კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აკურთხეს ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის – იბოს მეფე თბილისში და ვინ არის ნიგერიის ქართველი დედოფალი

სიმართლე გითხრათ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ თბილისში ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის, იბოს მეფეს გავიცნობდი და მასთან ინტერვიუს ქართულ ენაზე ჩავწერდი. არინზე-რიჩარდ ოგბუნუჯუ, საქართველოში უკვე ოცდახუთი წელია, ცხოვრობს და მეფეთაც აქ აკურთხეს. მისი ქართველი მეუღლე, ხათუნა კი ამბობს, რომ რიჩარდი, ქართველი მამაკაცებისგან არაფრით განსხვავდება. მან აფრიკული ზღაპარი რეალურად აუხდინა და ნიგერიული ტრადიციებიც ძალიან ჰგავს ქართულს. 

არინზე-რიჩარდ ოგბუნუჯუ: საქართველო სად იყო საერთოდ არ ვიცოდი. 1996 წელს, თურქეთში გახლდით და მეგობარმა მითხრა, აქვე არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ლამაზია და კარგი ხალხი ცხოვრობსო. გადავწყვიტე, ჩემი თვალით მენახა და ჩამოვედი. სიმართლე გითხრათ, თავიდან, ვერ მოვიხიბლე და არ მომეწონა. შემოდგომის ბოლო ოყო და ხეებზე ერთი ფოთოლოც კი არ იყო შემორჩენილი. მე კი, აფრიკაში, ისეთი ბუნება მაქვს ნანახი, ვიფიქრე, ეს სად მოვხვდი, ამას აქებდნენ-მეთქი? (იცინის) აი, ხალხი რომ გავიცანი და გაზაფხულდა, ძალიან მომეწონა საქართველო და ვთქვი, აქ ვიცხოვრებ-მეთქი. მაშინ, ენაც არ მესმოდა, ახლა კი ქართულად კარგად ვლაპარაკობ. ვხუმრობ ხოლმე, ტურისტად ჩამოვედი და 20 წელი დავრჩი, ძალიან გამიგრძელდა ტურისტული ვიზიტი მეთქი (იცინის). ჩვენს ხალხს უყვარს ვაჭრობა და ბიზნესი ბევრ ქვეყანაში აქვთ. მეც, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაქვს ბიზნესი. თუმცა, საქართველოს და ნიგერიის გარდა, ვერსად ვიცხოვრებ. სადაც მშვიდად ვგრძნობ თავს, იქ მირჩევნია ცხოვრება. ძალიან მიყვარს ქართული ღვინო და მწვადი. აფრიკაში კი ჩემი ბუნება და ჰაერი მენატრება ხშირად. 

– პირად საუბარში მითხარით, ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს ძალიან გვანან და ამიტომაც გადავწყვიტე, აქ დარჩენა და ცხოვრებაო. მაინც, რა გვაქვს საერთო?

– ძალიან ბევრი რამ გვაქვს აფრიკელებს და ქართველებს საერთო. მაგალითად, მეგობრობა, სტუმართმოყვარეობა, გვერდით დგომა და ყანწი (იცინის). მოკლედ, ტრადიციებით ძალიან ვგავართ. ყანწით რომ შემომთავაზეს ღვინის დალევა საქართველოში, თავი აფრიკაში მეგონა. ჩვენთან ღვინოს მხოლოდ ცხოველის რქისგან მივირთმევთ. მეც, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც სიყვარულს და მეგობრობას ძალიან აფასებენ. ქართველებისგანაც იგივე ვიგრძენი და ამიტომაც არის, ამდენი ხანი რომ დავრჩი. აქ ოჯახი მყავს – ცოლი, ხათუნა და სამი შვილი. ჩემი შვილები აქ სწავლობენ და ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავთ. რასაკვირველია, მოვა დრო და დავბრუნდებით ჩვენს სამშობლოში, მაგრამ ჯერ აქ ვცხოვრობთ და ბედს არ ვუჩივით. მე ნამდვილი სიყვარული საქართველოში აღმოვაჩინე, მის გვერდით ბედნიერად  ვცხოვრობ. ჩემს შვილებს უვლის, ოჯახს კარგად უძღვება და ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ თავის დროზე საქართველოში დავდგი ფეხი. 

– ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის, იბოს მეფე ხართ. ხათუნა, თქვენი მეუღლე კი, დედოფლად აკურთხეს. როგორც ვიცი, მეფედ კურთხევის ცერემონია თბილისში მოხდა. ასე რატომ გადაწყვიტეთ?

– მე რომ მეფე ვარ, ეს ღმერთის ნებაა. ხოლო, რაც შეეხება მეფედ კურთხევას, აფრიკიდან იყვნენ, საკმაოდ პატივსაცემი ადამიანები, იბოს კუთხიდან ჩამოსულები და მთელი ტრადიციების დაცვით ჩატარდა ცერემონია ანუ ინაუგურაცია. ნიგერიაში ბევრი კუთხეა და ყველას თავისი მეფე ჰყავს, რომელიც განაგებს და ხალხიც მას ემორჩილება. ინაუგურაციაზეც იყვნენ ამ კუთხეების მეფეები ჩამოსულები. მე ქრისტიანი ვარ და ამის გამოც არ მიჭირს ქრისტიანულ მიწაზე ცხოვრება. სხვათა შორის, თბილისში ბევრი იბოელი ცხოვრობს და მათთან კავშირი მაქვს. მოდიან, მეკითხებიან, ვეხმარები. ვინც აქ არის აფრიკიდან ჩამოსული და სწავლობს, სამშობლოში რომ დაბრუნდებიან, მათი უმეტესობა, აქ მიღებული ცოდნით, აფრიკის ლიდერი გახდება. ამას ყველგან ხმამაღლა ვამბობ, რომ საქართველო ზრდის აფრიკის მომავალ ლიდერებს და ეს ფაქტია. მე, იბოს ტრადიციების და კულტურის მთავარი დამცველი ვარ. სასაცილო იცით რა არის? რომ მეკითხებიან, რამდენი წლის ხარო, ვპასუხობ, ორის-მეთქი და იცინიან. ჰგონიათ ვერ გავიგე კითხვა და შეცდომით ვუპასუხე. არადა, მართლა ორი წლის ვარ.

