კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზნედაცემული ანგელოზები

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N9-10(741)

დოდომ კონიაკით სავსე ჭიქა ხელში აიღო, მაღლა ასწია და სინათლეზე გახედა.

– ერთი სადღეგრძელო კიდევ უნდა დავლიოთ! – წარმოთქვა ბრძანების ტონით და გოგოებს ქორივით გადმოხედა.

– დაასხით ახლავე კონიაკი!

– არ მინდა მე კონიაკი, – გააპროტესტა ლალიმ.

– მაშინ, შამპანური დაასხი და ნუ მეკამათები! როცა ნასვამი ვარ, საშიში ვხდები.

– ვაიმე, ეს რა დღეშია?! – ლალიმ შიშით გადახედა მოღიმარ ტატას, რომელსაც აშკარად ფეხებზე ეკიდა სადღეგრძელოც და დოდოშკას შემართებაც.

– დალევ, მე შენ გეუბნები! – თვალები დააბრიალა დოდომ, – კაცების სადღეგრძელო უნდა დავლიოთ, იმ კაცებისა, რომლებიც ახლა ჩვენი შემოსავლის წყაროები არიან. მე მათ ვერ ვიტან... მძულან და დიდი სიამოვნებით არ დავინახავდი არცერთს, მაგრამ... დიახ, მაგრამ,  მიუხედავად ჩემი რეალური სურვილებისა და ხორციელი განცდებისა, მიწევს, ავიტანო ისინი... უფრო მეტიც – ვასიამოვნო...

– გეყოფა, დოდოშკა, რად გინდა ასეთი ლაპარაკი, სისულელეა, ხომ იცი? თუ ვქეიფობთ და ვზეიმობთ რაღაცას, თავს რაღაზე იბახებ... გეუბნებოდი, ამდენი არ დალიოთ-მეთქი, მაგრამ დღეს საშინლად ჯიუტი ხარ. კაცების გამჩენებსაც ნუ მოიკითხავ, არ ღირს – კაცებს ისევ ქალები აჩენენ...

– ჰო, მაგაშია სწორედ საქმე... – თავი გადააქნია დოდოშკამ, – ოთხი-ხუთი წლის წინ ასე არ ვფიქრობდი, ბევრ რამეზე სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა...

– მათ შორის – ბოზებზეც, ხომ ასეა?! – სიტყვა წააშველა ტატამ და გამომწვევად ახარხარდა.

– ასეა, – დაეთანხმა დოდო, – მეზიზღებოდა ყველა ბოზი, სხვა ქალების მიმართ სოლიდარობის გრძნობა რომ არ აქვთ და მათი ოჯახების ბედიც ფეხებზე ჰკიდიათ.

– ეს პათეტიკაა და შენი სიმთვრალის ლოგიკური შედეგი – „დასვა დიაგნოზი“ ლალიმ.

– ვა, მაგ სიტყვის მნიშვნელობა რომ არ ვიცი?! – ტატამ სიგარეტს მოუკიდა, – მაგარი ბანძი ვარ? ლალი, სად ისწავლე ამდენი? ნამეტანი განათლებული „მღერძავები“ გყავს შენ. თუ ასე გააგრძელებ, უმაღლესი განათლება გარანტირებული გაქვს. მაგრამ, საიქიოში გამოგადგება, დამიჯერე...

– ვითომ რატომ? სულ ბოზი კი არ ვიქნები, მოვა დრო და წავალ ამ ბიზნესიდან.

– ეგ როდის, პენსიაზე რომ გახვალ? – ჩააცივდა ტატა, – მოყევი, რა, მერე რის გაკეთებას აპირებ?! მაგრად მაინტერესებს.

– შენი საქმე არ არის. ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარაკი.

– ვიცი, – თითი მრავალმნიშვნელოვნად შემართა დოდოშკამ, რომელიც  უკვე სკამზე ქანაობდა სიმთვრალისგან, – გათხოვდება.

– მომეშვით, რა გინდათ ჩემგან?! – ეწყინა ლალის, – ასეც რომ იყოს, ვისი რა საქმეა, გავთხოვდები თუ მუდმივ საყვარელს გავიჩენ? თქვენ არ წაგართმევთ კაცს – ამაზე, შეგიძლიათ, არ ინერვიულოთ.

