კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ირჩევენ სტომატოლოგიურ კლინიკა „ელიტკერამიკოს“ და რა უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს ის პაციენტებს

 გაიღიმეთ თავდაჯერებულად, მაგრამ ამისთვის საჭიროა გქონდეთ  ჯანსაღი კბილები. კბილების სიჯანსაღეს კი განაპირობებს ხარისხიანი ჰიგიენა. ჰიგიენასთან  ერთად აუცილებელია, შეარჩიოთ კლინიკა, რომელიც იქნება აღჭურვილი თანამედროვე აპარატურითა და მასალებით, სადაც მოგემსახურებიან კეთილსინდისიერი და მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულ სერვისს თითქმის ძალიან იშვიათ კლინიკაში აღმოაჩენთ. თუმცა, გამონაკლისებიც არის.  კლინიკა „ელიტკერამიკო” სწორედ ამიტომაც აირჩია ჩვენმა მკითხველმა, ის ხომ საქართველოს მასშტაბით გამორჩეულია ულტრათანამედროვე სტომატოლოგიური სერვისითა და ინოვაციებით. აქ კბილს უსაფრთხოდ, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მეთოდებით მკურნალობენ. უფრო დეტალურად  კლინიკის უპირატესობებზე მისი დამფუძნებელი, ბატონი კახა ხარებავა გვესაუბრება.

 

კახა ხარებავა – მსოფლიო პროფესიონალ ექიმთა გაერთიანება Cerec club-ის წევრი,  Dentaurum-ის სასწავლო ცენტრის, Vita-სა  და Kettenbach-ის  სასწავლო ცენტრების კურსდამთავრებული. გერმანული სტომატოლოგიური კომპანია  Sirona-ს საჩვენებელი კლინიკის, „ელიტკერამიკოს” დამფუძნებელი. 

– ბატონო კახა, უპირველესად, გვითხარით,  რა მომსახურებას უწევს „ელიტკერამიკო” პაციენტებს? 

–  კლინიკა „ელიტკერამიკო” აღჭურვილია  უნიკალური Sirona-ს (სიმენსის) ფირმის ულტრათანამედროვე ტექნიკით და Hu-Fiedy-ის ინსტრუმენტებით. სტომატოლოგიაში გამოყენებული მაღალხარისხიანი მასალების მწარმოებლები თავიანთ პროდუქციაზე გარანტიას იძლევიან მხოლოდ ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დაცვისას. ამიტომ, ჩვენი კლინიკის პერსონალს გავლილი აქვს სპეციალური კურსები ინოვაციური მასალების გამოყენებისთვის. გერმანულ ფირმა Sirona-სთან ერთად ჩვენ შევქმენით კლინიკა, სადაც ევროსტანდარტების დონეზეა განათება, განლაგება, ფერები, ჰაერი, წყალი, აპარატურა, წვრილი ინსტრუმენტები  და რა თქმა უნდა, მასალები. ყველა ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკის სრულფასოვანი მუშაობისთვის. ჩვენთან სრულდება სრულყოფილი მომსახურება კბილის მოვლის ინსტრუქტაჟიდან დაწყებული, კბილის ამოღებითა და მკურნალობით დასრულებული. თუმცა, ჩვენთან მოსული პაციენტი, რომლის კბილსაც არ უწერია გადარჩენა, უკბილოდ არ მიდის. მას ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ, დროებით  იმპლანტს და ის უკვე აღარ გადის აქედან კბილის გარეშე.  ჩვენს ექიმებს გავლილი აქვთ დამატებითი კურსები ყოველი ახალი მასალისა თუ ტექნოლოგიის ზუსტ გამოყენებასთან დაკავშირებით, ისინი გადიან მუდმივ გადამზადებას, რაც განაპირობებს მომსახურების უმაღლეს ხარისხს. ამაზე ისიც მეტყველებს, რა სტატუსიც ჩვენ პაციენტებმა  მოგვანიჭეს.

– თუმცა კლინიკა „ელიტკერამიკო” თბილისში უნიკალურია თავისი ინოვაციებით...

