კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი

გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე! 

 

სისხლი სიცოცხლის საწყისია, დონაცია კი, როცა ჯანმრთელი ადამიანი საკუთარ სისხლს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გასცემს  – კეთილი და საპატიო საქმე. 

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სისხლის ბანკია. დღევანდელი მონაცემებით ბანკს საერთო ბაზრის 46 პროცენტი უკავია. 2010 წელს, როდესაც ნატალია კვანტალიანმა საქართველოში ყველაზე ძველი, სისხლის ცენტრალური ბანკის  აღორძინება გადაწყვიტა და ამ საქმეს ჩაუდგა სათავეში, მან ძველი ამორტიზებული და დანგრევის პირას მყოფი  ცენტრის ბაზაზე ფეშენებელური, უახლესი სტანდარტის შესაბამისი სისხლის ბანკი შექმნა. 

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკში ფუნქციონირებს ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა თანამედროვე ლაბორატორიით, სადაც  კლინიკური, სეროლოგიური, იმუნოლოგიური, ბიოქიმიური და ბაქტეროლოგიური გამოკვლევები უახლესი ევროპული აპარატურითა და სტანდარტით ტარდება. აქ მკაცრად არის დაცული დონორის კონფიდენციალურობა. ცენტრში მისული დონორებისთვის ტარდება უფასო გამოკვლევები: სისხლის ჯგუფის, რეზუს-კუთვნილებისა და რეზუს-ფენოტიპის  განსაზღვრა, ჰემოგლობინის შემადგენლობის განსაზღვრა; გამოკვლევები ანტისხეულებზე; ჰეპატიტ-ვირუსების მარკერებზე და ასე შემდეგ; ასევე, ათაშანგის სეროლოგიური გამოკვლევები.  

   ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან კლინიკებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. როგორც სამედიცინო საზოგადოებას, ისე რიგით მოქალაქეებს, ამ ცენტრის მიმართ  განსაკუთრებული ნდობა აქვთ, რაც წლების განმავლობაში გაწეული შრომისა და ჰუმანური დამოკიდებულების შედეგია. ბაზარზე სისხლის გაძვირების მიუხედავად, ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკი მომხმარებელს კიდევ უფრო დაბალ ფასს სთავაზობს: ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი ერთადერთი ბანკია, სადაც გაიცემა ყველაზე მაღალი  კომპენსაცია კვებაზე – 40 ლარი, თუმცა თვეში ერთხელ, აქციის დროს კომპენსაცია შეადგენს 50 ლარს. გაიზარდა დონორთა რიცხვი:  თუ 2009  წელს ბანკს რვა ათასამდე დონორი ჰყავდა, ეს რიცხვი დღეს უკვე გაორმაგებულია და დონორთა რაოდენობა 16 ათასს აჭარბებს.   2015 წლის თებერვალში ბანკმა მიიღო  დონორების მაქსიმალური რაოდენობა – 2 195, მაშინ, როდესაც დონაციის საშუალო მაჩვენებელი თვეში არის 1 200. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა უანგარო დონორთა რიცხვი.  

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში ამ მიმართულების ლიდერია. ცენტრს აქვს ფილიალი მეტრო „სამას არაგველთან”,  უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია ფილიალების  გახსნა გლდანსა და ვარკეთილში; ასევე, რეგიონებში, კერძოდ, სამტრედიაში, სადაც მოხდება როგორც სისხლის მიღება, ასევე, რეალიზაცია. შესაბამისად, დასავლეთ საქართველო მიიღებს უმაღლესი ხარისხის აპარატურით დამზადებულ სისხლსა და მის კომპონენტებს.

ნატალია კვანტალიანის  სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო აქციებში და გასულ წელს  არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. იქ, სადაც  არ  არის სისხლი, არ არის სიცოცხლე. 

გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე! 

გახდი დონორი – მიიღე ფინანსური სარგებელი! 

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე:

2 14 51 51; 2 18 88 85. 

მისამართი: ქავთარაძის ქუჩა ¹21ა  

დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე“: 

ვებ-გვერდი: nkcbloodbank. com 

скачать dle 11.3