– ეგღა მაკლია, ვინმემ რამე წამართვას, თან კაცი და, თანაც – შენ. სიცილით მოვკვდები... მაგრამ ახლა საჩუქარი მინდა. დოდოშკა, სანამ მაგიდაზე ჩამოგეძინება, ჩემი საჩუქარი მომეცი.

– მეც მომეცი ჩემი, მეც მაინტერესებს... – აჰყვა ლალიც.

– კარგი... – დოდოშკა ადგა, – არ იმსახურებთ, მაგრამ, მაინც დაგასაჩუქრებთ. ვიქნები დღეს თქვენი კეთილი ფერია...

– უზნეო და გარყვნილი ფერია, – ენა არ გააჩერა ტატამ, მაგრამ დოდოს არ სწყენია. შესაძლოა, არც გაუგონია... ფეხარეული ძლივს მივიდა პატარა კომოდთან, უჯრა გამოსწია და ორი შეფუთული კოლოფი გამოიღო.

ტატამ მაგიდასთან მისვლა არ აცადა, არ დაელოდა, სანამ დოდო ბანცალ-ბანცალით გაივლიდა იმ რამდენიმე ნაბიჯს, რაც მაგიდას აშორებდა, მიირბინა და ხელიდან ლამის ძალით წასტაცა შეხვეულები.

– დეგენერატო! ლამის წამაქციე... – გაბრაზდა დოდო და იქვე მდგარ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა, – მგონი, მართლა დავთვერი. თავბრუ მეხვევა... ყველაფერი ტრიალებს და ირყევა...

– ანუ, კარუსელზე შეჯექი? – ტატამ ორივე შეხვეული თავად გახსნა და შიგნით ცნობისმოყვარედ ჩაიხედა, – ტრიკოები გვიყიდე, გოგო? ეს აშკარად ჩემთვის არის... ყოჩაღ, მომწონს... ლალი, გამომართვი, – შენი სტილია, – ტატამ ცხვირწინ აუფრიალა ლალის გიპიურის ქვედა საცვალი.

– ვაიმე, დოდოშკა, რა საყვარელი ხარ, როგორ გიზრუნია ჩემზე! თან, როგორ დახარჯულხარ... ტატაშკა, ნახე, ბაზრობაზე კი არა, საფირმო მაღაზიაში უყიდია...

– ასე ვთქვათ, პროფესიული ინვენტარით მოგვამარაგა, – დაასკვნა ტატამ,  – ისე, მე უტრუსიკოდაც მივლია და არ ყოფილა პრობლემა, მით უფრო, რომ ჩემი ერთი ნაბიჯი, ისიც მაღლა შემოდგმული, მინიმუმ ასი ევრო ღირდა. 

– ეგ როგორ?

– როგორ და ისე... რას გეუბნებოდი, ინტიმის ხელოვნების კურსები უნდა გავხსნა-მეთქი?! „დაანახვე შორიდან“ – მაგრამ, უნდა იცოდე, როგორ დაანახვო... დოდოშკამ კი დაიძინა...

– ბევრი დალია, – თანაგრძნობით ჩაილაპარაკა ლალიმ, პატარა პლედი აიღო და დოდოს მიაფარა. მერე ტატას მიუბრუნდა, რომელიც ორი თითით ატრიალებდა თავის საჩუქარს... – ტატა, დოდო გეცოდება?

ტატამ განცვიფრებით შეხედა:

– რატომ მეკითხები?

– რა ვიცი, აბა... ზოგჯერ ისე უყურებ ხოლმე.

– რა? როგორ ვუყურებ? შენც მთვრალი ხომ არ ხარ?

– არა... მართლა მაინტერესებს.

– არა, რა... – ხელები გაშალა ტატამ, – რაღაც საშინელი და იდიოტური წელიწადი იქნება, ეგეთი უჩანს პირი... ან, იქნებ ტრაკიც... თანაც – შიშველი ტრაკი... მოეშვი ჩემი ტვინის ღრძობას, მე უნდა დავიძინო... ასეთი ღამე დიდი ხანია, არ მქონია... გამოვიძინებ და შევუდგები... მეყოფა დასვენება...

