კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველანი შაბათობაზე!

ამ ჩვენს სეპარატისტულ აფხაზეთში, ერთი მხრივ, ხელებს იფშვნეტენ იმ 5 მილიარდის (და მერე რა, რომ რუბლის, ვინაიდან, როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია – ) მოლოდინში, რომელსაც მათ რფ დაჰპირდა (მით უფრო, რომ გასულ წელს გაფორმებული შეთანხმება ძალაში შევიდა), მეორე მხრივ კი – მასობრივი დასუფთავებაც ჰქონიათ გუმანში.

კერძოდ: სოხუმის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ადგურ ხარაზიამ (რომელიც წინა ცხოვრებაში, უეჭველი ალბათობით, ხარაზიშვილი იყო) სოხუმელებს აუწყა, რომ საერთო საქალაქო შაბათობების ჩატარების თარიღები უკვე დადგენილია (ისინი ჩატარდება 13 და 27 მარტს და 3 და 17 აპრილს).

აქვე ვიტყვი, რომ ბ-ნი ხარაზიას მოადგილეა თემურ ტყებუჩავა (რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!). კომუნალური სამსახურის უფროსმა ელენა ატეპინამ აღნიშნა, რომ გაზაფხულზე ნაგავი, ჩვეულებისამებრ, უფრო მეტია, რადგან ზამთრის განმავლობაში გროვდებაო (სიმართლე გითხრათ, ლოგიკა უცნაურია, მაგრამ, აბა, რას გაუგებ სეპარატისტულ ვნებებს?!). შაბათობების ჩატარების აუცილებლობა კი შემდეგნაირად ახსნა: „მოსახლეობა ქმნის სტიქიურ ნაგავსაყრელებს, მაღაზიის მფლობელები კი ნარჩენებს პირდაპირ ტროტუარებზე აგროვებენ. ჩვენი სამსახური ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მოსახლეობის გარეშე წესრიგის დამყარება რთულია.“

ჰოდა, რადგან ერთულებათ, საშველად შაბათობები მოიხმეს და ერთობლივი ძალებით აპირებენ ნაგავთან გამკლავებას (რომელიც, ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, ჩვენ უკვე დავამარცხეთ), ხოლო, თუ გავისხენებთ, რომ შაბათობა ძველი და ნაცადი საბჭოური ტრადიციაა, არ არის გამორიცხული, რფ-მ ეს ჩვენი სეპარატისტები მალე პიონერებშიც მიიღოს!

скачать dle 11.3