კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იძაბება როლანდ ოქროპირიძე მარიკო ებრალიძის ერთ შეხედვაზე და რა შეფასებას აძლევენ მათ შეყვარებული და მეუღლე

მარიკო ებრალიძემ და როლანდ ოქროპირიძემ ერთმანეთი „ორ ვარსკვლავში“ გაიცნეს. დღეს კი საკმაოდ შეხმატკბილებული წყვილია, ერთმანეთის აზრს მუდმივად ითვალისწინებენ, ხელს უწყობენ ერთმანეთს და, რაც მთავარია, პედაგოგებისა და მარიკოს დახმარებით, როლანდი ტურიდან ტურში იზრდება. მათ, ვისაც გსურთ ამ ორი ნიჭიერი ადამიანის პროექტში ყოფნა, დაუმესიჯეთ ნომერზე: 95 202.

როლანდ ოქროპირიძე: მარიკოს არაფერი მირჩევნია და საკუთარ თავს არ მირჩევნია არავინ. აი, ასეა საქმე – ეს არის მთავარი.

–  მარიკო გირჩევნია შენს თავს?

– არა, ორივე ერთნაირად მირჩევნია. ეს მხოლოდ სიმღერის გამოცდა არ არის, ყველაფრის გამოცდაა: რამდენად ჰუმანური ხარ, რამდენად ფეთქებადი ხარ, როგორი ნერვები გაქვს, ამა თუ იმ საკითხს როგორ უყურებ, როგორ იტყვი რაღაცას... სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრის ნერვები არ მაქვს, მაგრამ რადგან აქ ვარ, უნდა მოვძებნო საკუთარ თავში ამისთვის ძალა. არ მეგონა, ასეთი რთული თუ იქნებოდა, რადგან, ასეთი ტიპის პროექტში არასდროს მიმიღია მონაწილეობა.

მარიკო ებრალიძე: რა სფეროშიც არ უნდა მუშაობდე და ტრიალებდე, ყოველთვის გჭირდება გვერდით სანდო ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობი, მიხვალ და ეტყვი შენს გულისტკივილს და იქიდან არ წამოვა ისეთი ემოცია, რომელიც გაგანაწყენებს, უბრალოდ, მოგისმენს და კარგ რჩევას მოგცემს; არ აფეთქდება, არ გაგიჟდება და ფეხს არ დაგიდებს. ამ საქმეში ასეთი ადამიანი კიდევ უფრო მეტად გჭირდება, რადგან, შეიძლება, ისეთი რაღაცეები მოხდეს, რაც გულს გატკენს ან ხალხში ცუდად გამოგაჩენს. ჩვენს შემთხვევაში ჩემი საყრდენი არის როლანდი, რაც უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს იმისთვის, რომ საქმე გავაკეთო, ვიმუშაო, დავუჯერო, დამიჯეროს, რჩევა მივცე და რჩევა მომცეს. თან, მე ორსულად ვარ, უპირატესობა მაქვს და ვსარგებლობ – გცემ და ხელს ვერ შემომიბრუნებ, ვერაფერს მიზამ-მეთქი.

როლანდი: არა მხოლოდ ორსულობა, სხვა ძალიან ბევრი უპირატესობაც გაქვს. როდესაც გადაცემის პროდიუსერმა დამირეკა, თავიდან უარი ვუთხარი, ჩემი ინგლისურიდან გამომდინარე. მითხრეს, ჩვენ გამეცადინებთო და მართლა ვმეცადინეობ ინგლისურსაც, იტალიურსაც და ბევრ სხვა რამესაც. ჩემი მეორე თხოვნა თუ მოთხოვნა იყო, ისეთი პარტნიორი  შეერჩიათ, დისკომფორტი არ მქონოდა ურთიერთობაში. ჩვენმა პროდიუსერმა თეონამ მითხრა, რომ ძალიან კარგ გოგონასთან, მარიკო ებრალიძესთან მექნებოდა ურთიერთობა. არ ვიცნობდი, მაგრამ, ვნახე, რომ ძალიან კარგად მღეროდა. მეგობრებმაც მითხრეს, ძალიან კარგი გოგონააო. ისე, ცოტა მეშინია მარიკოსი და, რატომ მეშინია, მეც არ ვიცი. ანუ, მის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს და, როდესაც შენიშვნას მაძლევს, ვიცი, რომ ეს შენიშვნა დავიმსახურე. სიმღერის დროს დიდ მწვანე თვალებს რომ მომანათებს: ვაიმე... – და, ვიძაბები: ესე იგი, უკან რაღაც შემეშალა, ახლა წინაც რაღაც მეშლება და ვიკვრები – ვაიმე, დედა, რაღაც დავაშავე... 

მარიკო: არც იბნევა და არც არაფრის ეშინია, უბრალოდ, როლანდი სხვანაირ მუშაობას არის მიჩვეული. ჩვენს შემთხვევაში, ერთი კვირა გვაქვს, რომელიც ზოგჯერ წამებად გვეჩვენება, რადგან, ბევრი რამ უნდა მოვირგოთ. როლანდმა ისეთი სიმღერები ისწავლა, რომელიც, შეიძლება ითქვას, გაგონილიც არ ჰქონდა. 

როლანდი: სპექტაკლზე რომ მუშაობ, მთელ ამბავს განიხილავ, აკვირდები, მთლიანად აშიშვლებ პერსონაჟს, რომ გაიგო, ვინ არის, რა არის და მერე იწყებ მუშაობას.

