კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აბამდნენ ძველად ინდოეთში გარდაცვლილ ქმართან ცოლს ჯაჭვით

რიტუალური მკვლელობის ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ სახეობას, უფრო სწორად, თვითმკვლელობას, ინდოეთში წარმოადგენდა წეს-ჩვეულება „სატი“ – ქმრის დაკრძალვის (კრემაციის) დროს კოცონზე მისი ქვრივის დაწვა. პირველი ქალი, რომელმაც თვითდაწვა განახორციელა და სახელი დაუმკვიდრა ამ საშინელ წეს-ჩვეულებას, იყო სატი დაქშას ქალიშვილი, ღმერთ შივას ცოლი. სატის მამამ გაანაწყენა მისი ქმარი, მოარიდა-რა მსხვერპლშეწირვას; შეურაცხყოფილი ქალი საღმრთო ცეცხლში ჩავარდა და თავი დაიწვა. ქმრის დაკრძალვასთან ამ ისტორიას არავითარი კავშირი არ ჰქონია: შივა ცოცხალი და საღ-სალამათი დარჩა და დიდხანს დახეტიალობდა ქვეყნიერებაზე დამწვარი ცოლის სხეულით მანამ, სანამ სხვა ღმერთმა – ვიშნუმ არ დაჩეხა ნეშტი მრავალ ნაჭრად, არ მიმოაბნია მთელ სამყაროში და, ამავდროულად, დაადგინა სამომლოცველო ადგილი. გარკვეული დროის შემდეგ სატის დაუბრუნდა სიცოცხლე, აღდგა პარვატის სახელით, ხელმეორედ გახდა შივას ცოლი და ბედნიერად განაგრძეს ცხოვრება. მაგრამ, რატომღაც, ამ ისტორიამ, რომელიც არანაირად არ უკავშირდება სულის მოსახსენიებელ მსხვერპლშეწირვებს, შემზარავ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.

მსხვერპლშეწირვის ეს წესი ჯერ კიდევ „რიგვედაში“ – ინდოეთის ლიტერატურის უძველეს ძეგლში მოიხსენიება, მაგრამ ზოგიერთი კომენტატორი ეჭვქვეშ აყენებს ტექსტის უტყუარობას, რომელიც ქალს მიუთითებს, ქმრის დაკრძალვის ცეცხლში დაასრულოს სიცოცხლე. „ვიშნუ სმრიტი“ (როგორც ჩანს, დაწერილია პირველი ათასწლეულის შუა პერიოდში) რეკომენდაციას აძლევს (მაგრამ დაჟინებით არ მოითხოვს) ქვრივს, განახორციელოს სატი: „როდესაც კვდება ქმარი, ცოლმა უნდა შეინარჩუნოს უბიწობა, ანდა, უნდა შევიდეს ქმრის დაკრძალვის კოცონში...“

მიუხედავად საღმრთო ტექსტების პირდაპირი მითითებებისა, ძველად სატის წეს-ჩვეულებამ მასობრივი გავრცელება ვერ პოვა. ერთ-ერთ პირველ უეჭველ დამოწმებად სატის ჩატარებაზე მიიჩნევენ წარწერას, რომელიც საგარის (მადჰია – პრადეშის შტატი) მახლობლად მდებარე კოლონაზეა ამოკვეთილი ჩვენი წელთაღრიცხვის 510 წელს. ის გვაუწყებს:

„აქ მოვიდა ბჰანუგუპტა, მოკვდავთაგან გულადი, დიდი მეფე, არჯუნის თანასწორი გამბედაობაში და აქვე მას მოჰყვა გოპარაჯა, როგორც მეგობარი მიჰყვება მეგობარს. ის იბრძოდა დიდ და სასახელო ბრძოლაში და ზეცაში ამაღლდა როგორც ღმერთი ბელადებს შორის. მისი ცოლი, ერთგული და მოყვარული, ქმრისგან უზომოდ შეყვარებული და მშვენიერი, მიჰყვა ქმრის გზას და ცეცხლის ალში გადაეშვა“.

