კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება, საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ წლიური საშემოსავლო, მოგების ან ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა გრძელდება 3 თვით, თუ პირს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები; ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება და საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე, წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებით, არ იცვლება გადასახადის გადახდის ვადა.

კითხვა: მაქვს მიწის ნაკვეთი თბილისთან ახლოს. ადრე ითვლებოდა მცხეთის რაიონად, ახლა თბილისს ეკუთვნის. მაქვს შევარდნაძის დროინდელი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, მაგრამ ნაკვეთი რეესტრში არ არის გაფორმებული. ოთხი წლის წინ რეესტრს მივმართე. მათ მიპასუხეს, რომ არის ხარვეზი, კერძოდ: მოწმობას, რომელზედაც არის შევარდნაძის ხელმოწერა, რეგისტრაციის ნომერში აკლია ერთი ციფრი. არადა, ნაკვეთს ვფლობ 1988 წლიდან. როგორ შეიძლება ამ ნაკვეთის გაფორმება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ სასამართლოს, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მოთხოვნოთ და სასამართლოს მეშვეობით გაასწოროთ ის უზუსტობა, რომელიც მექანიკურად იქნა დაშვებული. აღნიშნულის შემდეგ თქვენ შეძლებთ ნაკვეთის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. 

კითხვა: რამდენიმე ფიზიკურმა პირმა გადავწყვიტეთ, სამეწარმეო საქმიანობის ერთობლივად დაწყება. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა უპირატესობები აქვს სოლიდარული და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს.

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, როცა რამდენიმე პირი (პარტნიორი) ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს, როგორც სოლიდარული მოვალეები – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კი პასუხისმგებელია მისი კრედიტორების წინაშე მთელი მისი ქონებით. რაც შეეხება მეწარმე სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების უპირატესობებს, მასზე მსჯელობა შეიძლება იმის მიხედვით, რა სახის სამეწარმეო საქმიანობის დაწყება სურთ პარტნიორებს. 

კითხვა: კანონიერია თუ არა ფაქტი, რომ ბანკმა, რომელთანაც გაფორმებული მაქვს სასესხო ხელშეკრულება ლარში, მომიმატა საპროცენტო განაკვეთი ჩემგან შეუთანხმებლად.

პასუხი: თუ ბანკთან დადებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით გაქვთ გაფორმებული, პირობად ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთის მომატებას და ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ პროცენტის მომატებას არ სჭირდება თქვენი თანხმობა, ამასთან თუ ბანკი პროცენტების მომატებისას იცავს კეთილსინდისიერების პრინციპს, ამ შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის მომატება შესაძლებელია ჩაითვალოს კანონიერად. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ სასამართლოს და იდავოთ თქვენი დარღვეული უფლების დასაცავად.

скачать dle 11.3