– დოდოშკას და შენ შესახებ არაფერს მომიყვები?

– არაფერია მოსაყოლი...

– არა მჯერა... დაახლოებით ვხვდები კიდეც, მაგრამ, დეტალების ცოდნაა მთავარი.

– ნუ ჩამაცივდები... რა დეტალები, რის დეტალები... ბინა უნდოდა, კლიენტები რომ მიეღო და ასე გავიცანი. შენც ასე არ მოხვედი ჩემამდე? მხოლოდ ბიზნესი და მეტი არაფერი. შემოსავლის დამატებითი წყარო არ მაწყენს... სერიოზული გეგმები მაქვს. მიყვარს მდიდრული ცხოვრება, რასაც ფული სჭირდება... დაბერების პერსპექტივაც არ მხიბლავს. პლასტიკური ოპერაციები და პროცედურებიც ფუფუნებაა... სანამ დრო მაქვს, ჩემი ფიზიკური მონაცემები ბოლომდე უნდა გამოვიყენო... ვიცი, ჩემი ოქროს კვერცხი სადღაც ახლოს დაგორავს და ჩემამდეც მოგორდება... მეყოფა ბანძი კლიენტურა, ვიღაც სერიოზული მჭირდება.

– ერთი და ხარისხიანი?

– ნუ, მთლად ერთიც არა, მაგრამ, ხარისხი უნდა ავწიო... პრინციპში, უკვე ვზრუნავ მაგაზე, შეთვალიერებული მყავს ერთი. წინასწარ ლაპარაკი არ მინდა... ვნახოთ, თუ დავითრიე, გავწეწავ... ახალი მანქანაც არ მაწყენდა... მართლა, გასაღები სად არის?

– შემოსასვლელში, საკიდზე დავკიდე. რად გინდა?

– უნდა წავიდე...

– დარჩი... ახლა ქუჩაში პატრულის მეტი არავინ იქნება. პატრული რომ არ არის შენი „ოქროს კვერცხი“, დარწმუნებული ვარ.

– ჩვეულებრივი „კვერცხიც“ დამაკმაყოფილებდა, – გაიზმორა ტატა, – არა, უნდა წავიდე. აქ ვერ გამოვიძინებ, ჩემს საწოლში მირჩევნია. 

– ესეც ხომ შენი სახლია?!

– ჰო, მაგრამ, იქ უფრო კარგად ვარ, მშვიდად...

– დარჩი... – ბავშვივით სთხოვა ლალიმ, –  ეს მთვრალია, მე არ მეძინება... რა გავაკეთო?!

– იოცნებე... მომავალზე იფიქრე... ახალ-ახალი ილეთები „დაამხეცე“... ბანანი აიღე და იმეცადინე... რა ვიცი, რაც შენ გინდა, ის ქენი... მალე გათენდება. პირველი იანვარი არც ისე პერსპექტიულია ჩვენი პროფესიის ქალებისთვის, მაგრამ, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს... დოდოშკა რომ გამოფხიზლდება, ჩემ მაგივრად მადლობაც უთხარი... პირველივე კლიენტთან ჩავიცვამ... აბა, ვნახოთ, როგორ ხელზე მიყიდა...

– დოდოშკას, მგონი, ის ტიპი ევასება... – თქვა ლალიმ, თან უყურებდა, როგორ იცვამდა ტატა.

– ვინ ტიპი, ის ლაწირაკი? გამორიცხულია...

– გეუბნები, ასეა. შენ არ იცი. ორი დღის წინ მივუსწარი... ფული მისცა, თან უამრავი რაღაც უყიდა – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქურთუკიც კი... იმან, ვითომც არაფერი, შეიფერა. რას აკეთებს ეს ქალი...

ტატამ მხრები აიჩეჩა:

– ჩვენ ვერ ჩავერევით, ეს მისი საქმეა, ფულიც მისია და, ვის უნდა დაახარჯოს, თავად გადაწყვეტს.

– არ მომწონს ეს ამბავი.

– იქნებ, ასე ჯობდეს დოდოსთვის. მან უკეთ იცის. დიდი დედობრივი პოტენციალი აქვს დასახარჯი და ამ ფორმით ავლენს...

