როგორი წესები აქვთ ქართველ ქალებს ლოგინში, ანა კოვალენკოს აზრით და არის თუ არა ქალის კონკურენტი ტრანსსექსუალი
ანა კოვალენკო წარსულში ბიჭი იყო, თუმცა, 10 წლის ასაკიდან, შეხედულებეთან ერთად, ორიენტაციაც შეეცვალა და ახლა ერთ-ერთ მოთხოვნად ტრანსსექსუალთა რიცხვში შედის. წლების წინ საზოგადოებაში გამოჩენას ერიდებოდა, მაგრამ დღეს 2.2 ზომის მკერდით თამამად დააბიჯებს თბილისის ქუჩებში და ბევრ კომპლიმენტსაც იღებს. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად ქართველების შეხედულებებისა, ჩვენს ქვეყანაში მამაკაცების 70 პროცენტს ბისექსუალები წარმოადგენენ. მისთვის ძალიან ბევრ ცნობილ სახეს მიუმართავს, მათ შორის, პოლიტიკოსებსაც და მათთან 3-4-წლიანი ურთიერთობაც ჰქონია.
ანა კოვალენკო: 10 წლის ასაკიდან, სკოლის პერიოდში, მივხვდი, რომ არ ვიყავი ბიჭი. ეს ყველაფერში გამოიხატებოდა, მათ შორის ჩაცმულობაშიც – ყოველთვის გამორჩეულად მეცვა. სკოლაში ამის გამო პრობლემა არ მქონდა – ბებიაჩემი იყო სკოლის დირექტორი და, როგორც მინდოდა ისე ვიცვამდი. 18 წლიდან კი დავიწყე გარეგნობის შეცვლა. პირველად სექსი 14 წლის ასაკში, გოგოსთან მქონდა და ისეთი ზიზღი განვიცადე, ენით ვერ აგიწერ. მერე ბიჭთან ვიყავი და მას შემდეგ გაორება დამეწყო. ბოლოს მივხვდი, რომ კაცი მაინტერესებდა.
– რამდენი ხანია, რაც შენს სექსუალურ ორიენტაციას აღარ მალავ?
– დაახლოებით 12 წელია და ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებისგან აგრესია არ მიგრძნია, უფრო ჩაცმულობის და ქცევის გამო გამომარჩევენ. სიმართლე გითხრა, ადრე არ ვჩნდებოდი საზოგადოებაში და ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მკერდის ოპერაცია არ მქონდა გაკეთებული. ახლა კი 2.2 ზომის მკერდი მაქვს.
– როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, რაღაც პერიოდის განმავლობაში ბაქოში ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენთან ცხოვრობდი...
– მართალია. „ფეისბუქის“ საშუალებით დამიკავშირდა ადამიანი, რომელიც სურათებიდან მეცნო, მაგრამ ვერ აღვიდგინე, ალბათ, ტელევიზიით მყავდა ნანახი. მან მითხრა, რომ გამომიგზავნიდა მანქანას, გადამიხდიდა საკმაოდ სოლიდურ თანხას და მასთან უნდა ჩავსულიყავი.
– უცხო ადამიანს სიტყვაზე ენდე? რის გამო წახვედი?
– აქ იყო ძალიან დიდ ფინანსებზე საუბარი და ამიტომ წავედი. ერთი კვირის განმავლობაში ვცხოვრობდი მათთან. მე მაინტერესებდა თანხა და არა ის ადამიანი. სექსი მქონდა მასთან და მის მეუღლესთან – სამეული ვიყავით, ორივესთან ვამყარებდი კავშირს. მიუხედავად იმისა, რომ გზაში თვალები ამიხვიეს და ისე მიმიყვანეს დანიშნულების ადგილამდე, არ შემშინებია. თანხა წინასწარ გადამიხადეს და საკუთარი მანქანა გამომიგზავნეს, რომ ჩავეყვანე. სასახლეში ვცხოვრობდი ამ პერიოდის განმავლობაში, ეზოში ფარშევანგები და ირმები დარბოდნენ.
– მსგავს შემოთავაზებებს ხშირად თანხმდები?
– „ყოველი შემთხვევისთვის” ერთხელაც არ ყოფილა. საქართველოშიც ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი, მაგრამ, არ ვიჭერ მათთან ურთიერთობას – ფინანსური მდგომარეობა არ უწყობთ ხელს. ჩვენი მოსახლეობის 70 პროცენტი ბისექსუალია და, შესაბამისად, მოთხოვნაც დიდია.
– ქართველ პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ შენთან კავშირი?
– დიახ, საკმაოდ ბევრს, თან, ცოლებთან ერთადაც. მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ ჩემივე უსაფრთხოების გამო. სხვა ცნობილ სახეებთან სისტემატური ურთიერთობაც მქონდა 3-4-წლიანი. ხშირად ხდება მსგავსი რამ, მაგრამ ყოველდღიურად ამ საქმით ნამდვილად არ ვარ დაკავებული.
– შენი შემოსავლის ძირითადი წყარო ეს არის?
