კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული ნისიად

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N4-9(740)

ვერიკოს თავიდან თვითონაც გაუკვირდა თავისი საქციელი. პრინციპში, გენოს არაფერი უკადრებია ისეთი, რომ ასე ფხუკიანივით წამომხტარიყო და გამოქცეულიყო, მაგრამ მერე, როცა კაბინეტიდან გამოვიდა და ოფის-მენეჯერის გაბოროტებულ მზერას წააწყდა, მიხვდა, რატომაც მოიქცა ასე – არ უნდოდა, ამ ტუტუცი გოგოსთვის საჭორაო მასალა მიეცა, თუმცა, ისიც იცოდა, რომ, თუკი მოიდნომებდა, მდივანი მასალისა და საბაბის გარეშეც მშვენივრად მოახერხებდა არარსებული ისტორიების შეთხზვას; და, იყო კიდევ მეორე მიზეზი: ვერიკო ფიქრობდა, რომ გენოს ის სერიოზულად კი არ მოსწონდა, უბრალოდ, რიგითი „შესაბმელი“ ობიექტი იყო მისთვის, ისე, მრავალფეროვნებისთვის. სინამდვილეში კი პატივცემული დირექტორი თავმოყვარეობაშელახული გახლდათ იმით, რომ ვერიკო სხვებივით არ შესციცინებდა თვალებში და არ ცდილობდა მის მოხიბვლას, არც მისი თანამდებობა აინტერესებდა, არც მისი მატერიალური მდგომარეობა და არც მისი გარეგნობა. სწორედ ამან დააინტრიგა გენო და, როცა ქალი კარგად შეათვალიერა, მოეწონა კიდეც, თუმცა ნამდვილად არ შეჰყვარებია, უბრალოდ, გადაწყვიტა, „ჭკუა ესწავლებინა“ ამ „ჩუმი შინაბერასთვის“, როგორც მან გულში შეარქვა; თავბრუ დაეხვია მისთვის თავისი მამაკაცური ხიბლით, ყოვლისშემძლეობითა და ხელგაშლილობით, ანუ, მიეხვედრებინა, რომ, თუ ჭკვიანად მოიქცეოდა, ამით მხოლოდ მოიგებდა. მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდიოდა, რაც ძალიან აცოფებდა ქალებისგან უარის თქმას მიუჩვეველ დირექტორს და, თავისდა გასაკვირად, უფრო მეტ ინტერესში ვარდებოდა. გასაკვირად იმიტომ, რომ, სხვა შემთხვევაში, „დაიკიდებდა“, ან, სულაც, მიახვედრებდა, როგორც საჭირო იყო, ის კი, ამის ნაცვლად, კანიდან ძვრებოდა, რომ თავი მოეწონებინა და თავისი ყოვლისშემძლეობითა და ჯენტლმენობით მოეგო მისი გული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჯენტლმენობა დიდად არ გამოსდიოდა, რასაც თვითონაც გრძნობდა და გულში ბრაზობდა კიდეც საკუთარ თავზე.

ვერიკომ ასე უცერემონიოდ რომ მიატოვა (თანაც სად – მისსავე კაბინეტში!), ისე გაცოფდა, კინაღამ დალეწა იქაურობა. მერე, როგორც იქნა, დაიოკა თავი, მაგიდას მიუჯდა და დაწვრილებით წაიკითხა თავისი მთავარი ეკონომისტის შემოტანილი ყველა ფურცელი იმ იმედით, რომ რამე „ისეთს“ აღმოუჩენდა და მერე აჩვენებდა, როგორც დედამისი, ქალბატონი ლუდმილა ეტყოდა ხოლმე შვილს ბავშვობაში, „გდე რაკი ზიმუიუტ“, მაგრამ, ერთი ხარვეზიც ვერ იპოვა. ამიტომ, გადაწყვიტა, სხვა გზისთვის მიემართა. მცირეოდენი ფიქრის შემდეგ თავისი ოფის-მენეჯერი გამოიძახა მონიტორით:

– შემოდი, საქმე მაქვს!

