“თბილისი 2015-ის„ ორგანიზატორებმა ღუდუშაურის კლინიკის ახალბედა დედები და მათი ჩვილები დედის დღეს საჩუქრებით გაანებივრეს
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო ჯგუფი, 3 მარტს, ღუდუშაურის სახელობის სამშობიარო სახლს საჩუქრებით ესტუმრა და ახალბედა დედებსა და მათ ახალშობილებს, ნამდვილი საგაზაფხულო ზეიმი მოუწყო. ოლიმპიურ წელს დაბადებულ ბავშვებს მათ ბრენდული საჩუქრები უსახსოვრეს. მათი დედებისგან კი მიიღეს პირობა, რომ აქტიურად ჩაერთვებიან ოლიმპიადის მსვლელობაში, თავის შვილებთან ერთად დაესწრებიან ჩვენი ქვეყნისთვის, ამ მნიშვნელოვან მოვლენას.
გარდა ამისა, ოლიმპიური ფესტივალის მთავარმა პარტნიორმა „კოკა-კოლამ”, ყველა ახალშობილს ბრენდული სამოსი უსახსოვრა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015”, თბილისში, ზაფხულში ჩატარდება და საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი, მასშტაბური სპორტული ღონისძიება იქნება, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს დიდხანს და სასიამოვნო მოგონებად გაჰყვება.