კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სკანდალების შემდეგ გაითქვა სახელი მაია სტეფნაძემ და რა წვლილი მიუძღვის მას შოთა კვირაიას გადადგომაში

მაია სტეფნაძე – ადამიანი, რომელიც წლებია, კადრს მიღმა მუშაობს და საზოგადოება მხოლოდ მისი შრომის ნაყოფს ხედავს. ხშირად ველოდებით მისი მუშაობის შედეგს და ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებთ ან ვუყურებდით მის ნამუშევარს. დღეს ის სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდიუსერია, რომელიც უკვე მეთოთხმეტე კვირაა, ისეთივე წარმატებით აკეთებს გადაცემას – „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად,“ როგორიც იყო „ნანუკას შოუ“ ან „ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ.”

მაია სტეფნაძე: ტელევიზიაში პირველად ტელეკომპანია „მზეში,“ პირდაპირ ინგა გრიგოლიას „ღამის მზერაში“ დავიწყე პროდიუსერად მუშაობა. მანამდე საერთოდ არანაირი კავშირი არ მქონია ტელევიზიასთან, თუმცა, 1996 წლიდან სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოში ვმუშაობდი და მაშინ აღმოვაჩინე, რომ ცოტა ბობოქარი, ცოტა მეამბოხე და ცოტა ავანტიურისტიც ვიყავი. მაშინ ასეთი სააგენტო არსებობდა – „პრემიერი“, რომლის ხელმძღვანელი ლევან ყუბანეიშვილი იყო და, იმდენად სკანდალურ მასალებს ვაკეთებდი, რომ, მახსოვს, ლევანს სერიოზული პრობლემები შეექმნა ამის გამო.

– პირველი სკანდალი თუ გახსოვს და რას უკავშირდება?

– პირველი სკანდალი ის იყო, როცა ნოდარ გრიგალაშვილმა გააკეთა განცხადება, უშიშროების მაშინდელი მინისტრი შოთა კვირაია მისმენსო და ჩემ გარდა ვერცერთმა საინფორმაციომ ვერ გაავრცელა. ამის შედეგად, რამდენიმე კვირაში კვირაია გადადგა. კიდევ მახსოვს ის, რომ ვარდიკო ნადიბაიძის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი უბედურება ხდებოდა ქართულ ჯარში და მეც თავზე ხელაღებული ვაკეთებდი და ვაკეთებდი მასალებს. იმ პერიოდში „რუსთავი 2“ ჯერ ფეხს იკიდებდა, როცა ჩვენი სააგენტო  საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ ბოლოს ყელში ამოვუვედით მაშინდელ ხელისუფლებას და დაგვხურეს. 

– ინგა გრიგოლიასთან მუშაობის პერიოდი როგორ გახსენდება?

– ეს იყო ოქროს ხანა – უდიდესი გამოცდილება და უმაღლესი პროფესიული სკოლა, რომელიც მე ინგასთან გავიარე. ზოგჯერ, რომ ვფიქრობ, ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ ამის კეთება მე შემეძლო ან იმ ყველაფერს მე ვაკეთებდი. ეს იყო ტიტანური შრომა. წარმოიდგინე, ყოველდღე ვიყავით ეთერში და უნდა მომეძებნა დღის მთავარი სტუმარი, პლუს – მეორე ბლოკისთვის უნდა გამეკეთებინა დებატები, სადაც ოთხი ძირითადი სტუმარი გვჭირდებოდა, მესამე ბლოკში კი იყო ეგრეთ წოდებული „ლაითი“ თემები. ამ დროს, ჩვენი კონკურენტები იყვნენ ეკა ხოფერია და კოკა ყანდიაშვილი და, ვერ წარმოიდგენ, რის ფასად გვიჯდებოდა გადაცემის კეთება. ინგასთან მუშაობის დაწყება ნიშნავს, პირდაპირ აკადემიაში რომ მოეწყო და სწორედ მისგან ვისწავლე ის ყველაფერი, რასაც დღეს პრაქტიკაში ვიყენებ. დღეს ამ გადაცემაში მადგება ის ჩვევები, რაც მე იმ პერიოდში ინგაში დავინახე. შეიძლება, მაშინ ვერ ვიგებდი მისგან იმ სიმკაცრეს, რომელსაც ის ავლენდა ხოლმე, მაგრამ, ახლა მივხვდი, რომ საქმე სხვანაირად არ კეთდება საქართველოში. 

