმა მოვლინებამ უფრო მონდომებული, ენერგიული და წინდახედული გამხადა, პასუხისმგებლობა მომემატა. რომ ვაკვირდები სამი თვის ალექსანდრეს, ვხვდები, რომ ეს ჩემი ოცნების მამაკაცია (იცინის). სულ მინდოდა, ბიჭი მყოლოდა და ჩემმა შვილმა ეს ოცნებაც ამიხდინა. მის გამო, ორმაგად მიხარია სახლში მისვლა. ყველა პრობლემას მავიწყებს და პოზიტივით მავსებს. ასე რომ, თუ გარეგნობიდან ვიმსჯელებთ, ჩემთვის ბებიობა კომპლიმენტია. მწყინს,  რომ ვიგებ, თითქოს პლასტიკური ოპერაციები მაქვს გაკეთებული და ამიტომ გამოვიყურები ახალგაზრდად. ჩემი გარეგნობა ჯანსაღი ცხოვრების წესის და გენეტიკის დამსახურებაა. მე მირჩევნია ჩემი ნამდვილი და მოვლილი ნაოჭი, ვიდრე ხელოვნური, პლასტმასის სახე. 

– გავიგე, ახალი შემოთავაზება გაქვს, კერძოდ, ფილმში გთავაზობენ სერიოზულ როლს. რა ფილმია ეს და რა როლი გექნება?

– ჯერჯერობით, არ ვიცი ზუსტად რა როლი მექნება. თუმცა, შემოთავაზება არის. ახალი ფსიქოდრამა უნდა გადაიღონ. ქასთინგი გავიარე და დამამტკიცეს. ხანდახან წარმოვიდგენ, რომ ფილმში გადამიღეს. ეს ფილმი კი „ოსკარზე” წარადგინეს და მე წითელ ხალიჩაზე მივაბიჯებ (იცინის). 

– მაინც, რომელ მსახიობთან ერთად ინატრებდი წითელ ხალიჩაზე გავლას?

– ჯონი დეპთან ერთად ვითამაშებდი რომანტიკულ დრამას და მერე, მასთან ერთად, ხელჩაკიდებული, წითელ კაბაში, გავივლიდი წითელ ხალიჩაზე. რომ წარმოვიდგენ, ჯონი დეპთან ერთად თავს სასიყვარულო, რომანტიკულ  ფილმში, ვგიჟდები (იცინის). ჰოლივუდის შანსს არ გავუშვებდი ხელიდან. ჯონი დეპთან, როგორც ჩემი ოცნების მამაკაცთან, რომანტიკულ სცენას ვითამაშებ, თორემ საყვარელი მამაკაცი რეალურ ცხოვრებაში გვერდით მყავს.

скачать dle 11.3