ბუნება მბრძანებელია
„დამყპრობელი“ – თხილი
გასულ კვირას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო კონსორციუმ OXFAM-ისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის ELKANA-ს ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით დისკუსია გაიმართა, არცთუ მოკლე სათაურით: კერძო სექტორის (გადამმუშავებელი, პროდუქციის შემსყიდველები, ფინანსური ინსტიტუტები, სადაზღვეო კომპანიები) და მცირე ფერმერების თანამშრომლობა.
იმ დისკუსიისას შევიტყვეთ, რომ შოკოლადების მწამროებელი ცნობილი „ფერერო“, რომელსაც ჩვენს სამშობლოში „აგრიჯორჯია“ წარმოადგენს და რომელიც სამეგრელოში თხილის პლანტაციებსაც ფლობს, დიდ იმედებს ამყარებს ამ ჩვენს თხილზე.
სახელდობრ, კომპანიის დირექტორმა დენიელ გონსალეს დელაჩამ ბრძანა, რომ „თხილის წარმოებაში საქართველო ძალიან მალე თურქეთის კონკურენტი გახდება“, თუმცა იქვე არც საკუთარი დამსახურება დაივიწყა: „საქართველოში 2007 წელს ჩამოვედით. მაშინ აქ თხილის წარმოების ტექნოლოგია არ არსებობდა, ამიტომ შევქმენით „თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“ და დავიწყეთ ფერმერების გადამზადება. თანდათან ფერმერებმა შეიძინეს ცოდნა, ფერმერებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და გადავეცით ჩვენი „ნოუ ჰაუ“. არავის წარმოედგინა (ნუთუ გონებაჩლუნგების შთაბეჭდილებას ვტოვებდით?!), რომ ქართველი ფერმერები წარმატებას მიაღწევდნენ, მაგრამ მათ ეს შეძლეს.“
მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ჩვენმა თხილმა მსოფლიო ბაზარი დაიპყროს და, თუნდაც ის დაიბრალოს ზემონახსენებმა ბ-მა დენიელ გონსალეს დელაჩამ, თვით საცივის გაკეთებაც კი ჩვენგან ისწავლესო. –