კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

ნუგზარ კვაშალის ანეკდოტები

– კაცო, ფარდები უნდა ვიყიდო და ფული მამეცი, ჩვენს მეზობლად სტუდენტი ბიჭები გადმოვიდნენ მდგმურად, როცა ტანსაცმელს ვიცვლი და ვიხდი, შეიძლება დამინახონ.

– შენ დაწყნარდი, მარო! მაგის დარდი ნუ გექნება, დედაკაცო! როცა ისინი გახდილს დაგინახავენ, თვითონ იყიდიან ფარდებს!

***

მეგრელი ეუბნება მეზობელს:

– ბიჭო, გაიგე, პიანინო 5 ლარი რომ ღირს?

– რას ამბობ, მაგი ტყუილი იქნება!

– ტყუილია, მაგრამ ხომ იაფია?

***

ყრუ-მუნჯი ყვება:

– გუშინ ძმაკაცის ქორწილში ვიყავი და იმდენი ვიმღერე, იმდენი ვიმღერე, რომ ხელები მტკივაო.

 

ვლად არამოვის ანეკდოტები

მეტროს ვაგონში, მოხუცი ქალი ჯოხს აკაკუნებს ძირს, რომ მის წინ მჯდომმა ტიპმა ადგილი დაუთმოს. 

– ბებია, ამეხადა თავი, რეზინა მაინც გაუკეთე მაგ ჯოხს.

– რეზინა მამაშენს რომ გაეკეთებინა, ახლა მე ვიჯდებოდი მაგ სკამზე და არც შენ აგეხდებოდა თავი!

***

მეგრელი თბილისში ჩამოვიდა. იფიქრა, ისე როგორ წავიდეო და ორი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი აიყვანა. მაგრამ, ბედი არ გინდა?- პოლიციელების „აბლავაში” მოყვა. 

– შენ ვინ ხარ? – ეკითხებიან ქალს.

– მე მასაჟისტი ვარ!

– შენ? – ახლა მეორეს მიუბრუნდნენ.

– მე პედიკურს ვაკეთებ!

გადაირია მეგრელი:

– უყურე შენ ახლა ამათ! ისე ლაპარაკობენ, ბოზს ბოლოს მე გამომიყვანენ!

скачать dle 11.3