– ჰო, შვილი ენატრება... მესმის... მაგრამ, ამისთვის შვილის ასაკის ბიჭს უნდა დაუწვეს?! თან, ეგ ბიჭი არ მომწონს...

– არ არის აუცილებელი, მოგწონდეს. დოდოს კი გაუვლის ნელ-ნელა... ადრეც ჰქონდა ასეთი ემოციური „აფეთქება“, როცა ქმრისგან წამოვიდა. უფრო სწორად, ქმრისგან მაგიტომაც წამოვიდა... რატომ მალაპარაკებ? მოკლედ, წავედი...

... დოდო ძილში შეიშმუშნა და პლედი იატაკზე დაუცურდა. ლალიმ აიღო და ისევ დააფარა... მაგიდასთან იჯდა და უყურებდა, როგორ ტრიალებდა, თან რაღაცას გაურკვევლად ლაპარაკობდა...

***

– იმედია, კარგი ბიჭი ხარ და უბედურებას არ გადამყრი, – თქვა ტატამ და გვერდით მჯდომი ახალგაზრდა კაცი შეათვალიერა, – ასეთ დროს ქუჩაში რას აკეთებდი? არ ვაპირებდი შენთვის მანქანა გამეჩერებინა, კოსტიუმმა გიხსნა. კარგი მხედველობა მაქვს.. გემოვნებაც...

– ახალ წელს მეგობრებთან ერთად შევხვდი, დავლიე და მანქანის გასაღები ვერ ვიპოვე. შეიძლება, რომელიმემ დამიმალა... ისე, გამიმართლა... მაგარ ვიდზე ხარ, – კაცმა ხელი შიშველ მუხლზე დაადო და ნელ-ნელა ზემოთაც ააჩოჩა...

ტატაშკამ გადაიკისკისა:

– ჩვეულებრივი გგონივარ? ცოტა ძვირი დაგიჯდება გართობა.

– რამდენი? ფული მაქვს... საკრედიტო ბარათს აიღებ?

– ყველაფერს ავიღებ, – ტატამ მაცდურად შეხედა კაცს და ტუჩები ენის წვერით დაისველა...

– კარგად გავუგებთ ერთმანეთს... აბა, სად წავიდეთ, გაქვს ადგილი?

ტატამ თვალები მოჭუტა:

– ჩემი სახელი არ გაინტერესებს?

– ჯერ არა... კითხვაზე რატომ არ მიპასუხე? ხომ არ გადაიფიქრე?

– მე ბევრს არ ვფიქრობ ხოლმე... ვმუშაობ... ფიქრი სექსში ხელს მიშლის...

კაცი მთელი ტანით შებრუნდა ქალისკენ და სურვილით ანთებული მზერით ჩააშტერდა.

– აშკარად გამიმართლა... თუ ამ ტანსაცმლის ქვეშ ის არის, რასაც ვგულისხმობ, წელიწადი კარგად დაიწყო... შესანიშნავადაც კი. არ ვინანებ, მეგობრებს რომ წავეჩხუბე, წამოვედი და მაშინვე ტაქსის გაჩერების ნაცვლად ფეხით გავლა გადავწყვიტე... გოგონი, რით გამაოცებ?

– თავად ნახავ და შეაფასებ, – ტატამ  ისევ დაისველა ტუჩები და ვნებიანად გაბუსხა... ამან კაცის ხელი კიდევ უფრო გაათამამა – სულ უფრო ზევით და ზევით მიიწევდა... ტატამ, ისე, რომ საჭისთვის ხელი არ გაუშვია და არც სიჩქარისთვის მოუკლია, ფეხები განზე გაშალა და თავი უკან გადააგდო... კაცმა მეორე ხელით პერანგის ღილები ბოლომდე გაუხსნა და მკერდი გამოუჩინა...

– გინდა, ასე ვმართო მანქანა? პატრული გაგვაჩერებს...

– ჯარიმას გადავიხდი... ღირს ამ სილამაზის ყურებისთვის გადახდა, – გაიღიმა კაცმა... – ვეღარ ვითმენ. გადააყენე მანქანა!

