კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მიიქცევს ყურადღებას ინტიმური საუბრებით ნინა სუბლატი და ვისი დამსახურებაა მისი ქალური ბედნიერება

სულ მალე, „ვროვიზიის“ კონკურსი დაიწყება და მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ყურადღებას მიიპყრობს. წელს ამ კონკურსზე საქართველოს სახე, მომღერალი ნინა სუბლატი იქნება. ნინა, საკმაოდ მიზანდასახული, მშრომელი ადამიანია, და როგორც თავად ამბობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გვასახელოს. მართალია, ცხოვრებაში, ყველა სურვილი ვერ აიხდინა, მაგრამ ყოველთვის მიზნის მისაღწევად იბრძვის. მის განვლილ ცხოვრებაში, ექსპერიმენტების სიყვარულის მიუხედავად ვერ იტყვის, რომ ოდესმე ისეთი სისულელე გაუკეთებია, რაზეც შემდგომ უნანია.

 ნინა სუბლატი: შეიძლება ითქვას, საკმაოდ მიზანდასახული ვარ. ყოველთვის ვცდილობ, გავერკვე საკუთარ სურვილებში, ავწონ-დავწონო შესაძლო შედეგები და შემდეგ შევუდგე შრომას. წინასწარ არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს, მაგრამ ყოველთვის ვიცი, თუ რამეს მოვისურვებ და საკმარისად ვიშრომებ, აუცილებლად განხორციელდება. რაც შეეხება ბედნიერებას, საწუწუნო არაფერი მაქვს. იმის მიუხედავად, რომ ალბათ, როგორც ყველას, მეც რაღაცეები მაკლია ცხოვრებაში და უკეთესის სურვილი მაქვს, მაინც ბედნიერად ვგრძნობ თავს. ვიცი, თითოეული ჩემი ჩანაფიქრი, დროში გაწელილი პროცესია, პირად სივრცეში კი ყველაფერი იდეალურად მაქვს, ჩემი საყვარელი ადამიანების დამსახურებით. ფაქტობრივად, საჭირო დროს, ყოველთვის საჭირო ადგილას ვხვდები.

– ეს შენი ინტუიციის დამსახურებაა თუ იღბლის?

– ვერ გეტყვით, არ ვიცი... შესაძლოა იმიტომ, რომ ჩემი დრო ვიცი და იმ მომენტში საკუთარ შესაძლებლობებს ობიექტურად ვაფასებ. საქმეს რომ ვაკეთებ, ვცდილობ, ემოციებს არ ავყვე და ყველაფერი ცივი გონებით გადავწყვიტო. ინტუიციაც ხელს მიწყობს და ზოგადად, კარგი წინათგრძნობაც. ამიტომ, ხანდახან წინასწარ ვიცი, რას რა შედეგი მოჰყვება.

– ნინა, რას ნიშნავს შენთვის ქალური ბედნიერება და არის თუ არა ამისთვის საჭირო, გვერდით საყვარელი მამაკაცი გყავდეს?

–  თუ მატერიალისტურად შევხედავთ, ქალური და კაცური ბედნიერება ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდება. რა თქმა უნდა, ქალს უფრო მეტად უყვარს ლამაზი სამოსი და მისთვის ბრწყინვალე კაბა უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კაციც არ იტყვის უარს კარგ პერანგზე (იცინის). რაც შეეხება სულიერ ასპექტს, ჩემი აზრით, ბედნიერება სულის სიმშვიდეშია. რაც უფრო მშვიდია ადამიანი, მით უფრო ივიწყებს წვრილმან პრობლემებს, ბედნიერებაში რომ უშლის ხელს. პოზიტიური ხდება და ამ პოზიტივით, კიდევ უფრო მეტ დადებითს იზიდავს. სწორედ ასეთი დადებითი ადამიანი – ქალიც და კაციც, ბედნიერია.

– საკმაოდ თამამი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. შინაგანად ხარ ასეთი, თუ ეს მხოლოდ გარეგნული იმიჯია?

– სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვფიქრობ მაგაზე. როგორიც ვარ, ისეთი ვარ ყველგან – სახლშიც, გარეთაც, სცენაზეც. შესაძლოა, ვიღაც თამამად მთვლის, მე კი უბრალოდ, იმას ვაკეთებ, რისი გაკეთების სურვილიც მიჩნდება. არ ვერიდები ექსპერიმენტებს და სიახლეები მიყვარს. არ მომწონს არაფერი გაზვიადებული და სითამამე ლაყბობაში, ყოყოჩაბასა და სიყალბეში არ მეშლება. აი, ასეთი ვარ შინაგანად.

– ხშირად, მომღერალი, კარგად რომ გამოიყურებოდეს, გარკვეულ, საიმიჯო  მსხვერპლზეც მიდის. ამბობენ, ნინა, საცვლების გარეშე არაერთხელ მდგარა სცენაზე და ისე უმღერიაო. ეს სიმართლეა?

– მე არასდროს გამიკეთებია ისეთი რაღაც სცენაზე, რაც ჩემს მუსიკას აღემატება. არ მიყვარს, როდესაც ადამიანები სისულელებით იქცევენ ყურადღებას და არა – შემოქმედებით. ვფიქრობ, არაფერი მჭირს საიმისო, რომ ყურადღება თუნდაც უსაცვლობით მივიქციო. არ ვფიქრობ, რომ გამომწვევი იმიჯი მაქვს. ალბათ, უფრო თავისუფალს დავარქმევდი. ყველაფერი, რაც მაცვია, როგორი ვარცხნილობა და მაკიაჟიც მაქვს, ჩემი სტილია და პროფესიის გამო არ მაქვს მორგებული. ზოგადად, არც შემიძლია რამე ისეთის მორგება, რაც, ასე ვთქვათ, „ჩემი არ არის”. მომღერალიც და საერთოდ, ადამიანიც, რა თქმა უნდა, თუ საჭიროა, რაღაცეებს უნდა ცვლიდეს გარეგნობაში, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გამოიყურებოდეს და თავი კომფორტულად იგრძნოს. ისე კი, ალბათ, ვისაც  ნიჭის ნაკლებობა აწუხებს, ყოველთვის ცდილობს, გამომწვევად მოიქცეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, უბრალოდ, ესთეტიკურად გამოვიყურებოდე და თუნდაც, საცვალი არ მეცვას, ეს ჩემს გარდა არავინ იცოდეს და ვერავინ ამჩნევდეს. მიმართლებს მაშინ, როდესაც საკმარისს ვშრომობ. ის, რაც გამიკეთებია და რისთვისაც მიმიღწევია, ყველაფერი საკუთარი შრომით მაქვს მოპოვებული. არასდროს მიმიმართავს იაფფასიანი პიარისთვის, ყურადღება არ მიმიქცევია პირადსა და ინტიმურზე საუბრით. ვინც მიცნობს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიცნობს და არა იმით, თუ ვისთან ვიყავი, რა მეცვა და რა მივირთვი. შესაბამისად, ჩემს შემთხვევაში, გამართლება, მიზნისთვის გაწეულ სამუშაოს ნიშნავს და თუ რამეს დავიმსახურებ, ადრე თუ გვიან აუცილებლად მივიღებ. ოცნებებს გადაყოლილი დიდად არ ვარ. ერთი მაქვს და ვცდილობ, სწორ გზაზე ვიარო იმისთვის, რომ ამიხდეს. 

– ამბობენ, ქალი მაშინ არის სრულფასოვანი და წარმატებული, როცა მის გვერდით ძლიერი მამაკაცი დგას და საკუთარი, საყვარელი საქმე აქვსო. ამ აზრს ეთანხმები?

