კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზურგქარის გარეშე

„სულ ზემოთ, ზემოთ, მაღლა და მაღლა“

იმის გამო, რომ, ჯერ ერთი, ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი მცურავია, მეორეც – უპატრონოდაა მიგდებული და, მესამე და მთავარი – მსოფლიო პოლიტეკონომიკაში დიდი ორომტრიალია, ბუნებრივია, რომ ჩვენს ლარსაც გაუჭირდა, თუმცა, ამის მიუხედავადაც, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ფრიად კმაყოფილია საქართველოს მთავრობის მოქმედებით (რაც, ცხადია, მოსახლეობისთვის დიდი ვერაფერი პრაქტიკული შეღავათია, თუმცა მაინც სასიხარულოა).

ერთი სიტყვით, მისიის ხელმძღვანელმა ამ ჩვენს მთავრობას (რომელიც ქამრების შემოჭერას დაგვპირდა, ოღონდ, მე თუ მკითხავთ, აჯობებდა, სხვა ტერმინი მოეფიქრებინათ, ვინაიდან ქამრების შემოჭერა, მაგალითად, წინა მთავრობისთვის, რეალურად, ჯიბეების კიდევ უფრო გაფართოებას გულისხმობდა) ურჩია, რომ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს.

ცვლილებები კი შემდეგნაირია: გარკვეული ტიპის გადასახადების ზრდა და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება. ბუნებრივია, თავისი ეს რეკომენდაცია ბ-ნმა გრიფითსმა დაასაბუთა კიდეც, რაც, ისევ და ისევ, საქართველოს მოსახლეობის ჯიბეებისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. – 

ამის პარალელურად, მანვე ეროვნული ბანკიც შეაქო – სხვათა შორის, იმის გამო, რატომაც ჩვენ, საქართველოს კურსშემცირებული მოსახლეობა, ვაძაგებთ – რაკი ინტერვენციებს არ ახორციელებს, ლარს არ ეხმარება და მცურავ კურსს ინარჩუნებსო (რაც კატასტროფაა საქართველოს მოსახლეობისთვის).

დილეტანტისთვისაც აშკარაა, რომ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები მიმდინარე მომენტში საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს: გადასახადების გაზრდით დაწყებული და ლარის კურსის თავის ნებაზე მიშვებით დასრულებული, აქედან გამომდინარე კი, მთავრობა დიდი დილემის წინაშეა, რადგან სავალუტო ფონდს კი არ აქვს მომავალი არჩევნები მოსაგები?! – 

скачать dle 11.3