კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მეუღლე თბილისსა და ბათუმში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  გიორგი პაპუაშვილი 1972 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც 1995 წელს დაამთავრა. მისი შრომითი კარიერა 1996 წელს დაიწყო. მან 1999 წლამდე იმუშავა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროს სპეციალისტად, შემდეგ – წამყვან სპეციალისტად, ბოლოს კი – აპარატის უფროსადაც. ამის პარალელურად, 1996-1997 წლებში ბუდაპეშტის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტზეც სწავლობდა, რის შედეგადაც პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 1999 წელს, როგორც მისი ბიოგრაფია გვამცნობს,  ჩაირიცხა ამერიკის უნივერსიტეტის (უნივერსიტეტის დასახელება მითითებული არ არის) მაგისტრატურაში, რომელიც 2000 წელს დაამთავრა და იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხიც მიიღო. 2000-დან 2004 წლამდე იყო „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი, GIPA-სა და მოსამართლეების სწავლების ცენტრისა და ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ლექტორი. 2004 წელს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, 2005 წელს – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად. 2006 წლის 14 ივლისს – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო 29 სექტემბერს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედაც აირჩიეს.

რაკი აგერ უკვე მეთერთმეტე წელია, უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობს, ბუნებრივია, ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციაც არაერთხელ შეუვსია. პირველი 2004 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც იუსტიციის მინისტრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა დედ-მამა, მეუღლე, 1979 წელს დაბადებული თეა ხოფერია და 2001 წელს დაბადებული შვილი – ავთანდილი. იმხანად გიორგი პაპუაშვილის საკუთრება იყო ბინა თბილისში, 100 000 ლარად ღირებული და 5 000-ლარიანი ავტომანქანა; მამამისს, ასევე, ეკუთვნოდა ბინა თბილისში, 85 000 ლარად ღირებული და 30 000-ლარიანი აგარაკი მარტყოფში.

რაც შეეხება შემოსავლებს: 2003 წლის განმავლობაში გიორგი პაპაუშვილმა, როგორც სოროსის ფონდის პროგრამის დირექტორმა 18 240 აშშ დოლარი აიღო, როგორც იუსტიციის მინისტრმა, სულ რაღაც, 554 ლარი. ამას გარდა, ის ყოველთვიურად რეფორმებისა და განვითარების ფონდიდან 1 200 აშშ დოლარის ოდენობით დანამატსაც იღებდა მინისტრის ხელფასზე. ამასთან, გიორგი პაპუაშვილმა იმავე წელს კანცელარიისთვის კონსულტაციის გაწევისთვის 3 000 აშშ დოლარიც მიიღო, ხოლო სახელმწიფო მართვის ინსტიტუტში ლექციების კითხვისთვის – 500 აშშ დოლარი. თეა ხოფერიას, როგორც ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტის, წლიურმა ანაზღაურებამ კი 700 ევრო შეადგინა.

გიორგი პაპუაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება და ის მან, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რანგში შეავსო. ოჯახის წევრებად კი მიუთითა მხოლოდ მეუღლე და ორი შვილი: ავთანდილი და 2006 წელს დაბადებული ნატალია. უძრავი ქონების მფლობელი მხოლოდ ბ-ნი პაპუაშვილია. მისი საკუთრებაა: საცხოვრებელი ბინა თბილისსა (ჭავჭავაძის გამზირი, ფართობი – 133 კვ. მ.) და ბათუმში (გორგილაძის ქუჩა, ფართობი – 277 კვ. მ.).

დეკლარაციის თანახმად, პაპუაშვილების ოჯახში სამეწარმეო საქმიანობას მხოლოდ თეა ხოფერია ეწევა: ის არის თბილისში დაფუძნებული შპს „აუდიტორიისა“ და ბათუმში დაფუძნებული შპს „თეას სუვენირების“ პარტნიორი, თუმცა შემოსავალი არცერთი მათგანიდან არ მიუღია. რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში გიორგი პაპუაშვილმა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, 104 675 ლარი აიღო, თეა ხოფერიამ, როგორც ჟურნალ „სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, 13 500 ლარი, ხოლო, როგორც „სოკარ ჯორჯია გაზ აჭარის“ პრესმდივანმა, 23 718 ლარი.

რაც შეეხება მათ მიერ წინა წლებში აღებულ შემოსავლებს. გიორგი პაპუაშვილმა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, 2007 წელს 68 300 ლარი აიღო; 2008 წელს – 95 610 ლარი. იმავე წელს დასაქმდა თეა ხოფერიაც, აჭარის მთავრობაში, მთავარ სპეციალისტად – წლიური 6 700-ლარიანი ანაზღაურებით. 2009 წელს გიორგი პაპუაშვილის წლიურმა ანაზღაურებამ 97 015 ლარი შეადგინა, თეა ხოფერიასამ – 13 332 ლარი. 2010 წელს გიორგი პაპუაშვილმა 95 700 ლარი აიღო. 2011 წელს – 98 083 ლარი, თეა ხოფერიამ კი, როგორც „სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, 10 000 ლარი. 2012 წელს გიორგი პაპუაშვილის წლიურმა შემოსავალმა 102 850 ლარი შეადგინა, ხოლო თეა ხოფერიამ, როგორც „სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, 9 800 ლარი აიღო, როგორც „სოკარ ჯორჯია გაზ აჭარის“ პრესმდივანმა კი – 15 219 ლარი.

скачать dle 11.3