– ანუ, მკაცრი უფროსი იყო?

– ინგა არის მაქსიმალისტი, ის საშუალო დონეზე არაფერს აკეთებს – გასცემს მაქსიმუმს და, ასევე, ითხოვს მაქსიმუმს. ამიტომაც არასოდეს აკლია მაყურებელი. ინგა გრიგოლია, საუკეთესო მეგობრის გარდა, დღემდე რჩება ჩემთვის პროფესიონალიზმისა და შრომის ეტალონად; დღემდე მაკვირვებს მისი დაუშრეტელი ენერგია და ენთუზიაზმი; მისი მიდგომები საქმის მიმართ და, ამიტომაც არის, რომ წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირველობას. მას საზოგადოება ყოველთვის ელოდება და უსმენს; ის უბრალოდ „ყურებადი” კი არა, საინტერესო გადაცემის საინტერესო წამყვანია, რომელსაც ქმნიან ასევე საინტერესო და ენერგიული პროდიუსერები.

– ამის შემდეგ იყო „ნანუკას შოუ“?

– ამის შემდეგ იყო „ნანუკას შოუ“ და სულ სხვანაირი ცხოვრების ხუთი წელი. მე ნანუკას სახით შევიძინე ისეთი მეგობარი და ისეთი ცხოვრება, როგორზეც ვოცნებობდი. გახსოვთ, სრულიად ერი ჭორაობდა – იმიტომაც დადიან ქვეყნის გარეთ გადაღებებზე, რომ მას ვიღაც მფარველობს, ვიღაც აფინანსებსო და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს სრულიად სხვა რეალობაა და ხედავთ, რომ „ნანუკას შოუ“ ისევ ისე განაგრძობს მუშაობას, შეიძლება ითქვას, იმაზე უკეთაც კი.

– რომელ გადაცემას გამოყოფ, რომელიც ყველაზე კარგად, ან, პირიქით – ყველაზე ცუდად გახსენდება? 

– ასე ვერცერთ გადაცემას ვერ გამოვყოფ,  ყველაზე მეტად კი ამ ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ვამაყობ იმით, რომ არცერთი გადაცემა არ არსებობს, რომლის გამოც მერე შემრცხვა. უკან რომ ვიყურები, სიამაყის მეტი არაფერი მახსენდება იმ გადაცემებიდან, რადგან, მთელი გუნდი მართლა ოქროს ფონდს ვქმნიდით და ძალიან მაგარ რაღაცეებს ვაკეთებდით. ასე რომ, ჩემთვის ეს ორი გოგო – ინგა და ნანუკა – არიან თილისმები თუ, არ ვიცი, რა  დავარქვა... ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ცხოვრების ორი ქალი არის ინგა გრიგოლია და ნანუკა ჟორჟოლიანი (იცინის). მადლობა ღმერთს, რომ ამ ორ ადამიანთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა.

– ერთ მშვენიერ დღეს ვიგებთ, რომ მაია სტეფნაძე ტოვებს ნანუკა ჟორჟოლიანს და იწყებს გია ჯაჯანიძის შოუში მუშაობას, რამაც, პრაქტიკულად, შოკში ჩააგდო ჩვენი წრე და გაჩნდა უამრავი კითხვა, უფრო სწორად, ჭორი. რეალურად რა მოხდა, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?

– სიმართლე გითხრა, „იმედში” მოვედი სრულიად სხვა პროექტით. ჩემს მეგობარს, ზურა ფანქველაშვილს, იგივე ფანქველას, შევთავაზე დოკუმენტური ფილმების ციკლი, რომლის გაკეთებასაც ჩემს მეგობრებთან მანონ ოქრუაშვილთან და გიორგი კალანდიასთან ერთად ვაპირებდი, მაგრამ, როცა ტელევიზიის დირექტორს, გიორგი ბახტაძეს შევხვდი, მან გიასთან ერთად მუშაობა შემომთავაზა.

