კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაინც ამოვთხრით!

„შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია“?!

თუკი ბ-ნმა სარკოზიმ პოლიტიკური ბიოგრაფია გაიმდიდრა 2008 წლის ომში თბილისსა და მოსკოვს შორის სიარულით (მას შემდეგ, რაც მანამდე, ანუ 2008 წლის „ნატოს“ ბუქარესტის სამიტზე, ანგელა მერკელთან ორ ხმაში, უარი გვითხრა „მაფის” მონიჭებაზე). მის მიერ გაკვალულ გზას ფრანსუა ოლანდიც დაადგა, ამიტომაც გასულ კვირას, არც მეტი, არც ნაკლები, განაცხადა (სხვათა შორის, „ნატოს“ გენმდივან სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე): „ქვეყნებს, რომელთაც სურთ, რომ „ნატოს“ შემოუერთდნენ, საფრანგეთი ფიქრობს, რომ უარი უნდა ეთქვათ, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე „ნატო“ არ უნდა გაფართოვდეს.“

ჩვენ, ბუნებრივია, ელდა გვეცა, იმის მიუხედავადაც, გულის სიღრმეში ვიცით, რომ „ნატომდე“ შორია, ოღონდ ასე პირდაპირაც არ ველოდით უარყოფას.

მეორე მხრივ, ბ-ნი ოლანდის ამ განცხადების ფონზე საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა შეგვაგულიანა: საქართველო ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის ძლიერდება როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტის მოსაზრების შეფასებისგან თავი შეიკავა. – 

ამის პარალელურად, რფ-ის სამხრეთ სამხედრო ოლქსა და ამ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სულ 12 პოლიგონზე, მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.

სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა: საზენიტო სარაკეტო კომპლექსები – თჯëჭ, საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები – რóíჯóñêჭ, საზენიტო საარტილერიო კომპლექსები  – ქèëêჭ, საზენიტო სარაკეტო სისტემები: ჟ-300გ, ჟòðåëჭ-10, რîð და Îñჭ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუმცა ლუდოვიკოები წარსულს ჩაჰბარდა, ფაქტია, რომ თვით ოლანდსაც „შენი ვახტანგი ფეხზე ჰკიდია“, რადგან, სავარაუდოდ, „ხალხზე მეტად კატა ეცოდება“?!

скачать dle 11.3