კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბოზბაში თუ ჩიხირთმა?!

როცა სიყვარული კლავს

ისე მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო დროს პრორუსული ორიენტაციის ძალები გააქტიურდნენ, თუმცა ჯერჯერობით – მხოლოდ სოციალურ ქსელში. ამის პარალელურად, გაძლიერდა მედასავლეთეთა შეშფოთებული მოწოდებებიც, რომ ქვეყნის პოლიტორიენტაცია საფრთხეშია. მაგრამ, თუ მერუსეთეთა მცირე რაოდენობას გავიხსენებთ (ანუ ისეც არ წვიმს, როგორც ქუხს), მედასავლეთეთა გადამეტებული რეაქცია მხოლოდ წონას თუ უმატებს რუსეთის მოტრფიალეებს.

ერთი სიტყვით, რადგან რეფერენდუმით საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ გული „ნატოს“ აჩუქა, ევროკავშირთან კი უკვე ასოცირების შეთანხმებაც გავაფორმეთ, ხოლო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, მეტიც – ლამის მიიერთა უკვე რფ-მ ეს ჩვენი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, სრულიად გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვენ მერუსეთეები დიდ რუსეთთან ჩახუტებას?!

ხოლო, ვინაიდან მერუსეთეთა გულიც, სავარაუდოდ, ისეთივე ბნელია, როგორიც ლუარსაბ თათქარიძის ეზო, ჩვენ ამ სიყვარულს ვერ გავუგებთ – . თუმცა, რადგან ჩვენი მედია პოლიტორიენტაციისა და უსაფრთხოების თემაზე მხოლოდ ზედაპირული სიუჟეტებით კმაყოფილდება, დანარჩენი საზოგადოება კი – ძირითადად, ერთმანეთის ლანძღვითაა გართული, ანუ მსჯელობისას წამყვანი კვლავ ეს ჩვენი დამღუპველი ემოციებია, ამ ეტაპზე იქნებ ლუარსაბისა და დარეჯანის დილემა მაინც გადაგვეჭრა და, სანამ „ნატოს“ ღია კარში შეგვიშვებენ, ჩიხირთმასა და ბოზბაშს შორის არჩევანი მაინც გავეკეთებინა?! – 

скачать dle 11.3