კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მალავს გახმაურებული საქმეების ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და ვინ „ჩაითრია” ის ადვოკატურაში

ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა, რომელიც დღეს გახმაურებულ საქმეებზე მუშაობს და  ეროსი კიწმარიშვილისა და იური ვაზაგაშვილის ოჯახების ინტერესებს იცავს, „შრომის წიგნაკი” რუსთავის საქალაქო სასამართლოში გახსნა. მისი პირველი სამსახური სასამართლოს კურიერის პოზიცია იყო, როცა ადვოკატობაზე მეოცნებე დამწყებ იურისტს, უთვალავი  კორესპონდენციის დარიგება უწევდა.   დღეს,  ის უკვე პოპულარული და წარმატებული ადვოკატია, მაგრამ კარგად ახსოვს ის გზა, რაც გაიარა და ისიც, თუ  როგორ „ჩაითრიეს” საქმეში, რომელიც ორჯერ დაიწყო თავიდან და მისთვის ყველაზე აზარტულ და საინტერესო სამყაროდ რჩება.   

გაგი მოსიაშვილი: მე მათ შორის ვარ, ვისი პროფესიული არჩევანიც ქართულ ტრადიციულ შემთხვევასთან – ოჯახურ წრესთანაა დაკავშირებული. ეს პროფესია ბიძაჩემის, ადვოკატ ვაჟა მოსიაშვილის გავლენით ავირჩიე. მახსოვს, ბიძაჩემი ჩვენთან ქარელში რომ  ჩამოდიოდა, ძალიან საინტერესო ისტორიებს მიყვებოდა თავის საქმეზე. სტუდენტი რომ გავხდი,  ბიძას ამაშიც დიდი წვლილი მიუძღვის – მე როგორც რაიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდას, რუსთავში მასთან მომიწია ცხოვრება.  მისი სახით მყავდა  „მეთვალყურე,” რაც ყველა ახალგაზრდას ჰყავს სტუდენტობის ასაკში. დავამთავრე ინსტიტუტი  თუ არა, მუშაობა დავიწყე რუსთავის საქალაქო სასამართლოში კურიერად. ეს იყო ჩემი პირველი  სამსახური. ექვსი-შვიდი თვე ვიმუშავე კურიერად. პირველივე დღეს მომცეს უზარმაზარი დასტა უწყებებისა და მითხრეს, ქალაქში უნდა დაარიგოო. აი, მაშინ გამისკდა გული – სად იყო რუკა და კომპასი?!  მე რომ  მეგონა, რუსთავი ჩემი ქალაქი იყო და ყველა ქუჩა  კარგად ვიცოდი, აღმოჩნდა, ასე  არ ყოფილა.  მთელი დღე ისე ვიარე, ერთი  უწყებაც ვერ დავტოვე. მაშინ აღმოვაჩინე, რომ კენტი ნომრები ერთ მხარეს იყო, ლუწი – მეორე მხარეს.  მეორე დღეს მეგობრები დავიხმარე და არც ერთი კორესპონდენცია არ დამიტოვებია ისე, რომ არ ჩამებარებინა. მერე ისე გამოვიწრთე, ჩემი „არალეგალური დამხმარეები” აღარც  დამჭირვებია (იცინის). ჩემი ხელფასი იყო 50 ლარი, მაგრამ ეს იმ დროს იმდენი ფული იყო პაემანზე წასასვლელადაც მყოფნიდა, წიგნების საყიდლადაც და მრჩებოდა კიდევ  ბევრი  სხვა წვრილმანისთვის. 2003 წელს მუშაობა დავიწყე  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რუსთავის ოფისში. 2006 წელს სამუშაოდ გადმოვედი თბილისში, „საიას” ცენტრალურ ოფისში, სადაც ვიმუშავე კიდევ ერთი წელი.  შემდეგ დავტოვე საქართველო და სამი წელი თურქეთში ვიმუშავე, ქართულ-თურქული კომპანიის იურისტად. ამ კომპანიას ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა ენერგოპროექტებთან დაკავშირებით, თუმცა 2008 წლის მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა და მე ისევ დავბრუნდი საქართველოში. მომიწია ცხოვრების, პროფესიული კარიერის დაწყება თავიდან, რადგან  ადვოკატისთვის სამი წლით საქმეს ჩამოშორება, პრობლემაა.  აქ  ყველაფერი იყო ისე, როგორც დავტოვე, თუმცა მე აღარავის ვახსოვდი (იცინის). აქ ისევ და ისევ დამეხმარა  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იყო ტრამპლინი ჩემს საქმიან ბიოგრაფიაში.   