მენეჯერს გაუხარდა, მაგრამ ნაწყენი და ოფიციალური გამომეტყველება მიიღო და დირექტორთან მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შევიდა.

– ერთი საათი უნდა გელოდო? – უხეშად მიმართა გენომ, – რით ვერ გასწავლე, რომ, დაგიძახებ თუ არა, მაშინვე აქ უნდა გაჩნდე?

– საქმე მქონდა, – მოკლედ და ცივად უპასუხა გოგომ.

გენომ ისევ დააპირა, დაეტუქსა, მაგრამ, უცბად გადაიფიქრა. „მტრები არ მჭირდება. ამ საქმეში ამ თავხედი გოგოს მეტი ვერავინ დამეხმარება, ამიტომ, ჯობია, ზედმეტად არ გავაღიზიანო“, – თქვა გუნებაში, მდივანს სკამზე მიუთითა და, რაც შეეძლო, თბილად უთხრა:

– დაჯექი, ძალიან სერიოზული დავალება უნდა მოგცე, ოღონდ, იცოდე, ეს ჩვენი საიდუმლო უნდა იყოს და ჩვენ შორის უნდა მოკვდეს. გასაგებია?

მდივანს სიხარულისგან გული აუჩქროლდა და გაიფიქრა, ახლა კი ჩაგვიგდე ხელშიო, მაგრამ, არ შეიმჩნია და გრძელ მაგიდას ისევ ოფიციალური სახით მიუჯდა.

– გისმენთ, – უთხრა მოკლედ და თვალებში შეაჩერდა.

– ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ამ საქმეს შენზე უკეთესად ვერავინ მომიგვარებს. მოკლედ, ერთგული ადამიანი მჭირდება, რომელიც ზედმეტ ლაყბობას არ დაიწყებს, მთელ ამ სამსახურში კი ასეთი მხოლოდ შენ ხარ. იქნები ჩემი მესაიდუმლე?

მდივანმა ამდენ სიხარულს ვეღარ გაუძლო, განაწყენებული ქალის ნიღაბი მოიშორა და დირექტორს მართლაც ერთგული ფინიასავით შეხედა:

– თქვენთვის მთას გადავდგამ, ბატონო გენო; შეუძლებელს შევძლებ, რაც გინდათ, დამავალეთ.

– აღარ ხარ ჩემზე ნაწყენი? – გაუხარდა გენოს. საერთოდ, მას ყოველთვის უხაროდა, როცა მის წინ მორჩილად თავდახრილ თანამშრომელს ხედავდა, მაგრამ, ეს მენეჯერი რატომღაც, მაინც აღიზიანებდა რაღაცით.

„კუდი რომ ჰქონდეს, გააქიცინებდა. როგორი საშინელი საყურებელია ქალი ასეთი მონური გამომეტყველებით... თუმცა, რა მენაღვლება, აქიცინოს, რამდენიც უნდა“, – გაიფიქრა გენომ და თითქოს აშკარად დაინახა გოგოს უკან მოფართხალე კუდი.

– აღარ. გამიარა, – მდივანმა თვალები ააფახულა და ისე ამოიოხრა, ლამის გულიც ამოაყოლა, – თქვენზე არც წყენა და არც გაბრაზება დიდხანს არ მიმყვება ხოლმე.

– ეგ კარგია, ესე იგი, არა ხარ ბოღმიანი ადამიანი, – მლიქვნელურად შეაქო გენომ (ახლა ასე სჭირდებოდა).

– პირიქით, ზედმეტად კეთილი, მიმნდობი და ერთგული ვარ და ამის გამო ყოველთვის წაგებული ვრჩები, მაგრამ, რა ვქნა, სხვანაირი ვერ გავხდები იმის გამო, რომ ვინმეს მოვეწონო და შევუყვარდე, – გოგომ მორცხვად დახარა თვალები და რაც შეეძლო სათნოდ გაიღიმა.