– მაშინვე დათანხმდი?

– სწორად გამიგეთ: ხუთი წელი ვაკეთებდი ნანუკას შოუს, მაგრამ, ჩემი წამოსვლის რეალური მიზეზი იყო ის, რომ ჩემი თავი ამ ტიპის შოუში რაღაცნაირად ამოვწურე. გარდა ამისა, ნანუკასთანაც ვგრძნობდი რაღაც ტიპის პასუხისმგებლობას და ვიფიქრე, რომ მისთვისაც კარგი იქნებოდა, შეეცვალა სტაფი, რომელიც ახალ ენერგიას შეჰმატებდა გადაცემას. მე უკვე ვხვდებოდი, რომ აღარ მაინტერესებდა ამის კეთება და, თუ ბოლომდე ვერ დავიხარჯები, მაშინ ვერც საკუთარ თავთანაც ვერ ვიქნები მართალი და ვერც სხვასთან; თანაც, ნანუკა მე არასდროს მეტყოდა: მოდი, მაიკო, ახლა დავიშალოთ, შენ შენს გზაზე წადი, მე – ჩემს გზაზეო, რადგან ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ამიტომ, ავდექი და მივიღე ეს გადაწყვეტილება; რამაც გაამართლა და, ხედავთ კიდეც, რომ ნანუკას ჩემი წამოსვლით არაფერი დააკლდა, პირიქით, ისევ ისეთი მაგარი შოუ და ისევ საოცარი რეიტინგები აქვს, იმიტომ, რომ მაშინაც ნანუკა იყო მთავარი და ახლაც ის დარჩა მთავარი.

– ახალი გადაცემის მოლოდინმა გაამართლა? 

– ჩემთვის ეს იყო ახალი გამოწვევა. სიმართლე გითხრა, პროექტის ძირითად ჩამოყალიბებაზე თავიდან ძალიან ვიწვალეთ, მართალია, მეორე გადაცემამ უკვე რეიტინგით მოიგო მაგრამ, მანამდე ბევრი მუშაობა დაგვჭირდა. ვამაყობ იმით, რომ ძალიან კარგი გუნდი შევკრიბე; ასევე ვამაყობ, რომ ადამიანი, რომელსაც, პრაქტიკულად, ერთი მსახიობის თეატრი ჰქონდა, დღეს უკვე გუნდური მუშაობის მსხვერპლად ვაქციე – კარგი გაგებით. გია, ძირითადად, სოლიდურად ჩაცმული დადის, მაგრამ, შოუს გამო ხან ტაშტს იხურავდა თავზე, ხან ყვავილს იდგამდა, ხან წარბებს იპარსავდა... მას ჰქონდა ერთი მსახიობის თეატრი და ასეთი ადამიანი უნდა გარდაგვექმნა მასშტაბური თოქ-შოუს წამყვანად. ახლა კი ხედავთ, როგორი დიდი სხვაობაა პირველსა და ბოლო გადაცემას შორის, რაც ისევ გიას ნიჭიერებაზე მეტყველებს. გია არის უნიჭიერესი ადამიანი, მას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ, ის ზედაპირული შეხედულებები, რომელიც მასზე მქონდა, აღმოჩნდა არასწორი. ის ძალიან სიღრმისეული ადამიანია და მიხარია, რომ ჩვენ ერთად ვქმნით ამ გადაცემას, რომელმაც თავისი ნიშა უკვე დაიკავა ტელესივრცეში.

– საზოგადოების გარკვეული ნაწილი კრიტიკულად არის განწყობილი, რაც სწორედ იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ნიშა უკვე დაიკავეთ.

