კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტანდარტების შიმშილში

ანუ შენ რომ ჯერ მანქანა არ გიყიდიაო?!

რაკი ისე მოხდა, რომ მთავრობისა და, ზოგადად, ხელისუფლების წევრები არც ხარჯებს მალავენ და ჟურნალისტებთანაც გაცილებით მეტი სიხშირით ურთიერთობენ, იმას გარდა, რომ ინფორმაციას ვიღებთ, შოკიც გარანტირებული გვაქვს.

ასე, მაგალითად, თერჯოლის გამგებელი, ბ-ნი ჯაფარიძე ადასტურებს, რომ, მართლაც შეიძინა 30 000 ლარად ღირებული ავტომანქანა და ისიც ახსნა, რომ ავტომანქანა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სჭირდება (ოღონდ, სხვა სიტყვებით – სოფლებში უნდა ვიარო გაზაფხულის ხვნა-თესვის პერიოდშიო). ზედაც, განმარტა, რომ ავტომანქანა ქამრების შემოჭერის კამპანიის დაწყებამდე შეიძინა და პირობაც მოგვცა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა იმავეს ახლა, ანუ ქამრების შემოჭერის პროცესში.

ხოლო იქვე დასძინა, რომ, ჯერ ერთი, უმანქანო გამგებელი გამგებელი არ არის და, რაც მთავარია, უფრო ძვირიანის ყიდვაც შეეძლო, მაგრამ მხოლოდ 30 000-ლარიანი შეარჩია.

თუმცა სტრიქონებს შორის იკითხება, რისი თქმა უნდოდა გამგებელ ჯაფარიძეს (ავტომანქანა სჭირდება და იაფიანს დასჯერდა, რა თქმა უნდა, სხვა საქმეა, რასთან შედარებითაა 30 000 მცირე თანხა – ), მაგრამ ფაქტია, რომ კომუნიკაციის ცოდნით ვერ დაიკვეხნის.

ხოლო, რაკი ეს კონკრეტული ფაქტი გამოხატავს ზოგად ტენდენციას, აშკარაა, სანამ ქვეყანა ჩინოვნიკ-პოლიტიკოსის სტანდარტებს არ შეიმუშავებს, ხელისუფლება მის წევრებს მუდმივად საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებელი ადგილი ეგონებათ.

скачать dle 11.3