 გენოს მახვილი ისარივით მოხვდა ყურში მდივანის სილიკონის ბაგეებით რამდენჯერმე წარმოთქმული ჩამბალი „ლ“, რამაც უცბად გააღიზიანა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და ისევ დაყვავებით და შინაურულად მიმართა:

– მოკლედ, რაც შეიძლება მცირე დროში უნდა შემიგროვო კომპრომატები ჩვენს მთავარ ეკონომისტზე... – გენო შეჩერდა და რეაქციას დაელოდა.

– რა უნდა შევაგროვო? – დაიბნა მდივანი.

– კომპრომატები, – გაუმეორა გენომ, თუმცა მიხვდა, რომ გოგოს ეს სიტყვა პირველად ესმოდა.

მდივანიც მიხვდა – გენო მიხვდა, რომ  მან ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ, არ იცოდა, როგორ დაეძვრინა თავი უხერხული სიტუაციიდან და მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა:

– მერე?

გენომ კინაღამ თავისებურად მიახალა, უვიცი და გაუნათლებელი ხარ, ელემენტარული რაღაცეები არ იციო, მაგრამ, ისევ დათმობა ამჯობინა.

– ერთი სიტყვით, შემიგროვებ ყველანაირ ინფორმაციას მის შესახებ.

– „ყველანაირში“ რა იგულისხმება?

– ყველანაირში იგულისხმება ყველაფერი: ბავშვობა, სკოლის ასაკი, სტუდენტობა, ოჯახი, ვისთან მეგობრობს, ვინ უყვარდა, ვის მოსწონდა, ხვდება ან ხვდებოდა თუ არა ვინმეს, რამე „გადაცდენები“ ხომ არ ჰქონია...

– გადაცდენები რაში? – მდივანს შეეტყო, რომ ამ დავალებამ აშკარად დააინტერესა.

– ყველაფერში: ინტერესებში, მორალში, ურთიერთობაში... გასაგებია?

– დიახ, ბატონო გენო, მაგრამ ამ ყველაფერს რამდენიმე დღეში ვერ მოვასწრებ, თუმცა...

– თუმცა?!

გოგომ თამამად შეხედა დირექტორს თვალებში და უკვე დაუფარავი კმაყოფილებით უთხრა:

– თუმცა, მინდა გითხრათ, ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი დიდი სიამოვნებითა და მონდომებით შევასრულებ თქვენს დავალებას.

– ოღონდ, მთავარი პირობა არ დაგავიწყდეს, – შეახსენა გენომ, – ეს მხოლოდ ჩვენ ორის საიდუმლოა.

– დასახვრეტადაც რომ გამიყვანონ, ხმის ამომღები არა ვარ, დარწმუნებული იყავით.

– ძალიან კარგი, – გენო წამოდგა და ხელი გაუწოდა, – დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ასპექტშიც სასიამოვნო იქნება შენთან თანამშრომლობა.

მდივანმა მაინცდამაინც არც სიტყვა „ასპექტის“ მნიშვნელობა იცოდა, თუმცა, გუმანით მიხვდა, რას გულისხმობდა დირექტორი და ხელი ნაზად გაუწოდა, ჩამორთმევისას კი ოდნავ მოუჭირა და ბედნიერი სახით დატოვა მისი კაბინეტი.

„ამასთან ცოტა ფრთხილად უნდა ვიყო“, – გაიფიქრა გენომ და ისევ ვერიკო გამოიძახა.

– წაიღე შენი დოკუმენტაცია, – მკაცრი სახით უთხრა კაბინეტში შესულ ქალს და უხეშად დაამატა: –  ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო, ჩემო კარგო. შენ ფინანსებთან გაქვს საქმე და გულგილობასა და არაპროფესიონალიზმს ვერავის ვაპატიებ!

– რამე შეცდომა აღმოაჩინეთ? – ძალიან მშვიდად ჰკითხა ვერიკომ და ფაილში ჩადებული ფურცლები აიღო.

