კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იოანე კრონშტადტელის აღსრულებული სასწაულები

მამაჩემი დიდი ეჭვით იყო განმსჭვალული იოანე კრონშტადტელის მიმართ. მის მიერ აღსრულებულ სასწაულებს და არაჩვეულებრივ პოპულარობას ხსნიდა ჰიპნოზით, ბრბოს გაუთლელობით, მისი გარემოცვის სიბნელით.

ჩვენ მოსკოვში ვცხოვრობდით. მამა ადვოკატი იყო. იმ დროს მე ოთხი წლის გავხდი. ერთადერთი შვილი ვიყავი; ბაბუას პატივსაცემად მამამ სერგეი დამარქვა. მშობლებს სიგიჟემდე ვუყვარდი.

მამა თავისი კლიენტების საქმეებზე ხშირად დადიოდა პეტერბურგში. ახლაც ორი დღით წავიდა და თავის ძმას – კონსტანტინეს ესტუმრა. ძმა და რძალი აფორიაქებულნი დახვდნენ, მათი უმცროსი გოგონა – ლენა ავად იყო. ავადმყოფობა მძიმე ფორმით მიმდინარეობდა და თუმცა ბავშვი თავს უკეთ გრძნობდა, მათ მაინც მოიწვიეს მამა იოანე კრონშტადტელი  პარაკლისის გადასახდელად. მამაჩემი იმ დროს ჩავიდა, როცა ისინი წუთი-წუთზე ყველასთვის საყვარელი მოძღვრის მოსვლას მოელოდნენ.

მამამ დაცინვის კორიანტელი დააყარა ძმას და რძალს და სასამართლოში წავიდა, სადაც მისი კლიენტის საქმე ირჩეოდა. ოთხ საათზე კვლავ ბიძია კონსტანტინესთან დაბრუნდა. ბიძაჩემის სახლთან უამრავი ხალხი იყო თავშეყრილი, კართან კი ცხენებშებმული მარხილი იდგა. მამა მიხვდა, რომ კრონშტადტელი უკვე მოსულიყო. ის ძალიან გააოცა იმ ამბავმა, რომ მოძღვარმა გაკვრით მოიხსენია ელენე, მუხლებზე დაეცა და გულმხურვალედ იწყო ლოცვა უცნობი ავადმყოფი ყრმის – სერგეის გამოჯანმრთელებისთვის. დიდხანს ლოცულობდა, შემდეგ წამოდგა, ყველა დალოცა და წავიდა. 

– ის უბრალოდ შეშლილია! – აღშფოთებით წამოიძახა მამამ კრონშტადტელის წასვლის შემდეგ, – ის მოიწვიეს, რომ ელენესთვის ელოცა, მან კი მთელი პარაკლისის განმავლობაში ვიღაც უცნობ სერგეიზე ილოცა.

– ლენოჩკა უკვე თითქმის გამოჯანმრთელებულია, – გაუბედავად შეეპასუხა რძალი, რომელსაც ოჯახის სათაყვანებელი მღვდლის დაცვა სურდა.

მამა იმ ღამესვე გამოემგზავრა მოსკოვში. დილით სახლში შემოსულს აქ გამეფებულმა უწესრიგობამ თავზარი დასცა. დედის გატანჯული სახის დანახვამ კი, კიდევ უფრო შეაშინა.

– რა მოხდა აქ?

– ჩემო ძვირფასო, შენი მატარებელი, ალბათ, მოსკოვს არც კი იყო გაცილებული, როცა სერიოჟა ავად გახდა. სიცხემ აუწია, დაეწყო კრუნჩხვები, ღებინება. მე პეტრე პეტრეს ძე მოვიწვიე, მაგრამ ვერ მიხვდა, რა სჭირდა ბავშვს და კონსილიუმი მოიწვია. მე მინდოდა, ტელეგრაფით შეტყობინება გამომეგზავნა, მაგრამ კოსტიას მისამართი ვერ ვიპოვე. სამი ექიმი მთელი ღამე არ მოსცილებია სერგეის. დილით განმიცხადეს, რომ მისი მდგომარეობა უიმედო იყო. რა გადავიტანე! არავის თვალი არ მოუხუჭავს, რადგან ბავშვი სულ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა. მე შიშისგან გავქვავდი. მაგრამ გუშინ დღის ოთხ საათზე სერიოჟა უკეთ გახდა, სიცხემ დაუკლო და უფრო თანაბრად იწყო სუნთქვა. ექიმები ვერ ხვდებიან, რა მოხდა. ახლა ბავშვი უკეთაა, მხოლოდ ოდნავ სისუსტეს გრძნობს, საჭმელი ჭამა და ლოგინში თავის დათუნიას ეთამაშება.

მამაჩემი დედის სიტყვებზე სულ უფრო და უფრო დაბლა ხრიდა თავს. აი, თურმე, რომელი ყრმა სერგეის განკურნებას შესთხოვდა უფალს გულმხურვალედ მამა იოანე კრონშტადტელი.

скачать dle 11.3