მსუბუქი სალათა ვაშლითა და ნიგვზით
საჭირო ინგრედიენტები: 4 სადილის კოვზი მაიონეზი, 2 სადილის კოვზი ვაშლის წვენი, 1 სადილის კოვზი თხელი თაფლი, 100 მილილიტრი სქელი ნაღები, 500 გრამი ნიახურის ძირი, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 3 ცალი მჟავე ვაშლი, 100 გრამი ნიგოზი, 1 ცალი ბროწეული, 200 გრამი სალათის ფოთლები, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: მაიონეზი, ვაშლის წვენი და თაფლი აურიეთ. ნაღები ისე ათქვიფეთ, რომ ძალიან არ გამაგრდეს. მაიონეზს შეურიეთ მარილი, პილპილი და ნაღები. ნიახურის ძირები წვრილად დაჭერით და დაასხით ლიმონის წვენი. ამავე ზომაზე დაჭერით გულამოცლილი ვაშლები და ბროწეულთან და ნიახურთან ერთად შეურიეთ მომზადებულ სოუსს (გააჩერეთ 1 საათი). ნიგოზი მოხალეთ და მსხვილად დაჭერით. სალათის ფოთლები გარეცხეთ, შეაშრეთ და შემდეგ ხელით დააქუცმაცეთ. სალათის ყველა ინგრედიეტი ერთად აურიეთ.