– ყურადღებით გადახედე ყველა საბუთს და თვითონ მიხვდები! – კიდევ უფრო გაიმკაცრა ხმა დირექტორმა, – თავისუფალი ხარ!

ვერიკო მიხვდა, რომ შეფმა ვერანაირი შეცდომა ვერ უპოვა და ასეთი ტონი, მოპყრობა და საბუთების წასაღებად მისი გამოძახება (წესით, მდივნისთვის უნდა გაეტანებინა), სამაგიეროს გადახდა, უფრო კი თითის დაქნევა და გაფრთხილება იყო – ჭკვიანად იყავი, თორემ, გიჩვენებ სეირსო. მაგრამ ვერიკოს სულაც არ ეშინოდა ამ თითის დაქნევის. უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან თუ დაითხოვდა – სხვა რით უნდა გადაეხადა სამაგიერო; ეს კი ყველაზე ნაკლებად ადარდებდა, რადგან, ზუსტად იცოდა, რომ უმუშევარი მაინც არ დარჩებოდა – გამოცდილი ეკონომისტები სანთლით იყო საძებარი.

შესვენებაზე თეამ შეუარა – ბუფეტში გპატიჟებ, ყავა დავლიოთ და ცოტა წავიჭორაოთო. ვერიკოს ეზარებოდა, მაგრამ უარი ვეღარ უთხრა და გაჰყვა.

– რაო, რა უნდოდა იმ ნარცისს? – ვითომ სხვათა შორის ჰკითხა თეამ, მაგიდას რომ მიუსხდნენ.

ვერიკომ იგრძნო თეას შენიღბული გულგრილი ტონი და ცოტა დაიძაბა, მაგრამ, შეეცადა, თვითონ ყოფილიყო გულწრფელი:

– სიმართლე გითხრა, არც არაფერი. გამომიძახა, ვითომ ბუღალტერიის საბუთები აინტერესებდა, მერე თავის მდივანს ორი ყავა შემოატანინა და ვითომ მეგობრულ საუბარს აპირებდა, მაგრამ, საქმე მოვიმიზეზე, ავდექი და წამოვედი.

– მერე?

– რა – მერე?

– ასე ადვილად გადაყლაპა ყურადღების უარყოფა?

– არც ისე ადვილად, – გაიცინა ვერიკომ, – ისე გაუკვირდა და ისე იუკადრისა, სულ ნაკვერცხლები აკვესა თვალებიდან.

– დავიჯერო, მარტო ნაკვერცხლების ფრქვევით შემოიფარგლა?

– არა, – ისევ გაეცინა ვერიკოს და დაწვრილებით მოუყვა, რაც გენომ მოიმოქმედა.

თეა ცოტა ხანს დაფიქრდა, მერე შეეცადა, გულწრფელი სახე მიეღო და ვითომ ხუმრობით ჰკითხა:

– შეყვარებული ხომ არ არის ბიჭი? მგონი, სერიოზულად დააინტერესე.

ვერიკომ თავისი ახალი მეგობრის თვალებში დადარაჯებული მზერა დაიჭირა და დარწმუნდა, რომ თეას რაღაც ინტერესი და გეგმები ჰქონდა დირექტორთან დაკავშირებით, ოღონდ, ზუსტად ვერ მიხვდა, რა იყო ეს ინტერესი: სერიოზული გრძნობა, უბრალოდ, მოწონება თუ მონადირე ქალის მორიგი ჟინი – მოენადირებინა და მოეთვინიერებინა საკმაოდ ძნელად ხელმისაწვდომი (ცხადია, იმ შედეგისთვის, რომელსაც ის უმიზნებდა) და საკმაოდ მსუყე „ღლავი“, რომელსაც მექალთანის იმიჯი, კარგი წრე და თანამდებობა, საკმაო ქონება და არცთუ ცუდი გარეგნობა ჰქონდა.

თეამ უცებ იგრძნო, რომ ვერიკო მიუხვდა გულისნადებს და უკვე პირდაპირ ჰკითხა:

– როგორ ფიქრობ, სერიოზულად მოსწონხარ?