–   როგორ დაიწყო თქვენი საადვოკატო  პრაქტიკა, როგორ დასრულდა თქვენი პირველი სასამართლო პროცესი და ადვოკატის სიტყვა?  

– ჩემი პირველი პროცესი იყო  გარდაბანში, როცა მუშაობა მომიწია  სისხლის სამართლის საქმეზე.  ახლაც  მახსოვს ის განცდა, რაც მქონდა სასამართლო პროცესზე გამოსვლის დროს – ძალიან ვნერვიულობდი. თუმცა, ყველაფერი კარგად დასრულდა. პიროვნებას, რომელიც ქურდობის ფაქტზე იყო დაკავებული, დაეკისრა პირობითი მსჯავრი. იმავე საღამოს იმ ოჯახში გაიმართა ამ ფაქტის აღსანიშნავი სუფრა, სადაც მეც მიმიწვიეს. ისე ვიყავი ნანერვიულები, ემოციებისგან სამმა ჭიქა ღვინომ შემათრო (იცინის). სიმართლე გითხრათ, მე არასდროს მიფიქრია, გავმხდარიყავი „ვარსკვლავური” ადვოკატი. მე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და არ ვფიქრობდი განსაკუთრებული ადგილის დამკვიდრებაზე. 2007 წელს ვიცავდი ადამიანს, რომელიც დააკავეს ორი ბრალდებით. მამაკაცმა,   რომელსაც სამი შვილი ჰყავდა და ხელმოკლე ოჯახი ჰქონდა,  აბაზანის ასაშენებლად მეორადი სამშენებლო მასალის ქურდობა ჩაიდინა. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა ორი მუხლით –  ქურდობა და სახელმწიფო ქონების მითვისება. საუბარი იყო 25 ლარის ოდენობის ზიანზე. დაზარალებულად იყო ცნობილი თავდაცვის სამინისტრო. ეს ის შემთხვევა იყო, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს იმ ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა შედეგი დადგა გამამართლებელი – ეს ადამიანი თავის ოჯახს დაუბრუნდა. ეს იყო პირველი გამამართლებელი განაჩენი ჩემს პრაქტიკაში.        

– როგორ მოხდა თქვენი ჩართვა ბოლო დროის საქმეებში და რატომ ვერ მიდის წინ ეროსი კიწმარიშვილის საქმის გახსნა? ამბობენ, რომ არის აღმოჩენილი ახალი დეტალები,  თუმცა შედეგი არ ჩანს. 

– ვაზაგაშვილების ოჯახის  ინტერესებს 2006 წლიდან ვიცავ. ჯერ კიდევ „საიაში” ვმუშაობდი, როცა ბატონ იურის შევხვდი. საქმის მიღმა,  ჩვენ შორის ძალიან კარგი  ადამიანური ურთიერთობა იყო.  ბატონი იური უმცროს ძმას მეძახდა. ეს ის შემთხვევაა, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ შეხედავ. ეს არის  საშინელი დანაშაული, მაგრამ  ასევე, მაქვს ჩემი, როგორც ადამიანის  სუბიექტური დამოკიდებულება  ბრალდებულ გიორგი  სოსანაშვილის მიმართ, რომელიც იქვე სრულდება, სადაც ჩემი ადვოკატის პროფესიული დამოკიდებულება ჩნდება.  ვერ დაგიმალავთ, რომ  პროცედურული ნორმების, საქმის მიღმა, გიორგი სოსანაშვილზე არ მიფიქრია. თუმცა, მიფიქრია ემოციის გარეშე. ადვოკატი არასდროს არ უნდა აჰყვეს ემოციას, ეს არ უნდა გამოაჩინოს. რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით, მას ახლოს არ ვიცნობდი, თუმცა რამდენჯერმე მოხდა ჩვენი გადაკვეთა. ჩემი მეგობარია ზურა კიწმარიშვილი. საქმის დეტალებთან დაკავშირებით, ბევრს ვერაფერს გეტყვით. იმ კითხვაზე, თუ რა სიახლეა ამ საქმეში, უახლოეს დღეებში მიიღებს პასუხს საზოგადოება. არის მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც გამოკვეთილია ამ საქმეში. თუ პროკურატურა არ გაახმაურებს ამ დეტალებს ჩვენგან გახდება ცნობილი.

