კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა 23 წლის ვასილ როინიშვილი 2000 წელს იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2010-ში კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი 1977 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება 1994 -1999  წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო, რომლის დამთავრებისთანავე 2000 წლის სექტემბერშივე დასაქმდა იუსტიციის სამინისტროს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. თუმცა, სულ რაღაც, ერთიოდ თვეში იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების ორგანოთა საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი გახდა. 2002 წელს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო წარმოებათა სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს; 2003 წლის სექტემბერ-დეკემბერში კი ისევ საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსად დააბრუნეს და იმავე წელს, იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედაც მიატრიალეს. 2004 წლის თებერვლიდან ივნისამდე უშიშროების სამინისტროში მუშაობდა (თუმცა მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის, რა თანამდებობაზე), ხოლო 2004 წლის ივნისიდან 2006 წლის ბოლომდე – გენპროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად. 2006 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 2008 წლის ბოლომდე იმუშავა. შემდეგ მთავარი პროკურორის მოადგილედ გადაიყვანეს, 2009 წლის ოქტომბრიდან კი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი იყო. 2009 წლის 18 დეკემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, 2010 წლის ივნისიდან დღემდე კი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეცაა. რაკი ფრიად სტაჟიანი ჩინოვნიკია და შრომითი ბიოგრაფიაც საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს: ბ-ნი როინიშვილი ქონებრივსა და ფინანსურ დეკლარაციებს აგერ უკვე, 15 წელია, ავსებს.

მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2000 წლით თარიღდება, რომელიც მან 23 წლის ასაკში შეავსო, როგორც იუსტიციის სამინისტროს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და ოჯახის წევრად მიუთითა დედა – ლუიზა ფაჩულია. იმხანად მათი უძრავი ქონება შემდეგნაირი იყო: ვასილ როინიშვილის დედას ეკუთვნოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, 60 000 ლარად ღირებული და მიწის ნაკვეთი საგურამოში, 6 000 ლარად ღირებული, ხოლო ვასილ როინიშვილს კი – დაუმთავრებელი აგარაკი სოფელ ახატანში, 5 000 ლარად ღირებული. დეკლარაციის შევსების დროს ბ-ნი როინიშვილის დედას ნაღდ ფულად 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა და ვასილ როინიშვილის წლიური ანაზღაურება, სულ რაღაც, 1 080 ლარს შეადგენდა. იმავე ოდენობის ანაზღაურებას მიუთითებს ბ-ნი როინიშვილი 2001 წელსაც. 2002 წელს წლიურ ანაზღაურებად, როგორც იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, 2 580 ლარი მიიღო; 2003 წელს – 1 910 ლარი; დაახლოებით, იგივე თანხა აიღო წლიურ ხელფასად 2004 წელსაც. 2006 წლის განმავლობაში მისმა წლიურმა ხელფასმა უკვე 41 350 ლარი შეადგინა; 2007 წელს – 57 215 ლარი; 2008 წელს – 60 674 ლარი. 2009 წელს ვასილ როინიშვილმა, როგორც მთავარი პროკურორის მოადგილემ, 75 454 ლარი აიღო, როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, 54 914 ლარი, ანაბარზე კი ბანკში 40 000 აშშ დოლარს ინახავდა. 2010 წლის განმავლობაში, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, 65 680 ლარი აიღო, ხოლო ანაბარზე 55 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა. 2011 წელს ვასილ როინიშვილის წლიურმა ხელფასმა 83 150 ლარი შეადგინა და ანაბარი აღარ ჰქონდა, 2012 წელს ვასილ როინიშვილმა, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ 82 200 ლარი აიღო; 2013-ში – 97 025 ლარი, „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანაბარზე კი 43 000 ლარი ერიცხებოდა.

скачать dle 11.3