– არა მგონია.

– რატომ?

– მაგას, საერთოდ, ვინმე მოსწონს სერიოზულად? რაც მე მაგაზე გამიგია, ისეთი აზრი მექმნება, რომ ქალებს ერთჯერად ხელსახოცებად აღიქვამს, რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე, რაც არ გამიგია. მეც, ალბათ, ერთ-ერთი ხელსახოცი ვგონივარ, სულ ესაა.

– შენ მოგწონს? – თვალებში ჩახედა თეამ.

ვერიკო რამდენიმე წამს გაჩუმდა, მერე მზერა გაუსწორა და უთხრა.

– გინდა, სიმართლე გითხრა?

– ძალიან მინდა, – თეა უკვე აღარ მალავდა თავის დაინტერესებას და ამიტომ მზერაც უფრო გულწრფელი გაუხდა.

– კარგი, გეტყვი, – ვერიკომ უკვე შეგრილებული ყავა მოსვა და განაგრძო: – სიმართლე გითხრა, გენოსნაირი ტიპები არასდროს მომწონდა, უფრო სწორად თუ ვიტყვი, ასეთი მამაკაცები ყოველთვის მაღიზიანებდნენ...

– როგორი „ასეთი“? – ჩაეძია თეა.

– როგორი და, საკუთარ თავზე შეყვარებული, თავის უძლეველობაში დარწმუნებული ჩუმი დესპოტები. სინამდვილეში, მათი უძლეველობა მხოლოდ ბევრი ფულიდან მომდინარეობს. ფული რომ არ ჰქონდეს, ასე მგონია, ერთი უსუსური არარაობა იქნებოდა.

– რატომ?

– ერთი-ორჯერ შემთხვევით შევესწარი, მობილურით როგორ ელაპარაკებოდა თანამდებობითა თუ ქონებით აშკარად თავისზე მაღალ საფეხურზე მდგომ კაცს და, ისეთი ამაზრზენი იყო, კინაღამ პირდაპირ ვუთხარი, არ გიხდება ასეთი ლაპარაკი-მეთქი.

– რას ლაპარაკობდა? – დაინტერესება ვერ დამალა თეამ.

– რა თემაზე საუბრობდნენ, არ ვიცი, სიტყვები არც კი გამიგონია, უბრალოდ, ისე ელაქუცებოდა იმ კაცს, ისეთ ხოტბას ასხამდა და, თან, ზედმეტი მონდომებისგან ისე მლიქვნელურად იღიმებოდა და იკლაკნებოდა, ის კაცი იქ რომ ყოფილიყო, ალბათ, ფეხებში გაუწვებოდა და შარვალზე გაეხახუნებოდა ერთგულების ნიშნად.

– აჭარბებ, – ცოტა გულდაწყვეტით თქვა თეამ.

– პირიქით, ნაკლებს ვამბობ. შენც რომ გენახა, ასე იტყოდი.

– ჩუმი დესპოტი რატომღა არის?

– ცდილობს, კარგი ტიპის როლი ითამაშოს, მაგრამ, სულ პატარა მიზეზის გამოც კი შეუძლია, ნებისმიერზე მწარედ იძიოს შური.

– საკუთარ თავს გულისხმობ? – ოდნავ ირონია გაერია ხმაში თეას.

– არა. ჩემზე შური კი არ იძია, სამაგიერო გადამიხადა, – თქვა ვერიკომ და მცირეოდენი პაუზის შემდეგ დაფიქრებით დაამატა: – ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

– რატომ უნდა იყოს ასეთი? – არ დაეთანხმა თეა, – როგორც ვიცი, მისი მშობლების ოჯახი ყოველთვის შეძლებულად ცხოვრობდა, ესე იგი, არც ბავშვობაში აკლდა რამე და არც ახალგაზრდობაში, ანუ, ყოველთვის განებივრებული იყო. შესაბამისად, განათლებაც კარგი მისცეს და გარეგნობაც არ დაეწუნება...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3