საგაზაფხულო სალათა
საჭირო ინგრედიენტები: 2 ცალი კიტრი, 2 ცალი პომიდორი, 4 ცალი მოზრდილი ბოლოკი, 2 კბილი ნიორი, 3 ცალი მწვანე ხახვი, ნახევარი კონა ქინძი, ნახევარი კონა კამა, ნახევარი კონა მწვანე სალათა, 100 გრამი ღორის რბილი ხორცი, 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 2-3 მოხარშული მწყრის კვერცხი, მაიონეზი, მაგარი ყველი, შავი პილპილი, მარილი.
მომზადების წესი: სალათა დაფლითეთ ხელით. ხორცი (შეგიძლიათ, აიღოთ შებოლოლი ნაჭერიც) მოხარშეთ და დაჭერით წვრილ ჩხირებად.
პომიდორს გააცალეთ კანი. გაჭერით ოთხად. კიტრი გაჭერით შუაზე და დაჭერით ფირფიტებად. კვერცხი დაჭერით კუბიკებად. ყველა ინგრედიენტი შეაერთეთ ჯამში. მოასხით მაიონეზი. უყავით ნიორი, მარილი, პილპილი... სალათა გადაიტანეთ დიდ ლანგარზე და მორთეთ შუაში გაჭრილი მწყრის კვერცხებით. მოაყარეთ დაფხვნილი ყველი და მწვანილი.