ანეგდოტები
მამუკა ონაშვილის ანეკდოტები
გურულმა დაჭრა მეორე გურული ბარძაყში. მილიციაში რომ მიიყვანეს, დამნაშავეს უპოვეს დანა. მან კი თავი გაიმართლა.
– მე დანა არ მიხმარია, უბრალოდ ჯიბეში მედო და არ ამომიღია.
დაჭრილი გურული აღშფოთდა:
– როგორ კაცო, ამას თუ დანა ჯიბიდან არ ამოუღია, მე ჩავუდე საჯდომი ჯიბეში?
***
გურული და ფრანგი საუბრობენ. ფრანგი:
– ჩვენ ფრანგები, ძალიან სექსუალურები ვართ, ჯერ ქალს მკლავზე ვკოცნით ნაზად, მერე ყელზე, მერე ტუჩზე..
გურულმა შეაწყვეტინა ლაპარაკი:
– მეიცა ძამა, მაგ დროში, ჩვენ ქალს სამშობიაროში მივარბენინებთ უკვე.
ვლად არამოვის ანეკდოტები
კაცი მოკვდა და წესს უგებენ ღამით. მივა ცოლი და 30 ლარს ჩაუდებს ჯიბეში, თან დაატირებს:
– ფული გიყვარდა, შე საცოდავო, და აჰა, წაიღე.
შემოვა ოთახში უფროსი გოგონა და მამას წიგნს ჩაუდებს, თან დაატირებს:
– მამი, წიგნი გიყვარდა და გატანო.
შემოვა შუათანა გოგო და ისიც წიგნს ჩაუდებს:
– მამი, მეც წიგნს გატან იმქვეყნადო.
ბოლოს პატარა ბიჭი შევა და მამას ისიც წიგნს ჩაუდებს:
– მამი, წაიკითხე, შე საწყალო, იქ ამის დრო კი გექნებაო.
მეზობელმა უყურა-უყურა და ბოლოს მიცვალებულის ცოლს მიუბრუნდა:
– ამას იმქვეყნად სასწავლებლად თუ უშვებთ, 30 ლარი რას ეყოფა? კიდევ დაუმატეო.