კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიდი ავიაციისკენ

ეროტიკული საღამოების ვარსკვლავი

ხანგრძლივი პერიპეტიების შემდეგ იტალიის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა იტალიისვე ექსპრემიერ ბერლუსკონის გამამართლებელი განაჩენი და ამ უკანასკნელმა, აწ უკვე 78 წლის ასაკში განაცხადა, რომ აპირებს, დაუბრუნდეს დიდ ავიაციას, ანუ პოლიტიკას. 

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს მილანის სასამართლომ პოლიტიკოსს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მიიჩნია რა დამნაშავედ ეროტიკულ საღამოზე არასრულწლოვანი პროსტიტუტი ქალის მომსახურებით სარგებლობასა და სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში.

თუმცა ივლისში საკასაციო სასამართლომ უარყო ყველა ბრალდება და ბ-ნი ბერლუსკონი გაამართლა არასაკმარისი სამხილების გამო. ხოლო, რაკი იტალიის უმაღლესმა სასამართლომაც გაიზიარა საკასაციოს გადაწყვეტილება, მისი განაჩენი უკვე საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება!

შესაბამისად, დიდი გულის მქონე ექსპრემიერმა გაამხილა, რომ უბრუნდება ბრძოლის ველს Forza Italia-სთან (წინ, იტალია!) ერთად. სწორედ სასამართლო განხილვების გამო გამოტოვა სილვიო ბერლუსკონიმ ბოლო სამი არჩევნები, რადგან, იტალიური კანონმდებლობით, ადამიანს, რომელსაც პატიმრობა 2 წელზე მეტი ვადით შეეფარდა, არ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ამიერიდან კი, თუ ჯანი მიჰყვა, შესაძლოა, მან იტალიის პოლიტიკური ცის კაბადონზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინოს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, ჩვენს მეგობარ უკრაინაში თავის ქვეყანაში ჩამოწერილმა არაერთმა პოლიტიკოს-ჩინოვნიკმა გაიბრწყინა, თვით ინტერპოლის მიერ ძებნილებმაც კი, არც ისაა გამორიცხული, ბ-ნმა პოროშენკომ ცხელი პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე ბ-ნი ბერსულსკონის გამოცდილების გაზიარებაც ისურვოს, რადგან, განა ბევრი დაიკვეხნის 70 წელს ზემოთ ეროტიკული საღამოების ვასკვლავობას?! – 

скачать dle 11.3