მეორე ათასწლეულში სატი მასობრივ ხასიათს იძენს. ნებაყოფლობითობა იცვლება იძულებით. მართალია, ძალის გამოყენებით ქალს დაკრძალვის კოცონზე არ მიათრევდნენ, მაგრამ, ეს მის მორალურ მოვალეობად ითვლებოდა და ამის მოლოდინში იყვნენ მისი ნათესავებიც. ქვრივის ცხოვრება, რომელიც ცოცხალი დარჩა ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ინდოეთში სრულიად გაუსაძლისი იყო. ინდუიზმის რელიგიური კანონები მას მეორედ გათხოვებას უკრძალავდა. მემკვიდრეობას ქმრის სიკვდილის შემდეგ ის ვეღარ იღებდა და მხოლოდ ნათესავების ქველმოქმედებაზე იყო დამოკიდებული, რომლებსაც მოღალატედ მიაჩნდათ ქვრივი, რომელიც გარდაცვლილ ქმარს იმქვეყნად არ მიჰყვებოდა. ტრადიცია ქვრივს უკრძალავდა, ეტარებინა სამკაული, ევლო ტაძარში, გამოსულიყო ქუჩაში, ოჯახთან ერთად ერთ მაგიდასთან ესადილა. ითვლებოდა, რომ ქვრივს ყველასთვის უბედურება მოჰქონდა, ვინც მასთან ურთიერთობდა და მასთან ერთად ცხოვრობდა ერთ ჭერქვეშ. გარდა ამისა, თვით ქმრის სიკვდილიც, გარკვეული აზრით, მის სინდისზე იყო – კარგ ცოლს ხომ ღმერთები ქმარს არ წაართმევენო. თუ ქალი შემჩნეული არ იქნებოდა რაიმე შეცოდებაში, იმას ნიშნავდა, რომ ის წარსულ ცხოვრებაში სცოდავდა... მხოლოდ სატის შეეძლო მისთვის ცოდვების მოხსნა და, მისი, მისი ქმრისა და სხვა ნათესავების კარგი კარმითა და კეთილდღეობით უზრუნველყოფა.

არსებობს სატის ორი სახე: „საჰა-მარანას“ („სიკვდილი ერთად”) დროს ქალი თავს იწვავს ქმრის დაკრძალვის კოცონზე, მაგრამ, თუ ამ დღეს მისთვის რიტუალის შესრულება შეუძლებელია მენსტრუალური უწმინდურობის ან ორსულობის გამო, მას შეუძლია, რიტუალი მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ჩაატაროს. მაშინ რიტუალს ერქმევა „ანუ-მარანა“ („სიკვდილი  მარტო”). გარდა ამისა, ინდოეთის ზოგიერთ რაიონში, სადაც კრემაცია არ იყო მიღებული, ქვრივს შეეძლო, ჩაწოლილიყო ქმრის საფლავში და ცოცხლად დამარხულიყო.

ყველაზე ხშირად ინდოელი ქალები „საჰა-მარანას“ რიტუალს ასრულებდნენ. როცა სატის შესრულებაზე გადაწყვეტილება მიღებული იყო, ქვრივი განსაკუთრებული ძალაუფლების მფლობელი ხდებოდა გარშემო მყოფებზე: სრულდებოდა მისი ყველა სურვილი, მისი წყევლა კი განსაკუთრებით მოქმედად ითვლებოდა, მაგრამ, უკანდასახევი გზა ქვრივს აღარ ჰქონდა. დანიშნულ დღეს, ნათესავების ბრბოთი გარშემორტყმული, ის წყალსატევისკენ მიემართებოდა, რომლის ნაპირზეც კოცონი უნდა დაენთოთ. რაჯპუტებთან მას ხმალამოღებული მეომრები აცილებდნენ: ერთი მხრივ, ეს იყო საპატიო ესკორტი, მეორე მხრივ კი – სიმბოლურად მისი სიკვდილის გარდაუვალობა. ცეცხლის პირას ქვრივს ზაფრანის გამხმარი ბუტკოს სასმელს ასმევდნენ, რასაც ცოტათი მაინც უნდა შეესუსტებინა ტკივილი. ზოგჯერ ქალი ფიცარნაგიდან მაშინ ხტებოდა, როცა ცეცხლი ჩაღდებოდა. ხშირად იგი ქმრის სხეულის გვერდით ჯდებოდა და მას ჯაჭვით აბამდნენ, რათა, ცეცხლწაკიდებული, კოცონიდან არ ამომხტარიყო; და თუ ეს მაინც ხდებოდა, მას ჭოკებით უკანვე აგდებდნენ ცეცხლში

скачать dle 11.3