–  მიიღეთ საყვარელი საქმიდან ის, რაზედაც წლების წინ ბიძის მიერ ამ საქმეში „ჩათრეული” ოცნებობდით?

– ალბათ, ჯერ არა. ვერ ვიტყვი, რომ მივაღწიე იმას, რაც მინდოდა.  ვფიქრობ, ბევრი რამ წინ არის. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს იმაზე საინტერესო და აზარტული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი და მეგონა. ძალიან ბევრ დროს, ენერგიას ვდებ ამ საქმეში. ვერ ვიცლი ვერაფრისთვის, რის გამოც ოჯახში დიდი „საჩივრის წიგნი” მაქვს, რომელიც საყვედურებით ივსება (იცინის). 

– არის საყვედურები და თქვენი უფლებების ხელყოფის მცდელობა?

– ამ მხრივ ჩემს უფლებებს ყველაზე მეტად იცავს ჩემი უფროსი ვაჟი, მეორე ბანაკში არიან ჩემი მეუღლე და ქალიშვილი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მათ არ ესმით ჩემი საქმე. უფრო მეტსაც გეტყვით, მეუღლემ მთლიანად  გამათავისუფლა  საოჯახო, „ადმინისტრაციული” თემებისგან, ოჯახის მეურნეობას  ჩემი მეუღლე უძღვება. ის პროფესიით ექიმია, მაგრამ შეელია თავის საქმეს და ოჯახს, შვილებს უთმობს მთელ დროს. 

– „დაგიჩაგრავთ” მეუღლე.

– არა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როცა ერთმანეთი გავიცანით და დიდხანს, ბევრი წლის განმავლობაში ვხვდებოდით. დაოჯახება დაგვიგვიანდა. მე ვფიქრობდი, რომ ჯერ კარიერა უნდა ამეწყო და მერე შემექმნა ოჯახი, მაგრამ ერთ დღეს, რიგითი პაემნის დროს, უცებ შევცვალეთ გადაწყვეტილება და ოჯახი, ასე ვთქვათ, იმ დღისთვის სპონტანურად შევქმენით.  

– რაც პოპულარული ადვოკატი გახდით, ალბათ, თქვენი ცხოვრება ძალიან შეიცვალა.

– ასე ვერ ვიტყოდი, თუმცა საქმე მოგვემატა. ბევრი ადამიანი მირეკავს, დახმარებას მთხოვს. მე და ჩემი კოლეგები, ფაქტობრივად, გვიან ღამემდე აქ ვართ. ჩემი მეუღლე სულ მსაყვედურობს, რომ ჩემთვის არ არსებობს შაბათი, კვირა. წინა კვირას გადავწყვიტე, ორი დღე მიმეძღვნა ოჯახისთვის, მაგრამ ესეც არ გამომივიდა. ორი დღე ნახევარ დღედ იქცა. არის ბევრი თემა, რასაც შეველიე – მაგალითად, ადრე ძალიან მიყვარდა  მთაში სიარული, ბუნებაში ყოფნა. მთელ ზაფხულს მთა-თუშეთში ვატარებდი, სადაც ჩემი ახლობლები ცხოვრობენ. ვეღარ ვიცლი ვერც ნადირობისთვის, რაც ადრე ძალიან  მიყვარდა.  ამ მხრივ, პრაქტიკაც კარგი მაქვს, რომლის ნაწილი ჩემს მშობლიურ ქარელთან არის დაკავშირებული, ნაწილი კი – მთა-თუშეთთან.           

скачать dle 11.3