– სულსწრაფი ყოფილხარ. მანქანაში ფეხებს არ ვწევ, მით უმეტეს, რეზინის გარეშე – ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

– ჩემს პრინციპებს კი ის ეწინააღმდეგება, როცა წინააღმდეგობას მიწევენ. გადააყენე მანქანა, სუფთა ვარ...

ტატამ სწრაფად ჩაიცვა ტრუსი და კაცს გაუღიმა:

– მოგეწონა? გაგაოცე?

– მაცადე, გონზე მოვიდე... – კაცმა შარვალი შეიკრა... – ახლა შენთან წავიდეთ. მინდა, კიდევ ვიყოთ ერთად... პირველად მჭირს ასეთი რაღაც. ჩვეულებრივ, მეძავებს ვერიდები, მაგრამ, შენ ჩვეულებრივ მეძავს არ ჰგავხარ.

– ჰო, არ ვარ ჩვეულებრივი მეძავი და ამას ახლავე დაგიმტკიცებ, – ტატაშკა კაცისკენ გადაიხარა.. წელზევით ისევ შიშველი იყო... ავაზასავით გაიზმორა და ლამაზი უკანალი გაზნიქა... რამდენიმე წუთის განმავლობაში მანქანის სალონში მხოლოდ კვნესა, ქშენა და ვნებიანი შეკივლება ისმოდა...

– მორჩა, ახლა თუ გინდა, წავიდეთ ჩემთან. ოღონდ, ეს ყველაფერი ორმაგი დაგიჯდება, – ტატამ ტანსაცმელი შეისწორა.

– ფული არ არის პრობლემა, – კაცმა ალერსით მოუსვა ლოყაზე ხელი და აკოცა, – მართლა არ მენანება შენთვის.

– აბა, რა არის პრობლემა, სახლში ცოლი გელოდება?

– რად გინდა, ამაზე გელაპარაკო, შენთვის ხომ სულერთია, მყავს ცოლი თუ არა?

 ტატამ მხრები აიჩეჩა:

– ჰო, სულერთია.

– მაშინ, წავიდეთ.

– წავიდეთ... – ტატამ ძრავა აამუშავა...

***

ლალიმ დოდოს სველი ხელსახოცი დააფარა შუბლზე და ფრთხილად შეანჯღრია.

– დოდოშკა, დოდო... როგორ ხარ? თვალები გაახილე, რა ნუ მაშინებ.

დოდომ თვალები გაჭირვებით გაახილა.

– რატომ მაღვიძებ, რა გინდა? თავი მისკდება...

– ბოდავდი და ძალიან შემაშინე.

– წყალი მომიტანე, ცივი... – დოდომ იდაყვებზე წამოიწია, ლალის ჭიქა გამოართვა და ბოლომდე გამოცალა... – უჰ, ტატა, სად არის?

– არ დარჩა, წავიდა... სახლში უკეთესად გამოვიძინებო. ჯერ არ დაურეკავს. მე ვურეკავდი, მაგრამ მობილური გამორთული აქვს.

– შეეშვი. რატომ გამაღვიძე?

– შემეშინდა-მეთქი. სახეზე ფერი არ გედო და ცუდად სუნთქავდი. სხვა დროს ამდენი არ დალიო.

– ცხოვრებაში აღარ დავლევ, – დაჰპირდა დოდოშკა და თვალებდასიებულ ლალის მადლიერების გრძნობით შეხედა.

– მთელი ღამე გვერდით მეჯექი?

– ჰო, აბა, რა დამაძინებდა? რამე რომ მოგსვლოდა?

– გმადლობთ.

– კარგი, რა, სამადლობელი რა არის? შენც ასე არ მოიქცეოდი ჩემს ადგილას?

– ალბათ. უჰ, თავი მისკდება, – ამოიოხრა დოდოშკამ.

– წავალ, ყავას მოვადუღებ, – წამოდგა ლალი.

– ჩემთვის არავის დაურეკავს? – კითხვა დაადევნა დოდოშკამ.

– არა, არ დაურეკავს... – ლალის  აღარ უკითხავს, ვის ზარს ელოდა დოდოშკა, ისედაც ხვდებოდა, ვისი დარეკვა გაახარებდა მის მეგობარს ყველაზე მეტად...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3