– ზოგადად ამბობენ, წარმატებული ქალი მარტოობისთვის არის განწირულიო. ჩემს სფეროში ეს, ასეც არის. ჩემი საყვარელი ადამიანი იმავე პროფესიის რომ არ იყოს, რაც მე ვარ, აუცილებლად შევეშვებოდით ერთმანეთს. მეც მუდამ სამუშაო პროცესში ვარ ჩართული და სახლში, ძირითადად, არ ვარ. ისიც ზუსტად ასეა. პროფესიის იდენტურობის გამო კი, უკეთ გვესმის ერთმანეთის. ვეხმარებით ერთმანეთს, ერთად ვმუშაობთ და ამიტომაც არ გვიჭირს ურთიერთობა. ზოგადად კი, არ ვფიქრობ, რომ მამაკაცის გვერდით ყოლა მაინცდამაინც საჭიროა. რა თქმა უნდა, თუ სასურველ პარტნიორს იპოვი, ძალიან კარგია, მაგრამ ძლიერი ქალი მარტოც ძლიერია და სხვასთან ერთადაც. ჩემ გარშემო რამდენიმე ისეთ ადამიანს უთქვამს, რომ ძლიერია, სიცილი ძლივს შევიკავე. ალბათ, გააჩნია, რას ვგულისხმობთ სიძლიერეში. კოჭლობას ძაღლი არ მოუკლავსო, - ასეთ რაღაცეებს, სიძლიერედ საერთოდაც არ მივიჩნევ. ადამიანი ყველანაირ გარემოში ადაპტირებს, დრამასაც თავისთავად ეგუება და ცხოვრებას განაგრძობს. ჩემთვის მეტ-ნაკლებად სიძლიერე ის არის, რომ გადახდენილმა სიხარულმა თუ მწუხარებამ, არ შეგცვალოს და არ გაგაბოროტოს. პირიქით, მეტი უნდა გასწავლოს, მაგალითი მოგცეს და უკეთესობისკენ შეგცვალოს. თუ ასეთ განსაცდელს გაუძლებს ადამიანი და არ გატყდება, მაშინაა ის ძლიერი. ვერ გეტყვით, ძლიერი ვარ თუ არა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, უკეთესი ვიყო და უკეთეს სიტუაციაში ვიცხოვრო. 

– ყველას ცხოვრებაში დგება წარუმატებლობის პერიოდები. როცა ხვდები, რომ სამყარო შენ წინააღმდეგაა მომართული, როგორ იქცევი?

– როცა სამყარო ჩემს წინააღმდეგაა, მეც ვატყუებ, რომ თვითონვე ვარ საკუთარი თავის წინააღმდეგი (იცინის). მესამე თვალით ვუყურებ ჩემს თავს და ვცდილობ, გავიგო, რა, რატომ ხდება. მჯერა, რომ ყველაფერს თავის მიზეზი აქვს და კარგიც და ცუდიც იმიტომ ხდება, რომ რაღაცისთვისაა საჭირო. ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე წარუმატებელი ვყოფილვარ. შეიძლება, რაღაცაში არ გამმართლებოდა, მაგრამ ეს ჩემთვის ისეთი უმნიშვნელოა, რომ არც კი მახსოვს.

– „ევროვიზიის“ კონკურსისთვის ემზადები. როგორ გგონია, რას შეცვლის შენთვის გამარჯვება და როგორ მიდის მზადების პროცესი?

– „ევროვიზიის” მოგება ნამდვილად წარმოუდგენელი ამბავია ქვეყნისთვის. ჩემთვის „ევროვიზია” არც პრესტიჟია და არც ვინმესთვის რამის დამტკიცება. ეს უბრალოდ, შესანიშნავი შანსია იმისთვის, რომ ლამაზ, ტექნიკურად გამართულ სცენაზე ვიმღერო და მთელმა მსოფლიომ მომისმინოს. მე ჩემი მუსიკის პოპულარიზაცია მინდა და არა საკუთარი თავის. ძალიან მშვიდად და აუღელვებლად მიმდინარეობს მზადების პროცესი. რაც შეეხება შანსებს, საქართველოსთვის მთავარია, მომღერალი კარგად წარდგეს და ქვეყანას „თავი არ მოსჭრას”. 

скачать dle 11.3