– გეთანხმებით. ჩვენ მივყვებით მსოფლიო ინოვაციებს ფეხდაფეხ.  წამყვანი სტომატოლოგები დღეს ბჟენის ნაცვლად, კერამიკულ ჩანართებს სთავაზობენ. ყველაზე  პოპულარულია, ეგრეთ წოდებული, ჰოლივუდური ღიმილისთვის   განკუთვნილი ლუმინირი ან Cerec-ის რესტავრაციები. აღნიშნული  რესტავრაციული მეთოდის გამოყენებისას ხდება  ბუნებრივი მინანქრის მსგავსი, უმეტალო მასალის გამოყენება, რომელიც უმაღლესი ხარისხის რესტავრაციების გაკეთების საშუალებას იძლევა. Cerec-ის ვინირები დღეისთვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია. როცა ადამიანს სურს,  მისი კბილები ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, ჰქონდეს ლამაზი ფორმა და ჯანსაღი ფერი, თუ დაიღალა ბჟენების მუდმივი შესწორებითა  და გათეთრებით, ფერადი საკვების აკრძალვით და ასე შემდეგ, ყველაზე ეფექტური ასეთ დროს გახლავთ, ეს ულტრათანამედროვე ვინირები. თანაც, რესტავრაცია ხდება ცოცხალი კბილების შენარჩუნებით, კბილის ფორმის შეცვლა ხდება პაციენტის გემოვნების გათვალისწინებით, მისსავე თვალწინ შესაძლოა, ყველა კბილი რესტავრირდეს ერთ დღეში.  მთელი ეს პროცედურა არის ხანგრძლივად გარანტირებული, 10-წლიანი ეფექტურობით გათვლილი შედეგი. ვფიქრობ, რომ ეს უნიკალური ვინირია და ჩვენს კლინიკაში სწორედ ამ ტიპის მომსახურებას მიიღებს პაციენტი.  ერთეულოვან გვირგვინებს ვამზადებთ ლაჟვარდოვანი კერამიკით ფირმა Vita-სგან, Cerec ტექნოლოგიით, პაციენტის თვალწინ საათნახევარში. ერთეულოვანი გვირგვინებისთვის Sirona-ს კომპიუტერული პროგრამა უზრუნველყოფს, ხოლო ცირკონის ხიდების დამზადებისას ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ აპარატს – არტიკულატორს. ეს არის ხელსაწყო, რომელიც ქვედა ყბის სახსრის ყველა მოძრაობას  იმეორებს. ეს კი ტექნიკოსს კბილის ზედაპირის ზუსტად ფორმირების შესაძლებლობას აძლევს. 

ასევე, პირველად საქართველოში – ჩვენს კლინიკაში Lumineers ელიტარული ტექნოლოგია. ეს ახალი ესთეტიკური ტექნოლოგიაა. თვალის ლინზასავით თხელი, ახალი თაობის კერამიკული ვინირებია, რომლებიც კბილის ფრონტალურ ნაწილს გაქლიბვის გარეშე ფარავს. ლუმინირის სისქე – 0, 3 მმ-ია, მათი გამოყენებისას, შეგიძლიათ, გქონდეთ იდეალური ღიმილი საკუთარი კბილების გაუქლიბავად. ასევე, ჩვენი კლინიკის მორიგი ინოვაციაა – კბილის მინი-იმპლანტები. მოსახსნელი პროთეზი მრავალ პაციენტზე გამაღიზიანებლად მოქმედებს და მოხმარების დროს არაკომფორტულია. მინი-იმპლანტები კი იხრახნება ყბის ძვალში კბილების ფესვის ადგილას, მცირე ზომის, ეგრეთ წოდებული „შურუპების” მსგავსად და ამიტომაც მოქმედებს, როგორც საკუთარი კბილის ფესვი. ეს პროცედურა ხელმისაწვდომიცაა, თან მხოლოდ ერთი სეანსი და რამდენიმე წუთი სჭირდება. 

ასევე, მხოლოდ ჩვენთან  და პირველად საქართველოში,   კბილების გასწორების  უახლესი მეთოდი, დისკომფორტული ბრეკეტების ნაცვლად, ორთოკაპსი, კბილების გასწორების ულტრათანამედროვე მეთოდი, რომელიც არ აზიანებს  კბილების მინანქარს და გამჭვირვალე, თითქმის უხილავ პლასტმასის დასამაგრებელ კაპას წარმოადგენს და აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურის წყალობით, არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა..

– ბატონო კახა, დღეს სერიოზული პრობლემაა  ასევე, სტომატოლოგთან ვიზიტისას უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რომ C ჰეპატიტი ან სხვა ტიპის დაავადება არ გაუჩნდეს პაციენტს.

– გეთანხმებით. ამიტომაც ჩვენთან გაზრდილია უსაფრთხოების ნორმები – ვახდენთ სრულიად დეზინფექცირებას ევროსტანდარტებით, წვრილი ინსტრუმენტები უმეტესად ერთჯერადია, ასევე, სტომატოლოგიური დანადგარის  მილები სტერილდება ავტომატურად, რაც ნამდვილად უნიკალურია. ასე რომ, ყველა ეს პრევენციული ზომა ჩვენთან აყვანილია უმაღლეს სტანდარტებამდე და პაციენტს უქმნის  უსაფრთხოების სრულ გარანტიას. 

სტომატოლოგიური კლინიკა „ელიტკერამიკოს”, სადაც უსაფრთხოდ და ევროსტანდარტების დონეზე მოგემსახურებიან, შეგიძლიათ, ეწვიოთ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, გამრეკელის ქუჩა ¹18. ტელ: 2 95-10-99; ჭავჭავაძის გამზ. ¹37/14 ან  აბულაძის ქუჩა ¹34. ტელეფონი: 2 25-82-85 

k.kharebava@elitekeramico.com

скачать dle 11.3