– არა, სტილისტიც ვარ. აქედან გამომდინარე, შემოსავლის სხვა წყაროც გამაჩნია, თან, ჩემებიც მეხმარებიან.
– როგორ შეეგუა ოჯახი შენს ცვლილებებს?
– ძალიან ჩვეულებრივად. დედა და მამა ნახევრად ქართველები არიან და, შესაბამისად, მათი აზროვნება ქართულ ჩარჩოებს სცდება. ისე, ათი წლის წინ მშობლები დაშორდნენ ჩემ გამო. მამაჩემმა დედას ულტიმატუმი წაუყენა, ან ის აერჩია, ან – მე, დედამ კი მე მამჯობინა.
– ანუ, მშობლები დააშორე?
– ასე გამოდის. დედამ გააკეთა არჩევანი და მამა წავიდა სახლიდან, მე არ ჩავრეულვარ. ამ თემის განხილვაც არასდროს ყოფილა ჩვენთან. დღეს მეგობრობენ და მეც კარგი ურთიერთობა მაქვს მამასთან. პირველად რომ ვიყავი შეყვარებული, მამას ვუთხარი (იცინის).
– გათხოვილი ხომ არ ყოფილხარ?
– კი, ვიყავი და ჩემი ბრალი იყო ოჯახის დანგრევაც. დაახლოებით ხუთი წლის წინ მოხდა ეს ამბავი. ერთ ბათუმელ ბიჭს ვუყვარდი, ერთი წელი ვიყავით ერთად და შემდეგ შევქმენით ოჯახი.
– შენი ორიენტაციის შესახებ თავიდანვე იცოდა?
– არა, რომ შევხვდი, მერე ვუთხარი, ტელეფონით როგორ ვეტყოდი. ორიენტაციასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია. ოჯახში მან, მისმა დამ და დეიდამ იცოდნენ. როგორ გაიგეს, არ ვიცი, ფიზიკურად ვერავინ გამშიფრავდა – არაფერი მეტყობოდა. დავშორდი იმიტომ, რომ მომბეზრდა, სხვა არაფერი ყოფილა.
– შერიგების მცდელობა იყო?
– კი, როგორ არა, მას უნდოდა შერიგება და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ურთიერთობის აღდგენას. უბრალოდ, არ მიყვარდა ეს ადამიანი და ექსპერიმენტი ჩავატარე ჩემს თავზე, რამდენად შევძლებდი თანაცხოვრებას სხვასთან. ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ხანგრძლივად ვერავისთან ვიცხოვრებ.
– შვილი რომ გყავდეს, გინდა?
– კი, მაგრამ, ჯერ არა, უკვე დაღვინებული რომ ვიქნები, მაშინ, ჯერ არ ვფიქრობ ამ თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ არატრადიციული ორიენტაციის ვარ, ბავშვის გამო, შეიძლება უმრავლესობის წარმომადგენელი გავხდე. ჩემი შვილი ნამდვილად ვერ გაიგებს, ვინ ვიყავი წარსულში.
– არა მგონია, წარსული ასე კარგად იმალებოდეს, თან, როცა საჯარაოდ საუბრობ შენს ცხოვრებაზე...
– კი, მაგრამ, ბევრი ხერხი არსებობს, რომ ყველაფერს დაადო ტაბუ. თან, საქართველოში დარჩენას არ ვაპირებ.
– ბავშვის გაჩენა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული – როგორი ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდება მას და ასე შემდეგ. ამ საკითხზე არ ფიქრობ?
– დიახ, მაგრამ, ასე ხდება ტრანსების ცხოვრებაში, სხვა გამოსავალი არ მაქვს. ჩვეულებრივი იქნება ბავშვიც და, მეეჭვება, რამე ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნას.
– რატომ არ იკეთებ სასქესო ორგანოს ოპერაციას?
– იმიტომ, რომ ამის შემდეგ ჩვეულებრივი ქალი გავხდები, თან, ოპერაციების 80 პროცენტი სავალალო შედეგებით მთავრდება – ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს და რატომ უნდა დავიზიანო რამე? მკერდის ოპერაცია გავიკეთე და მომავალში გადიდებასაც ვაპირებ. სასქესო ორგანოს ოპერაციის შემდეგ კაცისთვის რიგითი გასართობი ქალი ვიქნები.
– რატომ ამბობენ, რომ ტრანსთან სექსი უფრო კარგია, ვიდრე ჩვეულებრივ ქალთან?
– ტრანსებში გაერთიანებულია როგორც ქალის, ასევე კაცის ფსიქოლოგია და მან იცის, რა მოსწონს თითოეულ მათგანს. ტრანსი ქალის კონკურენტიცაა და კაცისაც. საქართველოში 70 პროცენტი ბისექსუალია, შესაბამისად, ქართული ოჯახების უმრავლესობა არასრულფასოვანი სექსის გამო ინგრევა. ქალები ჩარჩოებში არიან მოქცეულები, მამაპაპური წეს-ჩვეულებები აქვთ ლოგინში. ქართველ ქალებს ვურჩევ, ქმრები რომ არ გაექცეთ, ხშირად უყურონ პორნოფილმებს და რაღაცეები ისწავლონ.