ყვავილოვანი კომბოსტო ქათმით, ტომატისა და ბოსტნეულის სოუსში
საჭირო ინგრედიენტები: 600 გრამი ქათმის ფილე, 1 კილოგრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 100 გრამი მაგარი ყველი, 3 კბილი ნიორი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 2 ცალი პომიდორი, 3 სადილის კოვზი არაჟანი ან 100 მილილიტრი ნაღები, 3 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 1 თავი ხახვი, ზეთი, შაქარი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით, ყველანაირი მწვანილი.
მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტო დაშალეთ კუნწულებად, 5 წუთით მოათავსეთ მდუღარე მარილიან წყალში და გადაწურეთ. ჭიქა ნახარში შეინახეთ სოუსისთვის. ქათმის ფილე დაჭერით მომცრო ნაჭრებად. უყავით მარილი და პილპილი, დაყარეთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე და ყველა მხრიდან შებრაწეთ საკმაოდ ძლიერ ცეცხლზე. ზეთწასმულ ფორმაში მოათავსეთ კომბოსტოს მასის ნახევარი, მეორე ფენა ქათამი იქნება.
მოამზადეთ სოუსიც: ოდნავ მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დაუმატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და შუშეთ 5 წუთი.
თასში ერთმანეთს შეურიეთ ტომატ-პასტა, 1 ჭიქა წყალი, მარილი, პილპილი და შაქარი. არაჟანიც (ან ნაღები). ეს მასა ჩაასხით ბოსტნეულში და შუშეთ 1-2 წუთი.
ამ სოუსის ნახევარი მოასხით ხორცს. შემდეგ ფენად მოათავსეთ ყვავილოვანი კომბოსტო, მოასხით დარჩენილი სოუსი, მოაყარეთ დაფხვნილი ყველი და მწვანილი და აცხვეთ 180-190 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში.