კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა „მშვიდობის ხიდი” და ძველი თბილისი Microsoft-ის რუსული ბაზრისთვის გადაღებულ ვიდეორგოლში და აქვს თუ არა კლიპს კავშირი პოლიტიკურ პროცესებთან

თებერვლის ბოლოს რუსულ ტელესივრცეში კომპანია Microsoft-ის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი გამოჩნდა,  რომელიც როგორც ამ კომპანიის სხვა ვიდეორგოლები, ლამაზი და საინტერესო სიუჟეტით გამოირჩევა. ვიდეორგოლი „აჩუქე Lumia” , რომელშიც წარმოდგენილია Lumia-ს სამი მოდელი, არც მეტი არც ნაკლები, თბილისშია გადაღებული. რატომ მაინცდამაინც თბილისი? ეს შეკითხვა სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალური გახდა. ამ ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ Microsoft Lumia Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერს, დათო ქართველიშვილს გავესაუბრეთ.  

– დავით,  როგორ და რა ვითარებაში მოხდა „მაიკროსოფტის” ახალი, სარვამარტო კლიპის გადაღება? 

– Microsoft-ის ბოლო ნამუშევარში, ვიდეორგოლში – „აჩუქე Lumia” , რომელიც თბილისში გადაიღეს,  წარმოდგენილია Lumia 730, Lumia 535 და Lumia 532. მისი გადაღებისას, შინაარსი ჩაფიქრებული იყო როგორც სიყვარულის ისტორია. სპეციალურად შეირჩა სამი და რვა მარტი, როგორც  თბილი და პოზიტიური  დღესასწაულები. სარეკლამო ვიდეორგოლი გადაიღო სააგენტო Walter Thompson Russia-მ, რომელიც მოსკოვში მდებარეობს. ვიდეორგოლის თემა მოფიქრებული იყო Microsoft Mobile Device Russia-ს გუნდის მიერ. გადაღებები 6 თებერვალს დაიწყო და დილის შვიდი საათიდან გვიან ღამემდე გაგრძელდა. მთავარი მოქმედი მსახიობები რუსები არიან. ისინი მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. ყველა სხვა, დანარჩენი პერსონაჟი კი, ქართველია. გადაღებებში ჩართული იყო ქართული სარეკლამო კომპანია GWT.

– რატომ გადაწყდა ახალი კლიპის გადაღება მაინცდამაინც თბილისში? რით აღმოჩნდა თბილისი გადამღები ჯგუფისთვის მომხიბვლელი?  

– გადამღებ ჯგუფზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თბილისის ახალმა არქიტექტურამ – შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მშვიდობის ხიდმა, თეატრმა რიყის პარკში და თბილისის იუსტიციის სახლმა. ვიცი, რომ ძალიან მოეწონათ პრეზიდენტის სასახლეც. როგორც მე ვიცი, ამ ვიდეორგოლის გადაღებაზე რომ დაიწყო მუშაობა, თბილისი უალტერნატივო იყო – სხვა ქალაქზე არც ყოფილა საუბარი. როგორც ვიცი, ვიდეორგოლის რეჟისორი თბილისში ნამყოფი გახლდათ, მას ძალიან მოეწონა ჩვენი არქიტექტურა – ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შერწყმა.  მან კარგად იცოდა ჩვენი ქალაქის რომანტიკული ატმოსფეროც. რაც მთავარია, ვიდეორგოლის გადაღებისას მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ ჩვენთან არ იყო თოვლი – სწორედ ამ ფაქტორებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ კლიპი საქართველოში გადაეღოთ.  

– კლიპი განკუთვნილია რუსული აუდიტორიისთვის. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ორ ქვეყნას შორისაა, კლიპის თბილისში გადაღება მიზანმიმართული ხომ არ ყოფილა, თუნდაც ურთიერთობების დასათბობად?  

– კომპანია Microsoft არის სრულად აპოლიტიკური კომპანია და აბსოლუტურად გამოვრიცხავთ ვიდეოკლიპის რაიმე სახით კავშირს პოლიტიკურ პროცესებთან. ჩვენ წლებია, ვთანამშრომლობთ Microsoft-თან. მათ არასდროს გამოუყენებიათ ესა თუ ის პოლიტიკური თემა თავისი პროდუქციის რეკლამისთვის. ყველა მათი სარეკლამო ვიდეორგოლი კომერციულ ინტერესებზეა გათვლილი.

– როგორ შეირჩა ადგილები გადაღებისთის?

– თბილისი ხომ გამორჩეულია თავისი სითბოთი და სიყვარულით. როგორც გადამღებმა ჯგუფმა აღნიშნა „ახალი არქიტექტურა წინააღმდეგობაში არ მოდის ძველი თბილისის შენობებთან და ჰარმონიულობა იგრძნობა“. რაც შეეხება მშვიდობის ხიდს, მან გადამღები ჯგუფის წევრების  გულები დაიპყრო და წარმოუდგენელი შეგრძნებები აღუძრა. მშვიდობის ხიდის გარდა, გადაღებები მიმდინარეობდა ნარიყალაზე, აბანოთუბანში და რიყის პარკში. 

კომენტარების მიხედვით, რაც ამ ვიდეორგოლს მოჰყვა, ვინც იცნო რუსეთში თბილისის ხედები, ძალიან პოზიტიურად შეხვდა ამ ამბავს. მათ კი, ვინც ვერ იცნო, დაინტერესდნენ ჩვენი ლამაზი ქალაქით. გადამღები ჯგუფი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში ახალი პროექტების განსახორციელებლად. 

– ქართველი მომხმარებლისთვის თუ აქვს დაგეგმილი Microsoft-ს რაიმე სიახლე? 

– ამჟამად კლიპის გადაღება ან სხვა ტიპის აქტივობა, დაგეგმილი არ არის. მაგრამ, დიდი ვარაუდია, რომ მოხდეს მოცემული კლიპის ქართულ ენაზე ადაპტირება, რის შემდეგაც, ის ქართულ ტელეარხებზე გამოჩნდება. მით უმეტეს, რომ ვიდეორგოლში წარმოდგენილი ყველა მოდელი, ჩვენს ბაზარზე აქტიურადაა შემოსული. ეს ამ კომპანიის ჩვეულებრივი სტრატეგიაა. შესაბამისად, ეს ვიდეორგოლი შეიძლება, გამოიყენონ უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში.  Microsoft Lumia Georgia აქტიურად თანამშრომლობს Microsoft-ის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტთან. ვცდილობთ, მათ გადმოტანას საქართველოში. მათ შორის, ყველაზე გამორჩეულია პროფესიონალური სტუდიური ფოტოგადაღება მობილური ტელეფონით, რომელიც ცნობილ ფოტოგრაფ მინდია მიდელაშვილთან ერთად გავაკეთეთ. ეს პროექტი განხორციელდა ორი წლის წინ და სატელევიზიო ეთერშიც აქტიურად ტრიალებდა. 

скачать dle 11.3