ბრძნული აზრები
ჰელვეციუსი: თუ გგონიათ, რომ ცოლ-შვილის სიყვარული უფრო დიდია სამშობლოს სიყვარულზე, მაშინ მამაკაცს ნება ექნება, იარაღი დაყაროს მამულისათვის ომის დროს და გამოიქცეს ცოლ-შვილის საშველად; ან მამას, რომელსაც, ვთქვათ, აბარია საზოგადო ხაზინა, ნება ექნება, გაძარცვოს ის, რომ ნაძარცვით გამოკვებოს თავისი ცოლ-შვილი, რადგანაც ამ მოქმედებით ის აზარალებს იმას, რაც ნაკლებად უყვარს, იმისთვის, რაც მეტად უყვარს.
ბუასტი: ყოველთვის, ჩვენ რომ გვგონია, იმაზე დიდია რიცხვი ჩვენი ნაკლოვანების, ვალებისა და მტრების.
ლაბრიუერი: ჩვენ იშვიათად მოვინანიებთ იმას, რომ ცოტა გავაკეთეთ, მაგრამ, ძალიან ხშირად იმას, რომ ნამეტანი ვილაპარაკეთ – ეს გაცვეთილი ჭეშმარიტებაა, ეს ყველამ იცის, თუმცა არავინ იყენებს პრაქტიკაში.
გოეთე: თუ ადამიანმა გონებით კარგად შეიგნო თავისი ნაკლი, ის ძალიან დაახლოებია უნაკლო ადამიანებს.
ბერანჟე: ბევრნი მათგანნი, ვინც სიცოცხლეშივე აყვანილ იყვნენ კვარცხლბეკზე, ვერასოდეს ეღირსებიან ძეგლს სიკვდილის შემდეგ.
ლაროშფუკო: დიდი ჭკუის განმასხვავებელი თვისებაა – მოკლედ თქვას ბევრი; შეზღუდული ჭკუა, პირიქით, ფლობს უნარს, ბევრი ილაპარაკოს და ვერაფერი თქვას.
ბალზაკი: მე მთელი ჩემი ცხოვრება შევალიე არა გულს, რომელიც, შეიძლება, დაიმსხვრეს; არა გრძნობებს, რომლებიც ჩლუნგდებიან, არამედ ტვინს, რომელიც არ იცვითება და ყველაფერს აიტანს.
ფლობერი: რაც მეტი სარგებლობა გსურთ მოუტანოთ ახალგაზრდებს, მით ნაკლები ხოტბა შეასხით მათ ღირსებებს და მეტი იზრუნეთ მათ გონიერებაზე.
დებიუსი: ვინც სისაძაგლეს ენას უთმობს, ხელსაც ადვილად გაუწოდებს.
როშერი: რაც უფრო მაღალია კულტურა, მით უფრო მეტი ღირსებით სარგებლობს შრომა.
სეგური: ის კარგავს თავის სიცოცხლეს, ვისაც სიკვდილის ეშინია.
რუსო: ზოგი მდიდარია, თუნდაც ერთი დღის საკვები ჰქონდეს; ზოგი ღარიბია, თუნდაც სულ ოქროში იჯდეს.
ტვენი: როგორც წესი, უკეთესია, დაიმსახუროთ პატივი და მიიღოთ ის, ვიდრე ისარგებლოთ დაუმსახურებელი პატივისცემით.
დისტვერგი: არასწორი ცოდნა უარესია, ვიდრე არცოდნა.
საფირი: ჭეშმარიტება ჭინჭარია: ვინც ოდნავ მიეკარება – დასუსხავს; მას კი, ვინც თამამად მიუახლოვდება, უმცირეს ზიანსაც არ მიაყენებს.
ადისონი: ქორწინება განსხვავდება იმ თავისებურებით, რომ მასთან ერთად წყდება კერპის მიმართ თაყვანისცემა – მამაკაცი ახლოს რომ შეხედავს თავის ქალღმერთს, ის კვლავ უბრალო ხდება.