– ეს როგორ?

– ჩვენ, მეფეთ კურთხევის შემდგომ წლებს ვითვლით და რადგან ორი წელია, მეფეთ მაკურთხეს, გამოდის ორი წლის ვარ, აი, ასე! ჩემს კუთხეში არ შეიძლება ნათესავმა ნათესავი მოიყვანოს ცოლად, ლხინი, ჭირი, სტუმრის მიღება, ქეიფი, ზუსტად ისე ხდება როგორც თქვენთან, საქართველოში. ქართველი და აფრიკელი მამაკაცის ბუნებაც კი, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, იდენტური ხასიათი გვაქვს.

– რაში გამოიხატება ეს იდენტურობა?

– იმაში, რომ მამაკაცი უნდა იყოს ოჯახის უფროსი, ევალება ცოლ-შვილის რჩენა, მზრუნველობა და მათი დაცვა. მამაკაცის სიტყვას დიდი ძალა აქვს. თუმცა, აფრიკელი მამაკაცი, ბაზარში და მაღაზიაში არ წავა. ცოლს მისცემს ფულს და მას გააგზავნის. აი, ეს განსხვავება არის მხოლოდ. 

ხათუნა ოგბუნუჯუ: რიჩარდი წვეულებაზე გავიცანი და თავისი ქცევით მიიქცია ყურადღება. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მისი ცოლი გავხდებოდი. დღეს კი სამ შვილს ვზრდით და საკმაოდ კარგი და მზრუნველი ქმარია, საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ მეფის გვერდით ვცხოვრობ (იცინის). მართალია, რიჩარდი ნიგერიელია, მაგრამ ნამდვილი ქართული ხასიათი აქვს. მე და რიჩარდმა რომ გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება, ქორწილი არ გვქონია და ინაუგურაციაზე, დედოფალი რომ გავხდი, მერე მოვაწერეთ ხელი. 

რიჩარდი: ბევრი ჩვენს ურთიერთობას სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ, დამიჯერეთ, ეროვნებას და კანის ფერს არ აქვს ურთიერთობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია, ადამიანობა. მე, საქართველოში მეფურად არ ვცხოვრობ, ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც სხვაა – ყოველდღიური პრობლემებით, სიხარულით და ტკივილით. ქართული ენაც თბილისის ქუჩებში ვისწავლე. „კარენოი” არა, თორემ ისე თბილისელი ვარ, ჩამოსული თბილისელი (იცინის). 

ხათუნა: ყოველდღიურ ცხოვრებაში, რიჩარდს ჩვეულებრივი სამოსი აცვია და ვერავინ ხვდება, რომ მეფეა. არც უყვარს ამის აფიშირება. უნდა ნახოთ, მეზობლებთან როგორი ურთიერთობა აქვს – ნაღდი თბილისური. ძალიან თავმდაბალია, კარგი ქმარი და გადასარევი მამა. ვერ უარვყოფ, ქუჩაში ყურადღებას ვიპყრობთ.

რიჩარდი: ვფიქრობ, გარეგნობა მიწყობს ხელს, რომ ქართველი გოგონების ყურადღება მივიქციო (იცინის). თუმცა, ჩემი ოჯახი, ცოლი და ტრადიცია, ჩემთვის ყველაზე მთავარია. მე ვენდობი ცოლს და ის მე. ეს არის მთავარი ჩვენს ურთიერთობაში. სხვათა შორის, სულ პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში, ქუჩაში ვიდექი და ქართველი, ძველი ბიჭები ამიშარდნენ. პოლიციამ, რადგან უცხოელი ვიყავი, მე მომკიდა ხელი და განყოფილებაში წამიყვანა. მაშინ, მომღერალ თიკა ჯამბურიას მამა იყო იმ უბნის პოლიციის უფროსი. რომ გაერკვა სიტუაციაში და მიხვდა, არ ვიყავი დამნაშავე, გამომიშვა. თავის სახლშიც დამპატიჟა და ამ დღის მერე დავმეგობრდით. როგორც მამა, ისე მპატრონობდა. დღეს, მიმაჩნია, რომ ის ჩემი ქართველი მამაა და თიკა კი – ჩემი ნახევარდა. ყველგან ვამბობ, მე აფრიკელი ქართველი ვარ-მეთქი და ეს, მართლაც ასეა. მე ახლა ვაპირებ ჩემს ქვეყანაში წასვლას, იბოს კრება უნდა გაიმართოს და იქ, აუცილებლად უნდა ვიყო. ხათუნა კი ჯერ არ ყოფილა აფრიკაში. ელოდებიან იბოში ქართველ დედოფალს. 

ხათუნა: ბავშვობაში აფრიკული ზღაპრების წიგნი მქონდა. იმას რომ ვკითხულობდი, თავი, პატარა, აფრიკელი პრონცესა მეგონა. გავიდა წლები და, რიჩარდის სახით, დიდი სიყვარული ვიპოვე. მან კი აფრიკული ზღაპრები, რეალურად ამიხდინა. ჩვენ, საქართველოში, აფრიკულ ზღაპარში ვცხოვრობთ.

скачать dle 11.3