კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტაფილოს წვენი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას

 

სტაფილო სხვა ბოსტნეულისგან გამოირჩევა კალიუმის მარილების დიდი შემცველობით. ეს კი აუცილებელია გულის, სისხლძარღვებისა და თირკმელების დაავადებების დროს. თუ სტაფილოს ხშირად მიირთმევთ, პირის ღრუში მავნე მიკრობების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

ანგინის დროს ყელში გამოსავლებად სტაფილოს წვენს შეურიეთ ცხელ წყალში წინასწარ გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი. ყელის ტკივილისა და ხველების დროს კი, უებარია სტაფილოს სიროფი.

ჰიპერტონიის დროს 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენს, 1 ჭიქა პირშუშხას წვენსა და 1 ჭიქა თაფლს შეურიეთ 1 ჭიქა ლიმონის წვენი. კარგად ამოურიეთ და მინის ჭურჭელში ჩაასხით. შეინახეთ მაცივარში. დალიეთ 2 სადილის კოვზი დღეში ორჯერ, კერძოდ, 1 კოვზი – ჭამამდე ერთი საათით ადრე, მეორე კოვზი კი – ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს კი კარგია, თუ 100 მილილიტრ სტაფილოს წვენს დალევთ, დღეში ორჯერ.

ზედმეტი ცხიმიანობის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია სტაფილოს ჭამა კომბოსტოსთან ერთად, რადგან ორივე დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.

კუჭის შეკრულობისა და ბუასილის დროს, ძილის წინ მიირთვით 1 ჩაის ჭიქა გახეხილი სტაფილო. სტაფილოს წვენი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

 

როგორ გამოვდევნოთ ტოქსინები და გავიახალგაზრდავოთ ორგანიზმი

ცნობილია, რომ ტოქსიკური ნივთიერებები ქსოვილიდან შედის და ორგანიზმიდან გამოდის თირკმელების, ნაწლავების, კანის ფორების საშუალებით, ან ამოსუნთქვის დროს. ასევე, არის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმიდან გამოდის ან იშლება ძილის დროს. ამიტომ, სრულყოფილი ძილი ორგანიზმის გაწმენდის პირველი წესია. არსებობს გაწმენდის ხალხური, ეფექტური საშუალებები. მაგალითად:

* 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი საკმარისია ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე და თქვენი კანი გახდება გლუვი და ჯანსაღი. სასურველია, ერთი თვის განმავლობაში მიიღოთ ზეთი, შემდეგი ერთი თვე კი დაისვენოთ, მერე კვლავ – ზეთი და ასე შემდეგ. თუ არ არის იმის საშუალება, რომ ზეთი დღეში რამდენჯერმე დალიოთ, შეგიძლიათ, მიიღოთ დილით, საუზმემდე. ეს თქვენს ღვიძლს მუშაობას შეუმსუბუქებს.

* თირკმელები, წლების განმავლობაში ბინძურდება და გასუფთავებას საჭიროებს. დილაობით დალიეთ 1 ჭიქა ახალგამოწურული წვენი, რომელიც ასტიმულირებს თირკმელებს. ანუ, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი წყლისა და ტოქსინების გამოდევნას. ყველაზე ძლიერი შარდმდენი საშუალება ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის წვენებია.  

* ასევე, არსებობს გამაახალგაზრდავებელი ნაზავი: 200 გრამი ზეითუნის ზეთი, 4 ცალი ლიმონი, 3 საშუალო ზომის ნიორი, 1 კილოგრამი თაფლი. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ გასუფთავებული ნიორი, 2 კანგაცლილი ლიმონი; 2 ლიმონი კანიანად. ამ გატარებულ პროდუქტებს დაუმატეთ ზეთი და თაფლი. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ შუშის ქილაში. თავი კარგად დაახურეთ და  შედგით მაცივარში. მიღებული წამალი სვით სუფრის კოვზით ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე. სასურველია, დღეში 3-ჯერ. რამდენიმე დღეში, მხედველობა უმჯობესდება, მთელი სხეულის კანი ხდება საოცრად გლუვი და თმაც უფრო ხშირდება.