– არ მესმის ადამიანების, რომლებიც გვადანაშაულებენ ტრანსსექსუალების და მეძავების პროპაგანდაში. ჩვენ დღეს ამ რეალობაში ვცხოვრობთ და, წინაპრების ძვლების მლოცველ საზოგადოებას ვურჩევ, თვალი გაუსწორონ ამ რეალობას. სექსმუშაკებიც ადამიანები არიან, მათაც გააჩნიათ ღირსებები, მათაც აქვთ ადამიანური სურვილები და ოცნებები და, არა მგონია, რომ რაღაცეების გამო უნდა გავრიყოთ ან სარდაფში გამოვკეტოთ. ჩვენ ნებისმიერ რესპონდენტს მიზნობრივ თემაზე სასაუბროდ ვიწვევთ და არა მათი პოპულარობის თუ პიროვნული ღირსებების გამო, ამიტომ სიტყვა პროპაგანდა ჩვენთან მიმართებაში ძალიან უადგილოა.

– პირადად მე არავის საწინააღმდეგო არ მაქვს, მით უმეტეს – სექსუალური უმცირესობების, მაგრამ, ჩემი აზრით, ტრანსსექსუალზე კი არა, მხატვრობაზეც რომ კეთდებოდეს ამდენი გადაცემა, ისიც გამაღიზიანებელი იქნებოდა. კარგი, მოვეშვათ ამ თემას და მითხარი – რატომ „დაასვით“ ასათიანის „პროფილს“ გია ჯაჯანიძის „სხვა რაკურსი?“

– როგორც წეღან ვთქვი, ჩვენ თემატურად ვიწვევთ რესპონდენტებს, მათ შორის ტრანსგენდერებსაც, მაგრამ თუ სხვა შოუს უბრალოდ მოუნდა და მიიწვია მათი პრობლემაა და არა ჩვენი. თავიდან იგეგმებოდა, რომ შაბათობით ყოფილიყო, მაგრამ, ემთხვეოდა „ჩემი ცოლის დაქალებს“, რაც, დამეთანხმები, რომ არ იქნებოდა სამართლიანი. თუ კონკურენციაა, მაშინ ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს – რინგზეც ერთი წონით კატეგორიაში გამოდიან, ხომ ასეა? შესაბამისად, უნდა დასჯდომოდა ასეთივე ტიპის შოუს. ნანუკა, ერთმნიშვნელოვნად, არც კი მოიაზრებოდა, რადგან მორალი ჩემთვის ყველაზე მთავარია – მე, რომელიც ხუთი წელი ვაკეთებდი „ნანუკას შოუს“ და კარგად ვიცი მისი მუშაობის სტილი, ეს იქნებოდა ღალატის ტოლფასი. გარდა ამისა, მაია ასათიანი სტაბილურია, ძალიან პროფესიონალი, თან, უდიდესი კრიტიკის მიუხედავად, რისკებს არ უშინდება, ისევე, როგორც მე. მიმაჩნია, რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული კონკურენტები და, უკვე მეცამეტე გადაცემა გავიდა, მაგრამ, არ მახსოვს, ამ პერიოდში მას კონკურენციის უხეში ფორმებისთვის მიემართა, მაგალითად, როგორიცაა რესპონდენტის გადაბირება-წართმევა. ამიტომ გადაწყდა, რომ საზოგადოებისთვის „პროფილის“ ალტერნატივად შეგვეთავაზებინა და ხალხს აერჩია, სად გადართავდა ტელევიზორს.

– ამ ალტერნატივის წყალობით, ხუთშაბათობით ტელევიზორის პულტი უკვე ფუნქციონირებადი გახდა, მაგრამ, გასულ კვირას, მაგალითად, ერთი და იგივე თემა და ერთი და იგივე რესპონდენტი გყავდათ  – თეა დარჩია.

– სამწუხაროდ, ასე დაემთხვა. თეას ჩვენთვის არ უთქვამს რომ „პროფილის“ ჩაწერაზე იყო, თორემ, აუცილებლად ჩავანაცვლებდი სხვა სტუმრით. დარწმუნებული ვარ, არც მაიამ იცოდა, რომ თეა ჩვენთან იყო, თორემ, არც ის იკადრებდა ჩვენი სტუმრის მიწვევას. რაც შეეხება 12 წლის ფეხმძიმე გოგოს ისტორიას, ჩვენ თვითონ გვყავდა ეს გოგო და დედამისი მოწვეული და პირადად მათ ილაპარაკეს ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ, მაიამაც ძალიან ღირსეულად გააკეთა ამ თემაზე ის ბლოკი.

скачать dle 11.3