NEW LOOK MODELS “მის სკოლა 2015-ის„ გამარჯვებული კონკურსანტის სწავლას დააფინანსებს
სამოდელო სააგენტო „NEW LOOK MODELS” უკვე მესამე წელია, ატარებს სილამაზის კონკურსს. წელს, „მის სკოლა-2015” გაიმართება 6 აპრილს, სასტურმო „ქორთიარდ მარიოტში”. კონკურსი ტარდება თბილისის მასშტაბით, სკოლებს შორის და გამოვლინდება როგორც სკოლის, ასევე, სამოდელო სააგენტო „NEW LOOK MODELS-ის” სახე. გამარჯვებული დასახელდება 15-დან 18 წლამდე ასაკის გოგონებში. პრიზი კი გახლავთ, სწავლის დაფინანსება ბრიტანულ-ამერიკულ სასწავლო ცენტრში. ეს კონსკურსი, განსაკუთრებულ პარამეტრებს არ მოითხოვს. უბრალოდ, სასურველია, გოგონა იყოს საშუალო სიმაღლის, პროპორციული პარამეტრების და კომუნიკაბელური.
კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი. ჟიურის წევრები კი – საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი და საყვარელი ადამიანები. კონკურსს გაუძღვება, „იმედის დილის” წამყვანი, თაკო ჩორგოლაშვილი.
როგორც სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი და ამ კონკურსის ორგანიზატორი, მადონა ძაგოევა ამბობს, ეს კონკურსი, საკმაოდ კარგი შანსია, სცადონ გოგონებმა ბედი და, საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებით, უფასოდ მიიღონ სწავლის დაფინანსება.
მსურველებს შეუძლიათ, გაიარონ რეგისტრაცია მისამართზე: დიღმის მასივი, მიქელაძის ¹7 (ძველ ბაზართან). საკონტაქტო ტელეფონებია: 571 24 71 71.