ჭაღი – გირჩა
ჭაღი – გირჩა
ასეთი „ბურთი“ ჭაღები, რომელიც ძირითადად ქაღალდისგან მზადდება, ყველგან იყიდება და საკმაოდ იაფიც ღირს... თქვენ შეგიძლიათ, უფრო ორიგინალური, ფერადი და ლამაზი გახადოთ ის. დახედეთ სურათებს. ნებისმიერი ფერის ქაღალდისგან გამოჭერით წრეები და დააწებეთ ჭაღზე ისე, როგორც ნაჩვენებია. ნამდვილად იამაყებთ ნახელავით.
„კოსმეტიჩკას“ ახალი სიცოცხლე
გაქვთ მოძველებული ჩანთა კოსმეტიკის ნივთებისთვის და აღარ მოგწონთ? მაშინ, განახლეთ ის. დახედეთ ფოტოებს, გასართობივით არის: სხვადასხვა ფერის ფრჩხილების ლაკი დააწუწეთ ჩანთას ისე, როგორც სურათებზეა ნაჩვენები. ძალიან ორიგინალური და ეფექტური გამოვა.