რა მოხდა ამ დღეს
9 მარტი
1796 – ნაპოლეონისა და ჟოზეფინა ბოჰარნეს ქორწილი.
1822 – ჩარლზ გრემმა ნიუ-იორკიდან მიიღო პატენტი ხელოვნურ კბილებზე.
1831 – დაარსდა საფრანგეთის „უცხოური ლეგიონი“.
1959 – გასაყიდად გამოიტანეს პირველი თოჯინა „ბარბი“.
10 მარტი
1797 – ამერიკის შეერთებულ შტატებში შტატ „ნიუ-იორკის“ დედაქალაქი ნიუ-იორკიდან ოლბანიში გადაიტანეს.
1910 – ჩინეთი გახდა მსოფლიოში უკანასკნელი სახელმწიფო, სადაც აიკრძალა მონობა.
1967 – მეხიკოში დაიბადა რვა ტყუპი და ეს მოვლენა პირველად დარეგისტრირდა ოფიციალურად.
11 მარტი
1302 – პოემის მიხედვით, ამ დღეს დაინიშნენ რომეო და ჯულიეტა.
1851 – ვენეციაში გაიმართა ჯუზეპე ვერდის ოპერა „რიგოლეტოს“ პრემიერა.
1931 – საბჭოთა კავშირში აიკრძალა ბიბლიის შეტანა და გაყიდვა.
1970 – შედგა პრემიერა ფრანსის ფორდ კოპოლას ლეგენდარული ფილმისა – „ნათლიმამა“.
12 მარტი
1938 – გერმანიამ შეიერთა ავსტრია („ანშლუსი“).
1960 – დიდ ბრიტანეთში პირველად გამოქვეყნდა ნაციონალური „ჰიტ-პარადი“.
1996 – კუალა ლუმპუსში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა – ცათამბჯენი Petronos Towers, რომლის სიმაღლე 452 მეტრია.
13 მარტი
1781 – ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა – ურანი.
1881 – ანარქისტმა გრინევიცკიმ მოკლა რუსეთის იმპერატორი – ალექსანდრე მეორე.
1961 – 79 წლის პაბლო პიკასომ ცოლად მოიყვანა 37 წლის მოდელი ჟაკლინ როკი.
14 მარტი
1875 – გერმანიაში შეიქმნა იმპერიის ბანკი („რაიხსბანკი”).
1879 – დაიბადა მეოცე საუკუნის უდიდესი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი.
1983 – შეიქმნა ამერიკული როკ-ჯგუფი „ბონ-ჯოვი“.
15 მარტი
37 – კუნძულ კაპრიზე საკუთარმა მცველებმა ბალიშებით დაახრჩეს იმპერატორი ტიბერიუსი.
1521 – ფერნანდო მაგელანმა აღმოაჩინა ფილიპინები.
1907 – მსოფლიოში პირველად, ფინეთის სეიმში აირჩიეს პარლამენტარი ქალები.
1932 – დიდ ბრიტანეთში გაიხსნა ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“.
1933 – ადოლფ ჰიტლერმა გამოაცხადა, რომ გერმანია არის „მესამე რაიხი.”
1938 – საუდის არაბეთში პირველად აღმოაჩინეს ნავთობი.