კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი“

ღირსი თომა ბითვინიაში დაიბადა. მონაზვნური ცხოვრება მან სიყრმიდანვე შეიყვარა და, როცა სრულყოფილებას მიაღწია, მახლობელ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარი ერთი ღვთივსულიერი ბერის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა. ღირსი თომა ცდილობდა, სრულიად მოეკვეთა საკუთარი ნება და სწრაფად წარემატებოდა სათნოებებში. გარდა ამისა, იგი წიგნიერებითა და წმიდა წერილში ჩახედულობითაც გამოირჩეოდა. როცა ბიზანტიელმა დიდებულმა ჰალოლიქტმა მდინარე სოღარისის ნაპირას მონასტერი დააარსა, საძმომ უკვე გამოცდილი ბერი თომა ახალი საძმოს წინამძღვრად აირჩია. მალე, ეშმაკის მანქანებით, საძმოში შფოთი ატყდა. თავმდაბალმა თომამ, რომელიც ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მონასტერი დატოვა და უდაბნოში დამკვიდრდა. აქ იგი დაუდუმებლად ლოცულობდა და სუსხსა და პაპანაქებას მოთმინებით იტანდა. წმიდა მოსაგრეს თანდათან ერისკაცებმა მიაშურეს, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძვანელობით შესდგომოდნენ მონაზვნურ ღვაწლს. ასე დაარსდა მონასტერი, რომლის წინამძღვრადაც ღირსი თომა დადგინდა. მაშინ ბოროტმა წმიდანს ახალი განსაცდელი დაატეხა: თომას კოღოების გუნდი დაესია, რომლებიც გამუდმებით თავს ეხვეოდნენ, ხან თვალებს უვსებდნენ, ხან პირს და წმიდანს სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევნენ. ამგვარმა უბედობამ სამ წელიწადს გასტანა, მაგრამ თომა არ წუწუნებდა, არც დრტვინავდა – იგი გამუდმებით ჰმადლობდა უფალს და ცოდვათა მიტევებას ევედრებოდა. შემდეგ კოღოები გაქრნენ, მაგრამ, გამოჩნდნენ დიდი და ავი ბუზები, რომლებიც ღირს მამას კბენდნენ. კიდევ სამი წლის შემდეგ ბუზებს გველების სიმრავლე შეენაცვლა – ისინი 11 წლის განმავლობაში დაფუთფუთებდნენ  თომას ირგვლივ და თვით მის საწოლშიც კი დაიბუდეს, მაგრამ წმიდანი არ დრტვინავდა და, ღვთის განგებულებით, უვნებელი რჩებოდა. ერთხელ, საღვთო ლიტურგიის დროს, საიდანღაც უზარმაზარი გველი გამოძვრა, ეკლესიას შემოეკრა, შემდეგ კი ტაძრის კართან დაიგორგლა. წირვა რომ დასრულდა, თომა სრული სამღვდელო შესამოსლით მიუახლოვდა ზღურბლს და ქვეწარმავალს მიმართა: „გველო, თუ შენი გამოჩენა ჩემი უფლის შემწეობით შენს აღსასრულს მოასწავებს, მომყევი“. ამ სიტყვებზე გველი წმიდანის სამოსელს კბილებით მოეჭიდა და თომამ იგი ტაძრისგან მოშორებით, ღრმა ორმოსთან მიიყვანა. აქ ნეტარმა უფლისადმი ლოცვა აღავლინა, ქვემძრომი კი ორმოში ჩავარდა და გაუჩინარდა. მაშინ, სხვა გველებიც, ამდენი წლის განმავლობაში წმიდანს მოსვენებას რომ არ აძლევდნენ, გველეშაპს ორმოში მიჰყვნენ და  ყველანი გაწყდნენ. ამ დროიდან მოყოლებული, ნეტარი თომა საცთურთაგან გათავისუფლდა და უფლისგან კურნებისა და წინასწარმეტყველების ნიჭი მიემადლა. შეჭირვებული ადამიანები მასთან შემწეობის სათხოვნელად შორეული მხარეებიდან მოდიოდნენ. ერთხელ თომას სავანეში იმპერატორი ლეონ მეექვსე ბრძენი (886-911) რჩევა-დარიგების მოსასმენად ჩავიდა. წმიდა მამა სავანეში რომ არ დახვდა, თვითმპყრობელმა მასთან დესპანი გაგზავნა წერილით. ის იყო, ელჩი წმიდა მამის სენაკს მიუახლოვდა, რომ ამ უკანასკნელმა მას უკვე იმპერატორისადმი გამზადებული საპასუხო ეპისტოლე მიაგება. წმიდა თომამ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სული უფალს შეჰვედრა.

скачать dle 11.3