ქათამი ინდურად
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი ქათამი, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, ცოტა ჯანჯაფილი, 1 ცალი მწიფე პამიდორი ან 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 2 სადილის კოვზი ზეთი, 2 სადილის კოვზი კარაქი, 500 მილილიტრი წყალი, 1 სადილის კოვზი კამის თესლი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1 სადილის კოვზი მდოგვის მარცვალი, 5 მარცვალი ილი („კარდამონი”), 2 სადილის კოვზი ყვითელი კოჭა, 1 სადილის კოვზი ძირა, 0,5 სადილის კოვზი ხმელი ქინძი, 1 სადილის კოვზი ცხარე წითელი წიწაკა, 0,5 ლიმონის წვენი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათამი დაჭერით. ხახვი და ნიორი წვრილად დააქუცმაცეთ. ჯანჯაფილი კი გახეხეთ. ზეთის ნახევარი და კარაქი გააცხელეთ ტაფაზე და ჩაყარეთ ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი. როცა დარბილდება, დააყარეთ სანელებლები და 1 წუთი შუშეთ. ცალკე ტაფაში მაღალ ცეცხლზე ზეთში შებრაწეთ ქათამი და დაუმატეთ სანელებლებიანი ხახვი. შემდეგ შეურიეთ ტომატ-პასტა და ერთად მოუშეთ. დაასხით წყალი და, როცა ადუღდება, 1 საათი შუშეთ თავდახურული, დაბალ ცეცხლზე (შიგადაშიგ ამოურიეთ). ხორცი ისე უნდა დარბილდეს, რომ კოვზით იჭრებოდეს, წვენი კი უნდა შესქელდეს. ბოლოს კერძს მოასხით ლიმონის წვენი. გარნირად ძალიან უხდება ბრინჯი.