მარიკო: აქ სხვა სიტუაციაა: მომეცი მასალა, წამებში თავიდან ბოლომდე უნდა გავიაზრო ყველა დეტალი და ნიუანსი და მერე უნდა ვიმღერო. როცა მღერის და მე შენიშვნას ვაძლევ, უკვე იბნევა; უფრო სწორად, თან მე მისმენს, თან მღერის და იძაბება. ნელ-ნელა სწავლობს ასეთი ტიპის მუშაობას. აუტსაიდერობაც ძალიან რთულია, მაგრამ, მეორე დღეს გვავიწყდება და თავიდან ვიწყებთ ყველაფერს ახალი ემოციებითა და შეგრძნებებით.

– შექება იცი? 

–  ნაკლებად. არა, როგორ არ ვიცი, კარგია-მეთქი, ხომ გიყვირი ხოლმე?

როლანდი: შექებაც არ არის აუცილებელი, თან, შენიშვნა უფრო მეტი აქვს მოსაცემი. შენიშვნა უფრო მეტად მომწონს, შექება უფრო ბოლოში შეიძლება. როცა რაღაცაზე ბევრს იმუშავებ და მერე გეტყვიან, რომ გავიგე, რა თქმა უნდა, ეს კარგია და მნიშვნელოვანია. უბრალოდ, იმას აქვს მნიშვნელობა, როგორ მოგაწვდიან შენიშვნას. მახსოვს, ჩემი პედაგოგი მედეა კუჭუხიძე ძალიან რთულ რაღაცას მაკეთებინებდა, თითქმის 6 თვე ვმუშაობდით. ერთ დღეს დარჩა ჩემთან და გულდაწყვეტით მითხრა: მე შენ სხვანაირი კაცი მეგონე და გული მწყდება, იმედი რომ გამიცრუვდაო. თან, კი არ მეჩხუბა, თავისთვის ჩაილაპარაკა. ეს რომ გავიგე, წავედი სახლში, ჩავიკეტე, არავინ შემოვუშვი და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას ასე არ ეფიქრა; რათა დამემტკიცებინა, რომ შემეძლო ამის გაკეთება. მარიკომაც იცის, როგორ მომცეს შენიშვნა. 

მარიკო: ძალიან კარგი ხმის ტემბრი და სმენა აქვს და ეს ყველაფერი ახლა სიმღერის ჩარჩოებში უნდა გადმოვიტანოთ. პატარა ნიუანსები, დეტალებს, ესთეტიკას უნდა შევაჩვიოთ ამისი ხმა. ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი სტიქიურად მღერას არის მიჩვეული.

როლანდი: ველურად მღერას. გაზონი რომ გაიზრდება, იმას თავისი მომვლელი ჰყავს, თავს გადააჭრის, მიწას გაუფხვიერებს, რომ კარგად გაიზარდოს. ჩემი ხმა ველურად გაიზარდა, თავისთვის.

მარიკო: რთულია ამ ყველაფრის მობოჭვა და კალაპოტში ჩასმა. გიტარა მინიმალური აკორდებით კარგია მეგობრებში, მაგრამ სცენაზე ეს ჭუჭყია, ამიტომ გვჭირდება მოზელა და კარგი ფორმის მიცემა. 

როლანდი: მე უფრო სალონური გარემოს მომხრე ვარ, მიყვარს სიმყუდროვე: 7-8, მაქსიმუმ – 20 ადამიანი. მიუხედავად ჩემი ზომებისა, ასეთ გარემოში უფრო სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს. 

– ნასვამიც გამოხვედი ერთ-ერთ ტურში, რაც მაყურებელს არ მოეწონა. 

– ცოტა კონიაკი დავლიე, ხმა რომ გახსნილიყო, მაგრამ, ცოტათი მეტი მომივიდა და მივხვდი, რომ არ შეიძლებოდა. ეს რაღაც თავისუფლებას კი გაძლევს, მაგრამ მერე ეს თავისუფლება ზედმეტობაში გადადის და, რაც ცუდი გაქვს, ისიც კარგად ჩანს. არ ესიამოვნა მაყურებელს და ამისთვის ბოდიშს ვუხდი.

– შენი მეწყვილე ფეხმძიმედ რომ არის, ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას არ გაკისრებს?

– მარიკოს მეუღლე, გიორგი, გადასარევი ბიჭია და, ვგრძნობ, რომ მენდობა, როცა მარიკო ჩემ გვერდით არის – კაცები, ხომ იცი, უსიტყოდ ვარკვევთ ყველაფერს. სცენა ცოტა ცუდია სასიარულოდ, თან გრძელი კაბა აცვია, მაღალი ქუსლები და, ვცდილობ ხელი წავავლო – ყურადღებით ვარ. მარიკოს ყველაფერი კარგად გამოსდის, მე ვწვალობ. ზოგჯერ, როცა შავ მასალაზე ვმუშაობ, ხუთასჯერ უნდა ვიმღერო, მირჩევნია, მარიკო იქ არ იყოს, რადგან, არ მინდა შევაწუხო. 

მარიკო: არ ვწუხდები, პირიქით, მსიამოვნებს, მინდა დავეხმარო. 

– როგორია ოჯახის წევრების მხრიდან შეფასებები?

როლანდი: გიორგი სულ მეუბნება, ძალიან კარგი იყოო, ყველაფერი მოსწონს. ასეა ჩემი შეყვარებულიც – მომეწონაო. 

– შეყვარებულისთვის გრჩება დრო?

–  ყველასთვის მრჩება დრო, უბრალოდ, მე მომინდა თავისუფლება, მაგრამ, რადგან ამ პროექტში ყოფნა ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა, გარდა იმისა, რომ სწავლობ, ვცდილობ, ბევრ რაღაცაში ჩავაბარო გამოცდა. 

– გაიცანი როლანდის შეყვარებული?

მარიკო: არჩვეულებრივი გოგოა, ძალიან წყნარი, მშვიდი და სანდომიანი. 

скачать dle 11.3