შერისხულები
ჩემი ძებნილი შენსას სჯობია
ისე მოხდა, რომ უკრაინის ექსფინანსთა მინისტრი, ანუ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის კაბინეტის წევრი იური კოლობოვი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, პოლიციამ ესპანეთში დააკავა – პრესტიჟულ ზღვისპირა ადგილასო.
რადგან უკრაინის პროკურატურის მოთხოვნით მას ინტერპოლი ეძებდა, სამოქალაქო გვარდიას, ანუ ესპანეთის ჟანდარმერიას ის 3 მარტს აუყვანია თავისავე აგარაკზე, სადაც, თურმე, ბებერ ან არცთუ ისე ბებერ ძვლებს ასვენებენ შეძლებული პატიოსანი გვამები მთელი მსოფლიოდან.
როგორც გვაუწყებენ, იმ ზღვისპირა რაიონში ერთი კოტეჯის ღირებულება მილიონიდან 10 მილიონ ევრომდე მერყეობს. მისი დაკავების ოპერაცია კი შემდეგი დინამიკით განვითარებულა: ესპანეთის ჟანდარმერიას კოლობოვი ერთი თვის წინათ აღმოუჩენია და მასზე თვალთვალი დაუწესებია, რაც იმით დამთავრებულა, რაც ზესოთ მოგახსენეთ.
დაკავებული ამჟამად მადრიდშია გადაყვანილი და ესპანეთის სასამართლო მისი ექსტრადირების საკითხს განიხილავს (რომელიც, ესპანეთის კანონმდებლობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ნახევარი წლიდან წელიწად-ნახევრამდე მერყობს).
ჩვენ, ბუნებრივია, ეჭვი არ გვეპარება არც უკრაინის პროკურატურის ბრალდებაში და არც ესპანეთის სასამართლოს მიუკერძოებლობაში, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობის მიერ დაწუნებულებით აივსეს მთავრობის რიგები, მეორე მხრივ კი – ინტერპოლით ძებნილებით, გამოდის, რომ უკრაინის ხელისუფლებას ეპარება ეჭვი ჩვენს პროკურატურაში – ვითომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც – „ýòîò ჯჭè íჭñ ñîâñåì íå óâჭæჭåò“?! –