როგორ უნდა დაიბრუნონ ქალბატონებმა სრულფასოვანი ინტიმური ცხოვრების შესაძლებლობა
ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრი ზრუნავს საკუთარი პაციენტების ჯანმრთელობასა და კომფორტზე.
სწორედ ამ მიზნით, ცენტრში დაინერგა ახალი სტანდარტი გინეკოლოგიაში – „ექშენ ფეთით ლეიდი” – უსაფრთხო და საიმედო ტექნოლოგია. ვაგინალური კორექციის ინოვაციური სტანდარტი – სრულიად ახალი სიტყვა გინეკოლოგიაში.
რას წარმოადგენს „ექშენ ფეთით ლეიდი” – ეს არის ყველაზე სრულყოფილი, მრავალფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ლაზერული სისტემა, რომელიც გამოიყენება ინტიმურ პლასტიკასა და შარდის სტრესული შეუკავებლობის სამკურნალოდ.
რას ნიშნავს ინტიმური პლასტიკა, ანუ ვაგინალური გაახალგაზრდავება
დაბერების პროცესი მხოლოდ სახეზე არ აისახება. ანალოგიურ პროცესებს აქვს ადგილი ვაგინალური ქსოვილების არეში. კოლაგენის ბოჭკოები ელასტიკურობას მშობიარობის შემდგომაც კარგავს. ჩნდება ბევრი ისეთი პრობლემა, როგორიც არის: ლიბიდოს დაქვეითება, ატროფიული ვაგინიტი, საშოს კედლების დაწევა. შარდის სტრესული შეუკავებლობა, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.
ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრში პრობლემები გადაიჭრება კომფორტული, ამბულატორიული მანიპულაციით, რომელიც არ საჭიროებს ანესთეზიას.
შედეგი – პირველივე სეანსის შემდეგ და ნარჩუნდება ხანგრძლივი დროით.
„ფეთით ლეიდი” მსოფლიოს წამყვანი გინეკოლოგების მიერ აღიარებულია საუკეთესო მეთოდად.
არაინვაზიური, უსისხლო და უმტკივნეულო გინეკოლოგია ბევრ ქალბატონს დაუბრუნებს სრულფასოვანი ინტიმური ცხოვრების შესაძლებლობას. ცენტრში ასევე მიიღებთ ყველა სახის კვალიფიციურ გინეკოლოგიურ მომსახურებას.