კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„უმწვანეებოდ“ „მწვანეში“

პერპენტუუმ-მობილი, ანუ ელექტრომობილი

იმის მიუხედავად, რომ ელექტრომობილები ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის ოცნება იყო (ყოველ შემთხვევაში, სახელდობრ ჩვენ ასე გვეუბნებოდა), ისე მოხდა, რომ ჩვენთვის ყვითელი ავტობუსები შემოიყვანა, იმას გარდა, რომ მეორადი, სავენტილაციო სისტემის გარეშეც.

თუმცა ეს ხარვეზი მალე დაიძლია: ქარხნულად უძრავი ფანჯრები გადააკეთეს და მოძრავად აქციეს (რას არ მოიფიქრებდა პოსტრევოლუციური საქართველოს მოქალაქე?!). ასეა თუ ისე, მოქალაქეები ყვითელ ავტობუსებსაც შეეჩვივნენ, მაგრამ ახლა გადაჩვევა მოუწევთ, ვინაიდან ყვითლები „მწვანეებით“ (ოღონდ ავტობუსებით) უნდა შეიცვალოს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რის მიხედვითაც, 4,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის არასაპროექტო გრანტი გამოგვეყოფა, რომლის ნაწილითაც თბილისის მუნიციპალიტეტს ახალი თაობის ავტობუსებს შეუძენენ.

ამის წყალობით კი, თბილისის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მარშრუტებზე ჰიბრიდული ელექტროავტობუსები იმოძრავებს.

„მწვანე ტრანსპორტის” პოპულარიზაციის მიზნით კი, ამავე გრანტით, ორი მცირე ზომის ელექტრომობილის შეძენა იგეგმება, რომლებსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადასცემენ (ვითომ სხვა სამინისტროს აწყენს თუ რაკი მაინც გარემოს დაცვაა?!).

ცხადზე უცხადესია, რომ რამდენიმე ელექტრომობილი ამ ჩვენს, უხარისხო საწვავით ჰაერდაბინძურებულ ქალაქში დიდს ვერაფერს შეცვლის, თუმცა ისიც საქმეა, როცა „მწვანე“ არ გაქვს, მაგრამ „მწვანეში“ მაინც ჩაჯდები.  –

скачать dle 11.3