ქათამი ლიმონისა და ნივრის სოუსით ეკა ჩხეიძისგან
მიყვარს გემირელად შეკმაზულ-შებრაწული, სუნელებით შეზავებული, ცხარე საკვები. ვერიდები ცხიმიან საჭმელებს. გაგიკვირდებათ და, არ მიყვარს შემწვარი კარტოფილი, ღორის ხორცი და ცომეული. უპირატესობას გრილზე შემწვარ ხორცეულს ვანიჭებ და არ მიყვარს, როცა ცხიმში ტივტივებს ხორცი, ან თევზი. არაჟნით და აჯიკით შემწვარ ქათამზე კი უარს ვერასდროს ვიტყვი. დღეს შემოგთავაზებთ უგემრიელესი შემწვარი ქათმის რეცეპტს, რომელიც საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია.
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი ქათამი, 5 ცალი ლიმონი, 5 კბილი ნიორი, 2 ჩაის კოვზი ბეგქონდარა, 40 გრამი ყავისფერი შაქარი, 1 ჩაის კოვზი ბაჰარი, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება, მარილი კი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათამი გაასუფთავეთ, შეაზილეთ მარილი. ნიორს გააცალეთ გარეთა უხეში კანი და ერთი ფენა დატოვეთ. ლიმონი გაჭერით შუაზე, მოაყარეთ ბაჰარი, ყველაფერი ერთად მოათავსეთ ფორმაში ან ტაფაზე და შედგით ღუმელში, 180 გრადუსზე. როცა ქათამი შეიბრაწება, მოამზადეთ სოუსი – გამომცხვარი ნივრის კბილები დაარჩიეთ, ლიმონს მოაცილეთ კურკები და რბილობი გახეხეთ. დაუმატეთ დაჭრილი ბეგქონდარა, შაქარი, მარილი და ბლენდერში ათქვიფეთ.