 

რატომ უნდა შეიმოწმოთ ხშირად სისხლში ქოლესტერინის დონე და სვათ გაზაფხულზე დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო

ქოლესტერინის მაღალი დონე თავისთავად ზრდის კილოგრამების მომატების რისკს. ღვიძლში გარდაიქმნება ჭარბი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად, რომელიც, ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ, ბუნებრივი გზით, გარეთ გამოიყოფა. ეს მექანიზმი ფერხდება, თუ ღვიძლში ქოლესტერინის გადამუშავებაზე პასუხისმგებელი ძირითადი გენი დაზიანებულია. ამ დროს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა, სისხლის შრატში მიმოქცევა მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცხიმიან საკვებს აღარ მიირთმევს. აღნიშნული გენის დაზიანებისას ირღვევა ცუდი ქოლესტერინის განდევნა, კარგი კი ორგანიზმს შეუფერხებლად ტოვებს. ქოლესტერინის გენის მუშაობის შეფერხება და სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე ხდება გასუქების მიზეზი. რაც უფრო დაბალია ადამიანი, მით მეტია გასუქების რისკი. ამიტომ, ხშირად უნდა შეიმოწმოთ სისხლში ქოლესტერინის დონე. 

ხშირ შემთხვევაში, სისხლში ქოლესტერინის მომატების მიზეზი, კვების რაციონის არასწორი შერჩევაა. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს ცხიმები. ნაჯერი ცხიმები ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ასეთი ცხიმებით მდიდარია ხორცი, ნაღების კარაქი და ყველი; ნახევრად უჯერი ცხიმები კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას შეიცავს სოიის, მზესუმზირის, სიმინდის ზეთი, თევზი, ფრინველის მჭლე ხორცი, ზღვის პროდუქტი, უცხიმო რძის პროდუქტები. ასევე, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს მონო-უჯერი ცხიმები. მათ შეიცავს ზეითუნისა და არაქისის ზეთი, ნიგოზი და ავოკადო. მცენარეული საკვები ქოლესტერინს არ შეიცავს.

უცხიმო ხორცის ჭამა სასურველია მათთვის, ვისაც ქოლესტერინისგან გათავისუფლება სურს. ხილი და ბოსტნეული კი ქოლესტერინის ნამდვილი მტერია. ამ მხრივ ყველაზე კარგია ვაშლი. თაფლიც ქოლესტერინთან მებრძოლ იმდენივე ანტიმჟანგავს შეიცავს, რამდენსაც ვაშლი. 1 ჭიქა წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თაფლი და სვით ყოველ დილით. 

ასევე, კარგია, დღის განმავლობაში 1 ჭიქა წითელი ღვინის დალევა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. 

 

მარილი ზომიერად მოიხმარეთ

მარილი ადამიანის ორგანიზმს ნატრიუმისა და ქლორის იონებით ამარაგებს. ამ იონების გარეშე წარმოუდგენელია კუჭის წვენის – ტუტეებისა და მარილმჟავას წარმოქმნა. ის აუცილებელია, უჯრედების ნორმალური მუშაობისა და ქსოვილებში წყლის განაწილებისთვის.

თუ ჰიპერტონია, თირკმლების დაავადებები, შეშუპება გაწუხებთ, მაშინ მარილის მოხმარება მკვეთრად უნდა შეამციროთ. 

ხალხური მედიცინაში არსებობს მარილით მკურნალობის რეცეპტები, რომლებიც თქვენც დაგეხმარებათ:  

* კუჭის შეკრულობის დროს, სასაქმებლად, 2 ჩაის ჭიქა კიტრის მარინადის მარილიანი წვენი დალიეთ. ეს აუცილებლად გიშველით.

* ტრავმის დროს დაჟეჟილი ადგილების მოსაშუშებლად მარილიანი ძმრის კომპრესი გაიკეთეთ. 

* მწერის ნაკბენზე, მწიკვი მარილი დაიყარეთ. ეს ტკივილს გაგიჩერებთ და შესიებას დააცხრობს.

* გაციების დროს კარგია ცხვირისა და ყელის მარილწყლით გამორეცხვა. ამ დროს, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი უნდა გახსნათ ერთ ჩაის ჭიქა წყალში. ეს პროცედურა ხელს უშლის სასუნთქ გზებში ინფექციის გავრცელებას.

მარილს, გარკვეული უკუჩვენებაც აქვს. მისმა დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება, შაკიკის პროვოცირება მოახდინოს, ასთმის დროს კი მდგომარეობა დამძიმდეს. ზედმეტი მარილი ორგანიზმსა და სისხლძარღვებში წყლის შეკავებას იწვევს, რაც ანუსის ვენების შესიების მიზეზი ხდება.

