კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სანქციებტანჯულები

უკან – სსრკ-სკენ ნაბიჯით იარ!

რაკი მთელი ცივილიზებული მსოფლიოა შემომწყრალი მასზე, ბუნებრივია, ისიც ცდილობს, შემოუწყრეს. თუმცა, თუკი პირველები წყრომას ეკონომიკური სანქციებით გამოხატავენ, მეორენი იარაღს აჟღარუნებენ, ბუნებრივია, სხვის ტერიტორიაზე.

ჰოდა, რადგან ასეა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მორიგი კანონპროექტი გამოაცხვეს, რის მიხედვითაც, რფ-ის სანქციებტანჯულ, მაგრამ, სამაგიეროდ, მიწებმიერთებულ მოსახლეობას, შესაძლოა, უცხოეთში გამგზავრება აუკრძალონ (როგორც ოკუპანტები იტყოდნენ, êჭê â ჰîხðûå ñòჭðûå ñîâåòñêèå âðåìåíჭ).

როგორც რუსული ტელეარხი LifeNews იტყობინება, უახლოეს მომავალში რუსეთის მოქალაქეები თავიანთი ქვეყნის საზღვარზე მათთვის სრულიად მოულოდნელად, შესაძლოა, წააწყდნენ აკრძალვას – რომ სამშობლოს ტერიტორიის დატოვება აკრძალულია.

საინტერესოა, რომ, კანონპროექტით, აკრძალვა შეეხება რუსეთის ფედერაციის უკლებლივ ყველა მოქალაქეს, რაც, ცხადია, ბადებს მერკანტილურ კითხვას: რა ბედი ეწევა რუს ბიზენსმენ-პოლიტიკოს-ჩინოვნიკთა ძვირად ღირებულ საცხოვრებლებს, რომლებიც უცხოეთში აქვთ?! თუმცა ისიცაა, რომ ჩვენ ეს ყველაზე ნაკლებად გვადარდებს.

მართალია, დანამდვილებით უცნობია, გადადგამს თუ არა რუსეთის „დუმა“ ამ კიდევ ერთ მსხვილ ნაბიჯს უკან, საბჭოეთისკენ, მაგრამ იმის თქმა კი დიდი ალბათობითააა შესაძლებელი, რომ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა ამ დანაკლისს გმირულად აიტანს (ðჭჰè îòå÷åñòâჭ)!

მეორე მხრივ, ან კი რაა ასატანი, როდესაც, სახელდობრ, ცხინვალში სრულიად თავისუფლად შეუძლიათ სიარული?! – 

скачать dle 11.3