კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

საკუთარ თავზე ზედმეტად მინდობა დამღუპველია

ერთ ბერს ქრისტესთვის მოწამეობა სურდა, მაგრამ რამდენადაც ეკლესიაში სიმშვიდე სუფევდა, მან არ იცოდა, როგორ დაეკმაყოფილებინა თავისი გულის წადილი. ის ხედავდა, რომ პახომი დიდს სასწაულქმედების უნარი გააჩნდა. ამიტომ, არაერთგზის მივიდა მასთან და სთხოვა, ღვთის წინშე ელოცა, რათა უფალს მისთვის მოწამის გვირგვინი ებოძებინა. დიდხანს ურჩევდა ღვთის მოსაგრე, რომ გულში ნუ გაივლებდა ასეთ უცნაურ აზრებს და მრავალგზის უმეორებდა: „ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო! მხნედ ატარე ბერობის ტვირთი; დღედაღამ ღვთისმეტყველებაში იყავი ჩაფლული, უმწიკვლო ცხოვრებით სულის საცხოვნებელი მაგალითი მიეცი ძმებს და ზეცაში მოწამეებთან ერთად დამკვიდრდები“. მაგრამ, პახომი დიდის შეგონებანი ამაო იყო – ბერი მხურვალე გულით ევედრებოდა მას.

ბოლოს ღირსმა მამამ, რომელსაც სურდა, თავი დაეღწია ბერის თხოვნისათვის, უთხრა: „კარგი, შევევედრები შენთვის მაცხოვარს, რათა მოგცეს მოწამეობის შესაძლებლობა. მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ფრთხილად იყავი, რათა წამების მძიმე წუთებში არ უარყო ქრისტეს სახელი. ადრეც გეუბნებოდი და ახლაც გარწმუნებ, რომ ცდები, როცა საჭიროების გარეშე ითხოვ საფრთხეში თავის ჩაგდებას. თვით უფალი ხომ გვასწავლის, ვილოცოთ, რათა არ შეგვიყვანოს განსაცდელში, მაგრამ, თუკი შენი სურვილი ასეთი ძლიერია, იყოს ნება შენი“.

მათი საუბრიდან ორი წლის შემდეგ ზოგიერთ ძმას შორს მოუხდა წასვლა ლელქაშის შესაგროვებლად. ისინი იქ ძალზე დაყოვნდნენ. მაშინ პახომი დიდმა მოუხმო ამ ბერს და უთხრა: „წადი, მოინახულე ძმები, რომლებიც შრომობენ და წაუღე ეს წერილი“. გზაზე წასვლის წინ კი აკურთხა ის და დაამატა: „მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე. აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე. ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს“ (2 კორ. 2, 2-3). ბერი ვერ მიხვდა, რას ეხებოდა ღირსი მამის ეს სიტყვები და გზას გაუდგა.

უდაბნოზე გავლისას მას შეხვდნენ ბარბაროსები, რომლებიც მიუდგომელ მთებში ცხოვრობდნენ. მათ ტყვედ ჩაიგდეს ბერი და თავიანთ საცხოვრებელში წაიყვანეს. უყვიროდნენ: „მოდი, ბერო, თაყვანი ეცი ჩვენს ღმერთებს“. დიდხანს უარობდა ბერი კერპებისთვის თაყვანისცემას, მაგრამ მის თავზე გაშიშვლებული მახვილის აღმართვამ, გაუგონარი ტანჯვის მუქარამ ბედკრული აიძულა, მუხლი მოეყარა ცრუღმერთებისათვის. სიკვდილის შიშით მან დაივიწყა თავისი უკვდავი სული, ქრისტე უარყო და მათი ნაკერპალი იხმია. ამის შემდეგ ის, როგორც უკვე ერთმორწმუნე, უვნებლად გაუშვეს...

ასეთი საშიშია საკუთარ ძალებზე დაყრდნობა, როდესაც ადამიანის გული ასეთი არამდგრადი და მერყევია, ხორცი კი ასეთი სუსტი და უძლური!

скачать dle 11.3