 

დიდი მნიშვნელობა აქვს, დღის რომელ მონაკვეთში, რა რაოდენობითა და რა ხილს მივირთმევთ

ეკოლოგიურად დაბინძურებულ და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში, თავი რომ დავიცვათ და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, საჭიროა, დიდი რაოდენობით ხილი მივირთვათ. თუმცა, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, დღის რომელ მონაკვეთში, რა რაოდენობითა და რა ხილს ვჭამთ. მაგალითად: 

* ბანანის ჭამა კარგია შუადღისას, რადგან მასში შემავალი ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები სწრაფად აღადგენს გონებრივ და ფიზიკურ ძალებს. ერთი ცალი ბანანი თქვენს ორგანიზმს მთელი დღის სამყოფ ენერგიას შეჰმატებს. 

* ვაშლი კარგია სადილის წინ და მის შემდეგ. ამ ხილს შეუძლია კუჭის წვენის გამოყოფა. ამიტომ, სადილობამდე და შემდეგ, ჭამეთ ერთი ცალი ვაშლი და ეს სრულიად საკმარისი იქნება საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

* კივი უმჯობესია, საუზმემდე, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე ჭამოთ. შეგიძლიათ, მისი წვენიც დალიოთ ფორთოხლის წვენთან გაზავებული. კივი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და ამით ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს. 

 * ქლიავი მიირთვით საღამოს. მისი ჭამა კარგია მათთვის, ვისაც ნაწლავების მოდუნება აწუხებს ან ხშირად ერთ ადგილას უწევს ჯდომა და მუშაობა. შეგიძლიათ, დღეში ნახევარი კილოგრამი ქლიავი მიირთვათ. 

 

რომელი ხილი წმენდს ტვინის სისხლძარღვებს და რა უნდა მივირთვათ დაღლილობის მოსახსნელად

სასიცოცხლო ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებლად აკონტროლეთ წნევა, სისხლძარღვების ჯანმრთელობა და წონა. გადაღლა, სტრესი და არასწორი კვება ცვეთს სისხლძარღვებს, უკარგავს ელასტიკურობას, იხშობა წვრილი ძარღვები, რასაც სპაზმები, თავის ტკივილი და მთელი რიგი უსიამოვნებები მოსდევს.

დაძაბულობისა და გადაღლის დროს უნდა მიირთვათ საქონლის ღვიძლი ან ტვინი, ბროწეული, ანანასი, ავოკადო, ხორბლის, ღერღილის ნაწარმი, ბევრი ხილი და ბოსტნეული.

კვებით რაციონში აუცილებლად ჩართეთ მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ზღვის პროდუქტები. ეს აუმჯობესებს ადამიანის გონებრივ აქტივობას.

C ვიტამინი, რომელსაც უხვად შეიცავს ფორთოხალი, წმენდს ტვინის სისხლძარღვებს.

ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ინსულტის რისკ-ფაქტორებს შორის პირველ ადგილზე ჰიპერტონიაა. კოორდინაციის დაკარგვის, თავბრუხვევის, თავის ტვინის სპაზმების დროს, უნდა მიიღოთ მცენარეული ნედლეულით დამზადებული წამლები, რომლებიც აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, წნევას, წმენდს კაპილარებს ცხიმოვანი დანალექებისგან, აღადგენს ძარღვების ელასტიკურობას და ასე შემდეგ.

 

ყავა ამცირებს ქრონიკულ ანთებით პროცესებს უჯრედებსა და ქსოვილებში და ზრდის „კარგი” ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში

ყავა შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას, მაგალითად, კალციუმს. ასევე, პოტენციურად ბიოლოგიურად აქტიურ ასობით შენაერთს, მათ შორის, მაგალითად, პოლიფენოლებს, რასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ჩატარებულმა კვლევებმა განსაზღვრა კავშირი ყავის მოხმარებასა და  შაქრიანი დიაბეტისაგან დაცვის ეფექტს შორის. კვლევების დროს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავა ამცირებს ქრონიკულ ანთებით პროცესებს უჯრედებსა და ქსოვილებში, ზრდის „კარგი” ქოლესტერინის დონეს, დადებითად მოქმედებს შინაგანი ანთების მარკერებზე, მეტაბოლიტების კონცენტრაციაზე და ცვლის იმუნურ მედიატორებს. ამ სასმლის ბიომარკერების პლაზმური დონე, მათ შორის კოფეინის, პარაქსანტინის, თეობრომინის, თეოფილინის, პროპიონისა და კოფეინის მჟავისა, მნიშვნელოვნად იმატებს იმათ სისხლში, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ, დაახლოებით 5 ფინჯან ყავას. 

скачать dle 11.3